გულმკერდის დეფორმაციები

გულმკერდის დეფორმაციები

გულმკერდის კედლის რა სახის დეფორმაცია არსებობს?

გულმკერდის კედლის დეფორმაცია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყო­ლი­ლი დეფორმაციები დაკავშირებულია ხერხემლის, ნეკნების, მკერდის ძვლის, ბეჭების განვითარების  მანკებთან.
შეძენილი დეფორმაციების მიზეზი ყველაზე ხშირად გადატანილი ტრავმები და დაავა­დე­ბე­ბია (ძვლის ტუბერკულოზი, რაქიტი, ფილტვებში ჩირქოვანი პროცესები).


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

გულმკერდის კედლის დეფორმაციებისას  უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება დიაფრაგმისა და გულმკერდის ღრუში არსებული ორგანოების მდებარეობის ცვლილებები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფუნქციაზე.
ყველაზე ხშირია გულმკერდის კედლის ძაბრისებრი („მეწაღის გულმკერდი“),  ბრტყელი  და წაწვეტებული („ქათმის გულმკერდი“) ფორმა.

ძაბრისებრი გულმკერდი

ძაბრისებრი გულმკერდის დროს („მეწაღის გულმკერდი“) დეფორმაციას საფუძვლად უდევს ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის არასრულფასოვნება; წარმოიქმნება ჩაღრმავება გულმკერდის შუა და ქვემო ნაწილში. მომატებულია გულმკერდის კედლის გარდიგარდმო ზომა, წარმოიქმნება გამობერილობა (კიფოზი) და გვერდითი გამრუდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილში. ბავშვის ასაკის მომატებასთან ერთად დეფორმაცია უფრო გამოხატული ხდება. ნეკნები თითქოს ზრდასთან ერთად შიგნით „ითრევენ“ მკერდის ძვალს. თავის მხრივ მკერდის ძვალი იწვევს გულისა და მსხვილი სისხლძარღვების მარცხნივ ცდომასა და მცირედ შემობრუნებასაც კი.

პირველი ხარისხის დროს გულმკერდის კედლის ჩაღრმავება 2 სმ-ის ფარგლებშია, გულის ცდომის გარეშე, II ხარისხის დროს აღემატება 4 სმ-ს, გულის 2-3 სმ ცდომით, III ხარისხისათვის დამახასიათებელია  4 სმ-ზე მეტი სიღრმე და გულის ცდომა  3 სმ-ზე მეტი. ბავშვებში მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კედლის დეფორმაციების დროს დაქვეითებულია სისტოლური არტერიული წნევა,  და მომატებულია დიასტოლური; მომატებულია ვენური წნევა, რაც არაკეთილსასურველად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. ბავშვები იოლად იღლებიან, ასთენიზირებულნი არიან და ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. თუმცა გულკერდის დეფორმაციის თითოეული ხარისხის დროს მდგომარეობა შესაძლოა იყოს კომპენსირებული, სუბკომპენსირებული და დეკომპენსირებული, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებ­ზე, ზრდის ტემპზე, დატვირთვაზე და თანმხლებ დაავადებებზე.

ბრტყელი გულკერდი

სხეულის აგებულების თავისებურებების შედეგია. ამ დროს შემცირებულია გულმკერდის წინა-უკანა ზომა, გულის, ფილტვებისა და სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევის გარეშე. წარმოადგენს არა დაავადებას, არამედ განვითარების ერთერთ ვარიანტს და მკურნალობას არ საჭიროებს.

წაწვეტებული („ქათმის გულმკერდი“)  გულმკერდი

ხასიათდება წინა-უკანა ზომის გადიდებით. მკერდის ძვალი მკვეთრად იწევს წინ და ნეკნები მახვილი კუთხით უერთდებიან. „ქათმის გულმკერდი“ უფრო ხშირად თანდაყოლილია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს რაქიტის, ძვლის ტუბერკულოზის და სხვა დაავადებების შედეგად. ჩვეულებრივ არ აღინიშნება ფილტვების, გულისა და სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვვები, ძირითადად კოსმეტიკური დეფექტია.

როგორ მკურნალობენ გულმკერდის კედლის დეფორმაციას?

ქირურგიული ჩარევა ნაჩვენებია მხოლოდ II და III ხარისხის „მეწაღის გულმკერდის“ დროს, როდესაც თან ახლავს ფუნქციური დარღვევები გულის, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის  მხრივ. „ქათმის გულმკერდის“ დროს ქირურგიული ჩარევას უნდა მივმართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამი წლის შემდეგ დეფორმაცია ძლიერადა გამოხატული და რა თქმა უნდა ფუნქციური დარღვევებისას. მკურნალობის კონსერვატული მეთოდები (მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, სპორტი) ჩვეულებრივ არაეფექტურია. პედიატრიული დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.