ვარძია

ვარძიის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

ვარძია – ადმინისტრაციული მდებარეობა – ასპინძის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – ერუშეთის ქედის (მცირე კავკასიონი) ფერდობები, მდ. მტკვრის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1100 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2,80C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 190C. ნალექების წლიური რაოდენობა – 500 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 64%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100 საათი.
ვარძია – ფლორა – ველის მცენარეულობა
ვარძია – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და თერმული (460C), ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 12 გ/დმ3, კაჟმჟავას (62 მგ/დმ3), ფტორის _______(1,8 მგ/დმ3), ბრომის (5 მგ/დმ3-მდე) შემცველობით
მკურნალობის სახეობები ვარძიაში: მინერალური წყლის მიღება (დალევა), მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები

.

.