ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი – საშოს ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება არასასიამოვნო სუნის გამონადენით, ლორწოვანი გარსის ანთების ნიშნების გარეშე. წარმოიქმნება ქალის საშოშო არსებული საკუთარი მიკროფლორის დაზიანების შედეგად.

მიზეზები

  • გადაჭარბებული ანტიბიოტიკოთერაპია
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ჰორმონული ფონის დარღვევა
  • ორალური და საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება
  • სხვა არახელსაყრელი ფაქტორები

 – არღვევენ საშოს მიკროფლორის ბუნებრივ ბალანსს. ეს იწვევს სასარგებლო ლაქტობაქტერიების შემცირებას და დაავადების გამოწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებას.


ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი აბები
ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამოსაყენებელი გელები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები


სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • პარტნიორის ხშირი ცვლა
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები
  • არახელსაყრელი გარემო და ორგანიზმის გადატვირთვა (კლიმატის შეცვლა, ქრონიკული გადაღლა, ფსიქოემოციური დატვირთვები, არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემო, არასრულფასოვანი კვება)
  • სასქესო ორგანოების არასწორი ჰიგიენა (ეს ეხება როგორც არასკმარის, ასევე ზედმეტ, გადამეტებულ ჰიგიენას)

როგორ  ვლინდება ბაქტერიული ვაგინოზი?

ბაქტერიული ვაგინოზის დასაწყისში გამონადენი მატულობს. თავიდან იგი  მოთეთრო-მონაცრისფროა, შემდეგ სქელდება და ხდება წებოვანი, ზოგჯერ  ქაფიანიც;  გამონადენის ფერი იცვლება  მომწვანო-მოყვითალომდე. გამონადენის რაოდენობა იზრდება 10-ჯერ, მისი არშემჩნევა შეუძლებელია! მითუმეტეს,  რომ აქვს  არასასიამოვნო სუნი (ხშირად თევზის ან ლპობის).
არასასიამოვნო შეგრძნებებს შეიძლება დაემატოს ქავილი და სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტი. სხვა სიმპტომებია:

  • საშოს სიმშრალე და დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს
  • საშოდან აღინიშნება სქელი გამონადენი, რომელიც ღებულობს ქაფისებრ კონსისტენციას და აქვს მოყვითალო-მომწვანი ფერი
  • იშვიათად – ლორწოვანი გარსების შეწითლება, შარდვის დარღვევები, ქავილი

ბაქტერიული  ვაგინოზის საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ის ,,უხსნის გზას“ სხვა დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს.
საშოში გამრავლებისას პათოგენური ბაქტერიები იწვევენ საშვილოსნოს კედლისა და ყელის ანთებას. დისბაქტერიოზის დროს ასევე ხდება შარდსადენისა  და შარდის ბუშტის ინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტისა და ურეთრიტის სიმპტომები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაქტერიული  ვაგინოზი ძალიან გავრცელებულია: ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების მქონე  ყოველ მეორე პაციენტთან, ექიმი სვამს საშოს დისბაქტერიოზის დიაგნოზს.

დიაგნოზი

ბაქტერიული ვაგინოზი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან. გინეკოლოგიური დათვალიერებისას იღებენ ნაცხს, ინიშნება სხვა ლაბორატორიული კვლევები, რომელმაც უნდა დაადასტუროს წინასწარი დიაგნოზი.
ჩვეულებრივ, ,,ბაქტერიული ვაგინოზი” – დიაგნოზი დგინდება, როცა გამოსაკვლევ ნაცხში არ არის ლაქტობაქტერიები, არის დადებითი ტესტი ამინებზე, ხოლო საშოს სეკრეტის PH აღემატება 4,5 -ს. საჭიროების მიხედვით გინეკოლოგი ნიშნავს დამატებით კვლევებს, მაგალითად:

  • ლაზერული სპექტროსკოპია
  • ელექტროფორეზი, მაღალვოლტიანი
  • მიკრობიოლოგიური ანალიზი

როგორ მკურნალობენ ბაქტერიულ ვაგინოზს?

საშოს მიკროფლორის ნორმალიზება შეუძლია მხოლოდ კომპლექსურ მკურნალობას რომელიც მოიცავს:

  • საშოში არსებული ბაქტერიების გამოდევნა ან მოშორება.
  • საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.
  • საშოს კედლის იმუნიტეტის აღდგენა იმისთვის, რათა ,,საკუთარი კონტროლის ქვეშ“ ქონდეს ვაგინალური მიკროფლორა.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ მეორე ქალს,  საშოს დისბაქტერიოზის პარალელურად აღენიშნება კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზიც. ასეთ შემთხვევაში უფრო შედეგიანია ბაქტერიული ვაგინოზისა და კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზის ერთდროული მკურნალობა.

პროფილაქტიკა

ბაქტერიული ვაგინოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ნორმალური ჰორმონული ფონის დაცვას. ასევე აუცილებელია ანტიბიოტიკების მიღების შეზღუდვა, უკონტროლო სქესობრივი კავშირების გამორიცხვა, პირადი ჰიგიენის სათანადოდ დაცვა და ნაწლავური დისბაქტეიროზის პროფილაქტიკა.
ბაქტერიული ვაგინოზის პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგთან რეგულარულ ვიზიტებს. განსაკუთრებით ეს ყურადსაღებია ორსულობის პერიოდში. 
გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


ბაქტერიული ვაგინოზი ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

 

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish