თბილისის ბალნეოლოგიური

თბილისის ბალნეოლოგიურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

თბილისის ბალნეოლოგიური – ადმინისტრაციული მდებარეობა – ქ. თბილისი. გეოგრაფიული მდებარეობა – თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. სხვადასხვა მხრიდან ესაზღვრება მდ. მტკვარი, თაბორის შემაღლება – კრწანისი, თბილისის ბოტანიკური ბაღი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 420 მ. რელიეფი – თბილისის ქვაბურის ნაწილი. შედის თბილისის კურორტების ჯგუფში
თბილისის ბალნეოლოგიური – კლიმატი – რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –10C. ზაფხული ცხელი, მშრალი; აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 240C. ნალექების წლიური რაოდენობა – 554 მმ; ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 66%. მზის ნა-თების ხანგრძლივობა წელიწადში – 2112 საათი
თბილისის ბალნეოლოგიური – ფლორა – კურორტი შემოსაზღვრულია პარკებით, ბაღებით, სკვერებით
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად მინერალიზებული, თერმული (37-470C) სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბო – ნატული და ჰიდროკარბონატულ-კარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3, გოგირდწყალბადის რაოდენობით 10-20 გ/დმ3. აღნიშნულ კურორტზე ფართოდ გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები, პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები

.

.