გესტოზის (გვიანი ტოქსიკოზი)  იშვიათი ფორმები

გესტოზის (გვიანი ტოქსიკოზი)  ფორმები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

გესტოზის ან ტოქსიკოზის  იშვიათ ფორმებს მიეკუთვნება ორსულთა დერმატოზი, ეგზემა, ქავილი, სიყვითლე, ბრონქული ასთმა და სხვა. ზოგიერტი ავტორი ასევე მიაკუთვნებს ორსულთა  ვარიკოზს. თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ორსულთა გესტოზის იშვიათი ფორმები ქრონიკული დაავადებების გამწვავებაა და სხვა არაფერი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ექიმებს მართებთ ორსულის  საგულდაგულო გამოკვლევა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა გართულება შეიძლება არ იყოს ორსულობის ბრალი და უნდა გამოირიცხოს  ინფექციური, დერმატოლოგიური და სხვა დაავადებები.

ნერწყვდენა

ნერწყვდენა (ფტიალიზმი). ხშირად გაძლიერებული ნერწყვდენა ორსულებში თანხლებულია ღებინებით. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ერთადერთ სიმპტომს წარმოადგენს ნერწყვდენა, რაც თავისმხრივ იწვევს გულისრევასა და ღებინებას. ზოგჯერ ნერწყვის რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, სახის კანის, პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება, მეტყველების დაბრკოლება. ამ დროს გამოიყენება შემკვრელი ნივთიერებების სავლებები (მუხის ქერქის, გვირილის, სალბის  ნაყენი), პიტნის ხსნარები, კოსმეტიკური საშუალებები. გაუწყლოებისას და ჰემოდინამიკის დარღვევისას მკურნალობა იგივეა რაც ორსულთა ღებინების დროს.

ოსტეომალაცია

ოსტეომალაცია – სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ძვლების დარბილება. დაავადების გამოხატული ფორმა იშვიათად შეინიშნება. ხშირია წაშლილი ფორმები, რომლის დროსაც აღინიშნება ძვლების ტკივილი, კბილების გაფუჭება. ტკივილი გამოხატულია ბოქვენისა და მენჯის სხვა ძვლების მიდამოში, დარღვეულია სიარულის მანერა („იხვისებრი“ სიარული). მშობიარობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს სიმფიზიტი. აღნიშნულის  მიზეზი ცვლითი პროცესების დარღვევა. ცხოვრების არადამაკმაყოფილებლი პირობებია, ორსულობის პერიოდში კალციუმზე მოთხოვნის გაზრდის ფონზე. ხშირად ასეთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ნევრალგია, სისხლის შედედების პრობლემები. კვლევებსა და მკურნალობას ნიშნავს ექიმი.

ღვიძლის მწვავე ყვითელი ატროფია

ნივთიერებათა ცვლის დარღვევით განპირობებული  გადამეტებული ღებინების დროს ხდება ღვიძლის ცხიმოვანი და ცილოვანი  გადაგვარება, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ირღვევა ნივთიერება ცვლა და შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალი. ამიტომ ორსულთა ადრეული გესტოზის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, აუცილებელი ხდება ორსულობის შეწყვეტა და ინტენსიური თერაპიის  ჩატარება.

ორსულთა ჰეპატოზი

ორსულთა ჰეპატოზი ჩვეულებრივ ვლინდება ორსულობის მეორე ნახევარში, ზოგჯერ ნეფროპათიის ფონზე, ზოგჯერ კი აღინიშნება მხოლოდ  ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება კანის ქავილი, სიყვითლე. დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ჰეპატიტთან, რაც საკმაოდ რთულია. გვეხმარება დიაგნოზის დასმაში ბიოქიმიური კვლევები, ღვიძლის ფუნქციური სინჯები. მკურნალობის მიზნით გამოიყენება ჰეპატოპროტექტორები, გლუკოზა, ვიტამინები.

Hellp – სინდრომი გესტოზის დროს

ტერმინი Hellp – სინდრომი მოწოდებულია  1985 წელს ვაინშტეინის მიერ, რაც წარმოადგენს ინგლისური სიტყვების აბრევიატურას: „Hemolysis, Elevated Liver enzimes and Low Platelets“, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და თრომბოციტოპენია. აღნიშნული პათოლოგიისათვის დამახასიათებელია ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში და მარჯვნივ ნეკნების ქვეშ, შეშუპება.
გამოკვლევისას ვლინდება შედედების ფაქტორებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. გართულების სახით თან ახლავს სისხლდენა, ნაყოფის დაღუპვა, პოლიორგანული უკმარისობა. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ინფექციურ ჰეპატიტთან და სისხლის დაავადებებთან. გადასვლა >>მეანობა, გინეკოლოგია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.