ზეკარი

ზეკარის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ზეკარი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბაღდათის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ჩრდილოეთი ფერდობი (მცირე კავკასიონის სისტემა), მდ. ხანისწყლის (მდ. რიონის შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 750-780 მ. რელიეფი – მთაგორიანი; კლიმატი – კლიმატის თავისებურება აიხსნება კოლხეთის დაბლობის სიახლოვით და შავი ზღვიდან მომავალი ჰაერის თბილი, ტენიანი მასების მოქმედებით. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -10C. ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 210C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1800-1900 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1300-1400 საათი
ზეკარი – ფლორა – ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი) და წიწვიანი (ნაძვი, სოჭი) ტყეები
ზეკარი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდურ–ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები ზეკარში: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები

.

.