გალაქტორეა-ამენორეის სინდრომი

გალაქტორეა-ამენორეის სინდრომი

გალაქტორეა-ამენორეის სინდრომი ეს არის ქალის ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, გამოწვეული ჰიპოფიზის ჰორმონის- პროლაქტინი ხანგრძლივად ჭარბი პროდუქციით. გალაქტორეა-ამენორეის სინდრომი რილიზინგ-ფაქტორის, ფოლიკულმასტიმულირებელი და ლუთეინური ჰორმონის სინთეზის დარღვევის გამო კლინიკურად ვლინდება გალაქტორეითა და მენსტრუალური ციკლის დარღვევით.

გალაქტორეა ამენორიის სინდრომის გამომწვევი ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზები მრავალფეროვანია. გამოყოფენ პირველად გალაქტორეა-ამენორიის სინდრომს, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დარღვევებით და მეორად გალაქტორეა-ამენორეის სინდრომს. პირველადი გალაქტორეა ამინორეის სინდრომის მექანიზმი განპირობებულია ბიოგენური ამინების კერძოდ პროლაქტინიდეფიციტით ან პროლაქტინი მაპროდუცირებელ  ჰიპოფიზის ლაქტოტროფულ უჯრედებში დოფამინერგული რეცეპტორების დეფექტით. გალაქტორეა ამინორეის სინდრომი ვითარდება ასევე  შიდაქალის წნევის მომატებისა ცარიელი თურქული კეხის სინდრომი დროს.

მეორადი გალაქტორეა ამენორეის სინდრომი ვითარდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დაავადებების  (აკრომეგალია,იცენკო – კუშინგის დაავადება, ნელსონის სინდრომი, ჰიპოფიზის არა ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები-კრანიოფარინგიომები, მენინგიომები   გლიომები, ასევე თურქული კეხის ქონდრომები) და ზოგიერთი სისტემური დაავადებების  დროს ისეთების როგორიცაა სარკოიდოზი და ქსანთომატოზი.

გალაქტორეა ამენორეის სინდრომის და აკრომეგალიის ერთდროულად არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს პროლაქტინისა და სომატოტროფული ჰორმონის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის ადენომით. იშვიათად პროლაქტინი ჭარბი სეკრეცია გამოწვეულია ლაქტოტროფული უჯრედების ჰიპერპლაზიით, რომელსაც იწვევს  არაჰორმონმაპროდუცირებელი ადენომების მიერ ჰიპოფიზის ფეხების კომპრესია. მეორადი გალაქტორეა ამენორეის სინდრომი ვითარდება ასევე პირველადი ჰიპოთირეოზისას, რომელსაც თან ახლავს სასქესო ჰორმონების პროდუქციის ზრდა (საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი, ესტროგენმაპროდუცირებელი ჰორმონები, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დისფუნქცია), ბიოგენურ ამინებზე მოქმედი  სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება მაგ:რეზერპინი, დოპეგიტი და ა.შ. (მედიკამენტური გალაქტორეა ამენორეის სინდრომი), ქრონიკული თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს და სხვ.

გალაქტორეა ამენორის სინდრომის დროს გალქტორეის ხარისხი ვარირებს  რძის  უხვი და სპონტანური გამოყოფიდან სარძევე ჯირკვალზე ძლიერი ზეწოლისას გამოყოფილ მხოლოდ რამდენიმე წვეთ რძემდე.  უკანასკნელ შემთხვევაში ავადმყოფები ძირითადად გალაქტორეა არ აღნიშნავენ.გალაქტორეა ამენორეის სინდრომის დროს სარძევე ჯირკვალი  ხშირად განიცდის ასაკის შეუსაბამო რეგრესიულ ცვლილებებს. ვითარდება  ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია.  სინდრომისთვის დამახასიათებელია ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია, საშოს და საშვილოსნოს ლორწოვანის ატროფია. არცთუ იშვიათად გამოხატულია ზომიერი გაცხიმოვნება, ჰიპერტრიქოზი, თავის თმიანი ნაწილის სებორეა, აკნე, ჰიპოთალამუსის დისფუნქციის ნიშნები( „ჭუჭყიანი“ მუხლები და კისერი ჰიპერპიგმენტაციისა და ჰიპერკერატოზის შედეგად, სადაფისებრი სტრიები ბარძაყებზე, მკერდსა და მუცელზე).  თუ ჰიპერპროლაქტინემიას არ ახლავს თან გალაქტორეა და  ამენორეის ნაცვლად ახლავს  ოფსომენორეა ან პოლიმენორეა, მენსტრუალური ციკლის არასრულფასოვან ან შემოკლებულ ლუთეინის ფაზასთან ერთად  მაშინ საუბრობენ არასრულ გალაქტორეა ამენორეის სინდრომზე ან მის არასრულ ფორმაზე.

