ბეკის სარკოიდი

ბეკის სარკოიდი

რა არის ბეკის სარკოიდი?

აღნიშნული დაავადება წარმოადგენს კანის სარკოიდოზის ყველაზე ხშირ ფორმას. კლინიკურად გამოვლინდება მუქი მოწითალო ფერის გრანულომატოზური წანაზარდის სახით სახეზე, კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, ზურგის ზედა ნაწილებში, ყურის ნიჟარებში, პირის ღრუს ლორზოვანი გარსის ზედაპირზე. ბეკის სარკოიდის დროს კვეიმის რეაქცია დადებითია, ხოლო ტუბერკულინური სინჯი – უარყოფითი.

პათოგენეზი (რა ხდება) ბეკის სარკოიდის დროს?

დაავადებას აქვს რამოდენიმე კლინიკური ფორმა:

  • წვრილკვანძოვანი (პაპულური) დისემინირებული (გაფანტული) სახესხვაობა. ხასიათდება მრავლობითი მკვრივი პაპულების გაჩენით, რომელსაც აქვს ოვალური ან მომრგვალო ფორმა,  ქინძისთავის ზომიდან მუხუდოს მარცვლის ზომამდე, მოყვითალო-მოწითალო ან მოიისფრო ფერით. დიაგნოსტიკის დროს გამოჩნდება მტვრისებრი  ლაქები ან უმცირესი ზომის მოყვითალო-ოქროსფერი უწვრილესი წერტილები. ესეთი ტიპის გამონაყარი არც თუ იშვიათად დაფარულია გაფართოებული კაპილარების წვრილი ქსელით. დაავადების ბოლო ფაზისას ხდება კვანძების გაბრტყელება, აქერცვლა, პიგმენტირება ან პირიქით, განიცდიან დეპიგმენტაციას და იფარებიან ტელანგიექტაზიებით. კერების ადგილას შესაძლოა დარჩეს ატროფია.
  • მსხვილკვანძოვანი ფორმა. დაავადების ამ ფორმის დროს კვანძები მსხვილი ზომისაა (შესაძლოა მიაღწიოს კაკლის ზომასაც კი), აქვთ მოსერო-მოლურჯო ფერის აქერცვლადი ზედაპირი. დროსთან ერთად ზედაპირი იწევს და პერიფერიულად ჩნდება მოყვითალო-მოწითალო ფერის რკალი.. დიასკოპიით ვლინდება დამახასიათებელი მოყვითალო ფერის ლაქები.
  • დიფუზურ-ინფილტრაციული ფორმა. კლინიკურად გამოვლინდება ბრტყელი ზედაპირის მქონე მკვრივი ფოლაქების გმოვლინებით, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება დაწყლულებისაკენ და შეხორცების მერე ტოვებენ ნაწიბურს.
  • ფორმა, რომლის დროსაც გამონაყარს აქვს წვრილი ლიქენისებური, ლაქოვან-პაპულოზური სახე და განლაგდება ჯგუფურად.
  • შაუმანის ერითროდერმული სახესხვაობა, რომლის დროსაც ჩნდება დიდი ზედაპირის მქონე, აქერცვლადი, მცირედ ინფილტრირებული, მოიისფრო-მოწითალო ფერის ფოლაქები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988