ბეჭედისებური გრანულომა

ბეჭდისებური გრანულომა

რა არის ბეჭდისებური გრანულომა?

ბეჭდისებური გრანულომა არის კანის საფარველის ქრონიკული ხასიათის დაავადება, რომელიც ხასიათდება რგოლისებურად განლაგებული კვანძოვანი გამონაყარით. დღესდღეობით არცერთ აპეციალისტს არ შეუძლია ზუსტად მიანიშნოს დაავადების განვითარების მიზეზზე.

რა იწვევს ბეჭდისებური გრანულომის პროვოცირებას?

მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის გამონაყარი არის შაქრიანი დიაბეტის შედეგი, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ამ დროს ადგილი აქვს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას ან რაფინირებული ცხიმის გადაჭარბებულ მოხმარებას.

ამბობენ ასევე, რომ აღნიშნული შეიძლება განვითარდეს კანის საფარველის მექანიკური ტრავმის შედეგად. საბოლოოდ კი არ არის დაზუსტებით ცნობილი დაავადების განვითარების მზიეზი და რაც ყველაზე საშინელია, ამ დროს არ იცის პაციენტმა რეალურად რას წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ბეჭდისებური გრანულომა ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში სამიდან ათ წლამდე, ასევე მოზრდილ ქალებში.

რა ხდება ბეჭდისებური გრანულომის დროს (პათოგენეზი) ?

დაავადება უხშირესად ვითარდება ბავშვთა ან მოზარდღა ასაკში. ახასიათებს მოვარდისფრო გამონაყარი ძალიან მცირე ზომის მკვრივი, მტკივნეული კვანძების სახით, ზომით 3-4 მმ დიამეტრით. გამონაყარი ვრცელდება პერიფერიისკენ, ჯგუფდება და ერთდება ერთმანეთში ისე, რომ წარმოიქმნება ბეჭდისებური რგოლი. კერა თანდათანობით მცირდება, ხდება გლუვი ზედაპირზე. დაავადების მიმდინარეობა პერიოდულია. ზოგჯერ ადგილი აქვს გამონაყარის თავისთავად უკვალოდ ალაგებას, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ხდება ნაწყლულება. უხშირესად ზიანდება მაჯის ზედაპირები, ტერფები, ნაკლებად – მხრის ზედაპირები, დუნდულები, კეფა. სუბიექტური შეგრძნებები პაციენტებს არ აქვთ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988