ჰაშიშიზმი

ჰაშიშიზმი

ჰაშიშიზმი წარმოადგენს ძლიერ მიდრეკილებას ჰაშიშის მოწევისადმი.

ჰაშიშიზმის განვითარებაში გამოყოფენ 3 სტადიას. პირველი სტადიის წინ  დამოკიდებულება მხოლოდ იწყებს ჩამოყალიბებას, მაგრამ ფსიქიკაში ცვლილებები არ აღინიშნება. დროთა განმავლობაში ჰაშიშის მოწევა იღებს ჩვევის ხასიათს, რომელიც მწეველს ანიჭებს სიამოვნებას. ჰაშიშის მოწევის დაწყებიდან პირველი სტადიის განვითარებამდე გადის დაახლოები 1-1,5 წელიწადი.

ჰაშიშიზმის პირველი სტადია

ჰაშიშის ზეგავლენა მწეველის ორგანიზმზე იწყებს ცვლილებების განვითარებას. ნარკოტიკულ ზეგავლენას არ მოსდევს შფოთვის და შიშის შეგრძნება. ნარკოტიკის მიღების ფონზე ხშირდება გულისცემა, იწყევბს კანკალს კიდურები, სხეულში ვრცელდება სითბოს და სიმშვიდის სასიამოვნო შეგრძნება. ჰაშიშის მოხმარება ხდება სისტემური ხასიათის, ანუ ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული  და სულ იმყოფება შემდეგი დოზის ძიებაში. ასევე იცვლება  ნარკოტიკული სიმთვრალის ფორმაც, რადგან იცვლება ორგანიზმის ტოლერანტობის ხარისხი მიმღები ნარკოტიკისდამი. მოწევის სურვილი ატარებს  ორმაგ ხასიათს, ანუ ერთის მხრივ  ნარკომანს ძლიერ იზიდავს ჰაშიში, ხოლო მეორე მხრივ ის განიცდის შიშს და ღელავს ნარკოტიკის ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში. ამ სტადიაზე ინტოქსიკაციის სიმპტომები არ აღინიშნება.

ჰაშიშიზმის მეორე სტადია

ჰაშიშიზმის განვითარების მეორე სტადია პირველისაგან განსხვავდება ნარკოტიკისადმი ფიზიკური დამოკიდებულების გაჩენით, ანუ ნარკოტიკის არ ქონის შემთხვევაში ნარკომანს უვითარდება „ლომკა“. ამ დროს აღინიშნება ჰაშიშისმიერი  დეპრესიული ეფექტის შემოკლება. ჰაშიშური ინტოქსიკაციის დროს ნარკომანი გრძნობს ფსიქოსომატური წარმოშობის მოდუნებას. პირველი ნარკოტიკული თრობის განვითარების შემდეგ, დამოკიდებული ადამიანი პირიქით ხდება დისციპლინირებული, აქტიური და შრომისუნარიანი. აზროვნება ხასიათდება ძალიან დიდი სისწრაფით. ნარკოტიკული თრობა შესაძლებელია გრძელდებოდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც დგება აქტივობის შემოკლების და ტონუსის და ენერგიის  დავარდნის პერიოდი.

ჰაშიშიზმის განვითარების ამ ეტაპზე  ნარკოტიკი ნარკომანისათის წარმოადგენს აქტივობის თავისებურ სტიმულატორს. ორგანიზმის ტოლერანტულობა ნარკოტიკებისადმი ხდება უფრო ძლიერი. ჰაშიშის გარდა ნარკომანი არ მოიხმარს არც ალკოჰოლს და არც სიგარეტს.  ამ ეტაპზე ნარკოტიკისაგან ფსიქიკური დამოკიდებულება  არის აპოგეის სტადიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰაშიშიზმით დაავადებული თავს კომფორტულად გრძნობს მხოლოდ მუდმივ  ნარკოტიკულ თრობაში ყოფნის დროდ. ჰაშიშით ინტოქსიკაციის სურვილი ხდება ადამიანის კომფორტულად ყოფნის ერთადერთი საშუალება. ჩამოყალიბებას იწყებს სრული ფიზიკური დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს შეუძლია მუშაობა მხოლოდ ჰაშიშის მოწევის შემდეგ.

ჰაშიშიზმის მესამე სტადია

ჰაშიშიზმის მესამე სტადია იწყებს განვითარებას, თუ ადამიანი იღებს ნარკოტიკს რეგულარულად 10 წლის განმავლობაში. ორგანიზმის ტოლერანტობა ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ ქრება. ნარკოტიკი ორგანიზმზე მოქმედებს როგორც მატონიზირებელი საშუალება. ამ დროს ფსიქოლოგიური კუთხით ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ყველა გამოვლინება გადაიფარება ჰაშიშისადმი ფიზიკური დამოკიდებულებით. ნარკომანის  ქცევაში იწყებს გამოვლენას ხასიათის იპოქონდრული მხარე. მესამე სტადიაში ჰაშიშის გვერდითი ეფექტები  და მთელი ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია აღწევს თავის სრულ განვითარებას და გამოვლინებას.

ჰაშიშიზმს მივყავართ იქამდე, რომ დამოკიდებულების მქონე ადამიანის ორგანიზმში უფრო და უფრო იკვეცება ენერგეტიკული რესურსები, ნარკოტიკი ჭამს ადამიანს შიგნიდან. აღინიშნება გონებრივი და ფიზიკური ამოწურვის ნიშნები, მზარდი სისუსტე და ძილიანობა, სოციალური ურთიერთობები ინგრევა. ჰაშიშიზმის ბოლო სტადიებზე აღინიშნება ფსიქოზი, რომლის გამოსავალსაც წარმოადგენს ინვალიდობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..