ბრიკეს სინდრომი

ბრიკეს სინდრომი. (სომატური დარღვევა, აშლილობა)

ბრიკეს სინდრომი წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევას, რომლის ძირითად ნიშანს წარმოადგენს მრავლობითი, განმეორებითან განვითარებადი და ხშირად განსხვავებული სომატური სიმპტომების არსებობა. როგორც წესი, შესაძლებელი ხდება მინიმუმ 13 ჩივილის გამოვლენა, რომლის დროსაც  წამყვანი სომატური სიმპტომი სულ იცვლება. სიმპტომებს, როგორც წესი,  არ გააჩნია სტრუქტურული საფუძველი და აღინიშნება მრავალი წლის განმავლობაში. მანამ სანამ პაციენტი მიმართავდა ფსიქიატრს, პაციენტა უმრავლესობამ გაიარა ხანგრძლივი და რთული გზა, პირველადი და სპეციალური სამედიცინო სამსახურის ჩათვლით, რომლის დროსაც მიღებულ იქნა გამოკვლევების უარყოფითი შედეგები და შესაძლებელია წარმოებული ყოფილიყო უშედეგო ოპერაციები.  სიმპტომები შესაძლებელია მიეკუთვნებოდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილს ან სისტემას, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება შეგრძნებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ტკივილი, ბოყინი, რეგურგიტაცია, ღებინება, გულისრევა და სხვა), ასევე კანზე ანომალური შეგრძნებები) ქავილი, წვა, ჩხვლეტა, დაბრუჟება, მტკივნეულობა და სხვა). არაიშვიათია სექსუალური და მენსტრუალური ჩივილები. ხშირად აღინიშნება მკაფიოდ გამოხატული დეპრესია და შიშის შეგრძნება. ამან შესაძლებელია გაამართლოს სპეციფიური მკურნალობა.

პათოგენეზი (რა ხდება?) ბრიკეს სინდრომის დროს

ბრიკეს სინდრომი როგორც წესი იწყება 20 წლის ასაკისათვის, ხოლო 30 წლისათვის ავადმყოფები უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გააჩნიათ მძიმე ავადმყოფობა და აქვთ ექიმებთან  და ექიმბაშებთან მიმართვიანობის  დიდი გამოცდილება. დაავადება, როგორც წესი, ქრონიკული ხასიათისაა და გააჩნია ტალღისებური მიმდინარეობა. დაავადებას თან სდევს სხვადსხვა ემოციური დარღვევები ( შფოთვითი და დეპრესიული სპექტრის) და ხშირად თანდართულია სოციალური, ინტერპერსონალური და ოჯახური ქცევის დარღვევებით. ეს დარღვევა უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, და ხშირად დასაბამს იღებს ახალგაზრდა ასაკში. არაიშვიათად ვლინდება დამოკიდებულება სამკურნალწამლო პრეპარატების მიმართ   ან მათი  ბოროტად მოხმარება (როგორც წესი, სედაციური ან ანალგეზიური პრეპარატების) როგორც ხშირი მედიკამენტოზური  კურსების შედეგი.

სიმპტომატიკა

სიმპტომები მოგვაგონებენ სომატურ დაავადებას, მაგრამ მუდმივი ჩივილები, ზეგმედი დეტალიზაციის მიუხედავად, არაზუსტი და დროში შეუთანხმებელია. პაციენტები, როგორც წესი, პირველ რიგში მიმართავენ თერაპევტებს,შემდგომ კი ვიწრო სპეციალისტებს, იყენებენ ძვირად ღირებულ ხშირად ინვაზიურ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, ხშირად ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას სომატურ სტაციონარებში და იტარებენ უშედეგო ქირურგიულ ჩარევებს.  სომატიკას ამძიმებს ემოციური გაუწონასწორეობა, შფოთვა, შიში, გუნებაგანწყობის დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ვარდნა, ამას გარდა ხშირად აღინიშნება გაღიზიანებადობა და შინაგანი დაძაბულობის და უკმაყოფილობის შეგრძნება. დაავადების გამწვავება პროვოცირდება არა ფიზიკური დატვირთვით ან ამინდის ცვლილებით არამედ ემოციურად მნიშვნელოვანი სტრესული სიტუაციებით. შეუძლებელია პაციენტის დამშვიდება, ან იმაში დარწმუნება, რომ მისი სიმპტომები დაკავშირებულია ფსიქიკურ ფაქტორებთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..