 პირველად ჰიპოთირეოზი გამოწვეული გალაქტორეა ამენორეის სინდრომის კლინიკური სურათი დამოკიდებულია ჰიპოთირეოზიგანვითარების პერიოდზე. თუ პირველადი ჰიპოთირეოზი ვითარდება   პუბერტატულ ასაკამდე მაშინ  ყალიბდება ე.წ. ვან-ვიკი გრამბაზის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაადრევი სქესობრივი სიმწიფე,გალაქტორეა, მენომეტრორაგია. რეპროდუქციული პერიოდის დროს პირველადი ჰიპოთირეოზი განვითარება დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევებთან ამენორიამდე და იშვიათად პოლიმენორიამდე. გალაქტორეა უფრო გამოხატული აქვთ ახალგაზრდა ქალებს. საკვერცხეების პოლიკისტოზი დაავადებული ქალების 30-60% აღენიშნება ჰიპერპროლაქტინემია, მაგრამ ამ დროს გალაქტორეა შეიძლება არც ვლინდებოდეს. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გალაქტორეა-ამენორეის სინდრომის  კლინიკური გამოხატულება განპირობებულია არა მხოლოდ პროლაქტინი ჰიპოგონადოტოპული მოქმედებით გონადებზე არამედ მათზე ტოქსიური ნივთიერებების პირდაპირი მოქმედებითაც, რომლებიც გროვდებიან ორგანიზმში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გამო

მედიკამენტოზური გალაქტორეა ამენორეის სინდრომის კლინიკური სურათი ვარირებს მისი  ცალკეული  ნიშნიდან- მინიმალური გალაქტორეა და (ანდა) მენსტრუალური ციკლის დარღვევის  სინდრომის ტიპიურ გამოვლენამდე.

დიაგნოზს ადასტურებენ სისხლში პროლაქტინი კონცენტრაციის, ბაზალური ტემპერატურის, საშოს ნაცხის რეაქციის  განსაზღვრით. დიაგნოზის დასადასტურებლად როგორც წესი საკმარისია  სისხლში პროლაქტინი კონცენტრაციის ერთჯერადი განსაზღვრა. თუ მისი კონცენტრაცია აღემატება 200 ნგ/მლ( ნორმა 20ნგ/მლ-მდე) მაშინ უმეტეს შემთხვევებში შეიძლება ვიმსჯელოთ ჰოპიფიზის პროლაქტინომის არსებობაზე. სინდრომისთვის დამახასიათებელია სისხლში პროლაქტინი დონის მომატებასთან ერთად მალუთეინიზირებელი, ფოლიკულმასტიმულირებელი და ესტროგენების დაქვეითებული კონცენტრაცია.

მნიშვნელოვან სიძნელეს წარმოადგენს გალაქტორეა-ამენორეის სინდრომის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დადგენა, კერძოდ ჰიპოფიზის  მიკრო და მაკროპროლაქტინომის, ასევე ცარიელი თურქული კეხის სინდრომი გამორიცხვა. მაკროპროლაქტინემიას დიაგნოსტირება ხდება  თავის ქალას რენტგენოსკოპიური (რენტგენოკრანიოგრაფია) კვლევებით, ხოლო მიკროპროლაქტიმენიის დიაგნოსტირება კი ჰიპოციკლოიდალური პოლიტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით. „ცარიელი“ თურქული კეხის სინდრომის დიაგნოსტიკისათვის იყენებენ პნევმოცისტერნოგრაფიას ვენტრიკულოგრაფიასთან ერთად.

გალაქტორეა ამენორეის სინდრომის გენეზის დასადგენად, გამოწვეულია ის საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომითა თუ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დარღვევებით, იყენებენ თიროლიბერინს ან დოფამინერგული სტრუქტურის ბლოკატორებს( მაგ. ცერუკალი). ჰიპოთლამო-ჰიპოფიზური სისტემის დარღვევების დროს ამ ნივთიერებების შეყვანა არ იწვევს სისხლში  პროლაქტინი დონის მომატებას, ხოლო საკვერცხეების პოლიკისტოზი დროს სისხლში საგრძნლობლად იმატებს პროლაქტინი კონცენტრაცია.  ჰიპოთირეოზი  დროს თირეოიდულ ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული გალაქტორეა ამენორეის სინდორმის  გენეზი  დასტურდება თირეოტროპული და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციით რომელთა კონცენტრაცია ნორმასთან მიახლოვებულია.

გალაქტორეა ამენორეის სინდრომის მკურნალობა მედიკამენტოზურია და ტარდება ენდოკრინოლოგის მიერ გინეკოლოგის მეთვალყურეობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..