გესტოზი (ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი)

გესტოზი, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომელიც ძირითადად აღინიშნება ორსულობის მეორე ტრიმესტრში და ვლინდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემებისა და ორგანოების ფუნქციური დარღვევებით.
გესტოზის სიმპტომები იშვიათად, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს აბსოლიტურად  ჯანმრთელ ორსულებშიც, რომელთაც არ აღენიშნებათ რაიმე პათოლოგია.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გესტოზის სიმპტომების განვითარების მიზეზი  შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებები,  ჰორმონული დარღვევები,  ქრონიკული ტონზილიტი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა.
გარდა ამისა უარყოფით გავლენას ახდენს ძლიერი გადაღლა, სტრესული სიტუაციები, არაბალანსირებული კვება, ჰიპოდინამია, გესტოზისადმი გენეტიკური მიდრეკილება. გესტოზი შეიძლება განვითარდეს ქალის ცხოვრებაში პირველად, თუ ორსული ქალის ასაკი აღემატება ოცდაათ წელს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

გესტოზის პირველი კლინიკური სიმპტომია წყალმანკი. თუ დასაწყის ეტაპზევე არ გაეწია ორსულს დახმარება, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება, განვითარდეს ეკლამფსია და პრეეკლამფსია.
წყალმანკის დროს შეშუპება შეიძლება იყოს, როგორც აშკარა, ისე  ფარული. საწყის ეტაპზე ხდება ტერფების შეშუპება, შემდგომ ვრცელდება პროცესი ზევით, საბოლოო ჯამში თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, ვითარდება ნეფროპათია.
ნეფროპათიის სიმპტომებს წარმოადგენს მაღალი არტერიული წნევა, შარდში ცილების გაჩენა. მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო ჩარევას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომატოზური მდგომარეობაც კი შეიძლება განვითარდეს.

როგორ ავიცილოთ გესტოზის სიმპტომები?

გესტოზის სიმპტომების გამოვლენისას უნდა მოხდეს ორსულზე მეთვალყურეობის განხორციელება სტაციონარის პირობებში, თუმცა თუ შეშუპება მცირე მასშტაბისაა, ორსულის მართვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

მკურნალობა

გესტოზის მკურნალობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მძიმე გართულებების, ბავშვის საშვილოსნოს შიდა განვითარების შეფერხების  თავიდან აცილება.  გადასვლა >>მეანობა, გინეკოლოგია


გესტოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 გესტოზი (ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი) – ორსულობის გართულება, რომელიც ძირითადად აღინიშნება ორსულობის მეორე ტრიმესტრში და ვლინდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემებისა და ორგანოების ფუნქციური დარღვევებით
📌 გესტოზის სიმპტომების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:

➡️ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებები;
➡️ ჰორმონული დარღვევები;
➡️ ქრონიკული ტონზილიტი;
➡️ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა
❗️ გარდა ამისა უარყოფით გავლენას ახდენს:
✔️ ძლიერი გადაღლა;
✔️ სტრესული სიტუაციები;
✔️ არაბალანსირებული კვება;
✔️ ჰიპოდინამია;
✔️ გესტოზისადმი გენეტიკური მიდრეკილება
👉 შეიტყვეთ მეტი გესტოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3DvNJMF
#გესტოზი #ორსულთაგესტოზი #ორსულთაგვიანიტოქსიკოზი #რაარისგესტოზი #გესტოზისნიშნები #გესტოზისმიზეზები #გესტოზისმკურნალობა #ჰორმონულიდარღვევები #ჰიპოდინამია #ძლიერიგადაღლა #არაბალანსირებულიკვება #რაიწვევსგესტოზს #ორსულთამაღალიწნევა #ორსულთაჰიპერტენზია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.