ბისექსუალობა

ბისექსუალობა

ბისექსუალობა (ლათ. bis – ორმაგი + სექსი), 1) ინდივიდის სქესობრივი ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელისადმი; 2) ჰერმაფროდიტიზმი. ბისექსუალობა შესაძლოა ფსიქოსექსუალური ორიენტაციის არასრულყოფილი ფორმირების შედეგი იყოს  ან თავდაცვის საშუალება – ჰომოსექსუალის სურვილი გააღწიოს საკუთარი ჰეტეროსექსუალური სამყაროდან. >>>>

განასხვავებენ ტრანზიტორული  (გარდამავალ) და პერვერსიულ (ჭეშმარიტ) ბისექსუალურ ქცევას. პირველს მიეკუთვნება პუბერტატული პერიოდის ბისექსუალობა, როდესაც მოზარდი ჯერ კიდევ არაა გარკვეული საკუთარ ეროტიულ მისწრაფებებში და ექსპერიმენტს ატარებს ორივე მიმართულებით, თუმცა უკვე ამ დროს მისთვის ჰეტერო- და ჰომოსექსუალური განცდები სხვადასხვა აზრის მატარებელია. ჰეტერო- და ჰომოსექსუალური ქცევის შერწყმა დამახასიათებელია მამაკაცი პროსტიტუტებისათვის (ქასთლერები), რომლებიც ნებას აძლევენ სხვა მამაკაცებს გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ განახორციელონ მათთან ფელაცია, თუმცა ემოციების გარეშე, ვნების სიმულაციით. იმ შემთხვევაშიც კი როდესაც განიცდიან სქესობრივ აღგზნებასა და ორგაზმს, თავს არ თვლიან ჰომოსექსუალებად, ეზიზღებათ საკუთარი პარტნიორები და ინარჩუნებენ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს.

 

განასხვავებენ სიტუაციურ ან იგივე ფსევდობისექსუალობას, მაგალითად იძულებითი სქესობრივი იზოლაციისას (სპეცდაწესებულება, ციხე, არმია და ა.შ), რომელიც დროებით ანაცვლებს ჩვეულებრივ სქესობრივ კავშირს, ამასთან ინდივიდი ინარჩუნებს ჰეტეროსექსუალურ იდენტურობას. არცთუ იშვიათად, განსაკუთრებით ციხეებში, მსგავსი კონტაქტები იძულებითია (მასკულინიზაცია). საკუთრივ პერვერსიულ ქცევას მიეკუთვნება ბისექსუალობა, როგორც პარალელური ჰომო– და ჰეტეროსექსუალური ქცევა, როდესაც ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ცოლი ან ქმარი მალულად არის დაკავებული ჰომოსექსუალური კავშირებით. ამის მიზეზი ხშირად ერთერთი მეუღლის გვიანი სექსუალური იდენტიფიკაციაა, როდესაც ისინი ქორწინების მერე აღმოაჩენენ, რომ საპირისპირო სქესის მიმართ გააჩნიათ ლტოლვა.

ბისექსუალობა ვითარდება ზოგჯერ ჯგუფური სექსის  დროს, როდესაც სხეული თითქოს კარგავს სქესობრივ განსხვავებას, ან იმ პირებში, რომლებიც მთლიანად კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ საკუთარ სქესობრივ შეგრძნებებზე და გულგრილნი არიან  პარტნიორის სქესის მიმართ.

გადასვლები
საიტი „სექსოლოგია“ პორტალზე www. medgeo. Net
ინტიმური საქონლის მაღაზია

საავტორო უფლებები :
 მასალა წარმოადგენს „არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..