გლიკოზურია

გლიკოზურია

გლიკოზურია არის შარდში შაქრის   მომატებული კონცენტრაცია, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად განმარტავენ გლუკოზურიას, როგორც შარდში გლუკოზის არსებობას.  ჯანმრთელ ადამიანში გლუკოზურია ჩვულებრივ  არ გვხვდება. შარდში გლუკოზა ჩნდება როდესაც სისხლში გლუკოზა დონე 160-200 მგ%(9-11მმოლ/ლ) აჭარბებს.

განარჩევენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ გლუკოზურიაას. პირველს მიაკუთვნებენ გლიკოზურიას რომელიც ჩნდება ნახშირწყლების  ჭარბი მიღების, ასევე ინტრავენურად გლუკოზის შემცველი ხსნარების გადასხმის შემდეგ და ემოციური დაძაბვის დროს. პათოლოგიური გლიკოზურია წარმოშობის მიხედვით იყოფა ჰორმონულ (აღინიშნება დიაბეტი შაქრიანი, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის დროს რომლებიც იწვევენ გლუკოკორტიკოიდების ან ადრენალინის ჭარბ პროდუქციას ასევე  გლუკოკორტიკოიდო თერაპიის ხანგრძლივი გამოყენების დროს), ღვიძლისმიერ, რომელის დროსაც ვერ ხდება  გლუკოზის ცვლის რეგულირება( გვხვდება ხშირად ჰეპატიტის, ღვიძლისციროზის დროს), და ასევე თირკმლისმიერ გლუკოზურია, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია, მაგრამ დარღვეულია თირკმლის მილაკებში მისი რეაბსორბცია ( თირკმლისმიერი გლუკოზურია).  თირკმლისმიერი გლუკოზურია გამოწვეულია ფერმენტების  თანდაყოლილი უკმარისობით ან  თირკმლის შეძენილი პათოლოგიებით( გლომერულონეფრიტი, ორსულთა ტოქსიკოზი). ყველაზე ხშირად გლიკოზურია გამოწვეულია ინსულინის უკმარისობით ან მისი შესუსტებული ზეგავლენით ნახშირწყლების ცვლაზე, რაც იწვევს  სწორედ დიაბეტი შაქრიანი სიმპტომებს.  ამ დაავადების დროს გლიკოზურია ასახავს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას, ამიტომ გლიკოზურიის ხარისხების დადგენა საშუალებას იძლება თვალი ვადევნოთ დიაბეტი შაქრიანიკომპენსაციას დინამიკაში და ვაკორექტიროდ ინსულინის ან სხვა შაქრის დამწევი პრეპარატების შეყვანის დრო და დოზირება. ამისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული გლიკოზურიული პროფილი: შარდს აგროვებენ დროის  თანაბარი ინტერვალებით (3-დან 8 პორციამდე დღე-ღამეში) და საზღვრავენ რომელ საათებშია მასში გლუკოზა შემცველობა ყველაზე მაღალი. არსებობს ასევე ექსპრეს მეთოდები (შარდში გლუკოზაასკონცენტრაციის განსაზღვრა ქაღალდის ინდიკატორის მეშვეობით), რომლებიც გამოიყენება დიაბეტი შაქრიანი დაავადებულების დისპანსერული მეთვალყურეობის დროს. გლიკოზურიის პირველი გამოვლინების  დროს საჭიროა პაციენტის გულდასმით გამოკვლევა გლიკოზურიის მიზეზის დასადგენად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..