გონორეული ენდომეტრიტი

საშვილოსნოს ყელიდან საშვილოსნოს ღრუში მოხვედრილი გონოკოკები  ვრცელდებიან, აღწევენ  უჯრედთაშორის სივრცეებსა  და ლორწქვეშა გარსს და იწვევენ  მწვავე ენდომეტრიტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ქალთა ნაწილი უჩივის მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, მენსტრუაციის რეგულარობის დარღვევას, აღნიშნავს მის გახანგრძლივებას, ტკივილებს. სხვები უჩივიან თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს,  სხეულის ტემპერატურის მომატებას 38-39 გრადუსამდე და მეტი.
მწვავე ენდომეტრიტისთვის დამახასიათებელია გამონადენის მომატება,  რომელიც შეიძლება იყოს  ჩირქოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ლორწოვანი.
გამონადენის ხასიათი დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ინტენსივობაზე,  ასევე საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან გამოყოფილ ნარევებზე. საშვილოსნოს პალპაციისას აღინიშნება მისი სირბილე და მტკივნეულობა.

ქრონიკული ენდომეტრიტის გამოვლინებები

ღარიბია. აღინიშნება  წვა გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში, მუცლის ქვემოთ უმნიშვნელო ტკივილები, რომელიც ვრცელდება გავის ძვალში;  დეფეკაციისას ტკივილი ძლიერდება. ყველა ეს მოვლენა მატულობს  ფიზიკური დატვირთვისას.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
გონორეის და ქლამიდიოზის სადიაგნოსტიკო ტესტები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ქრონიკულ ენდომეტრიტს ყოველთვის თან სდევს გამონადენი, მაგრამ უმნიშვნელო.  ქრონიკული ენდომეტრიტის დროს მენსტრუაციები უფრო გაძლიერებულია, ვიდრე დაავადებამდე (მენორაგეა).

გართულებები

საშვილოსნოს კუნთების სიღრმეში გავრცელებისას გონორეულმა  ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ლორწოვანი და კუნთოვანი გარსების საკმაოდ მძიმე დაავადება – გონორეული მეტროენდომეტრიტი. ეს დაავადება კლინიკურად ვლინდება ისევე, როგორც ენდომეტრიტი.
მის წარმოქმნას ხელს უწყობს  ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებას ინფექციასთან ბრძოლისას, ასევე გონოკოკის მაღალი დაავადების გამომწვევი თვისებები. 


გონორეული ენდომეტრიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦠 საშვილოსნოს ყელიდან საშვილოსნოს ღრუში მოხვედრილი გონოკოკები ვრცელდებიან, აღწევენ უჯრედთაშორის სივრცეებსა და ლორწქვეშა გარსს და იწვევენ მწვავე ენდომეტრიტს.
🔎 გონორეული ენდომეტრიტის დროს ქალები უჩივიან:
➡️ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში;
➡️ მენსტრუაციის რეგულარობის დარღვევას;
➡️ მენსტრუაციის გახანგრძლივებას და ტკივილებს;
➡️ საერთო სისუსტეს;
➡️ სხეულის ტემპერატურის მომატებას 38-39 გრადუსამდე
💢 საშვილოსნოს კუნთების სიღრმეში გავრცელებისას გონორეულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ლორწოვანი და კუნთოვანი გარსების საკმაოდ მძიმე დაავადება – გონორეული მეტროენდომეტრიტი.
🟥 მის წარმოქმნას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებას ინფექციასთან ბრძოლისას, ასევე გონოკოკის მაღალი დაავადების გამომწვევი თვისებები.
👉 გაიგეთ მეტი გონორეული ენდომეტრიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3YmGHST
#გონორეულიენდომეტრიტი #ენდომეტრიტი #ენდომეტრიტისნიშნები #ენდომეტრიტისსიმპტომები #ენდომეტრიტისმკურნალობა #ენდომეტრიტისდიაგნოსტიკა #ენდომეტრიტისგართულებები #მეტროენდომეტრიტი #მუცლისშეშუპება #მუცლისტკივილი #ვაგინალურისისხლდენა #საერთოსისუსტე #ტემპერატურისმომატება #გინეკოლოგია #გინეკოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.