განგლიომა

განგლიომა

განგლიომა (განგლიონევრომა) – სიმპათიკური ნერვული განგლიების ელემენტებისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნე. >>>>

რა პროვოცირებს განგლიომას (განგლიონევრომას):

განგლიომა – მყესოვანი გარსების სიმსივნეა. ხშირად გვხვდება ქალებში მტევნის ზედაპირზე, იშვიათად ტერფებზე. არის მოსაზრება, რომ განგლიომა წარმოიქმნება ფიზიკური გადაღლის შედეგად. ამას ამტკიცებს ის, რომ აღინიშნება მბეჭდავებში და პიანისტებში. ასეთი წარმონაქმნები ჩნდება მყესების გაწყვეტის ადგილებში შემდგომი კისტოზური დაზიანებით როგორც სინოვიალური გარსის თიაქრის დროს.

განგლიომა – პათოგენეზი

განგლიომა შერეული სიმსივნეა (ხშირ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი ავთვისებიანობით), რომელსაც აქვს გლიური (ტვინის ინტერსტიციული საყრდენი ქსოვილი) და ნერვული კომპონენტები (ნერვული უჯრედები ). ისინი იზრდებიან ნელა და მათი გარჩევა შეიძლება ტვინის ნორმალური ქსოვილისგან.

განგლიონევრომა (განგლიოციტომა, განგლიომა) შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ნებისმიერ უბანში, ხშირად მესამე პარკუჭის ძირში. მას არ აქვს კაფსულა, მისი ზომა არ აღემატება 2-4 სმ-ს, უჯრედებს შორის ჭარბობს გლიური უჯრედები. განგლიონევრომები , რომელიც წარმოიქმნება სიმპათიკური ღეროსგან არცთუისე იშვიათად გადაიზრდება უკანა მედიასტენუმში ან ხერხემლის არხში. უკანასკნელის დროს სიმსივნეს აქვს ქვიშის საათის ფორმა, ანუ შედგება ორი კვანძისგან – პარავერტებრალური და ექსტრამედულარული.

განგლიომა – დიაგნოსტიკა:

შეიძლება აღინიშნოს შრატში და შარდში დოფამინის , ნორადრენალინისა და პროსტაგლანდინების მაღალი კონცენტრაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..