დემენცია

დემენცია

პროგრედიენტული სისხლძარღვოვანი პროცესის დროს ფსიქიკური ცვლილებების საწყისი სტადია თანდათან პროგრესირებს ფსიქიკური ქმედებების  სრულ და მდგრად გაღარიბებაში – დემენციაში.
მაგრამ სისხლძარღვოვანი დემენცია არაიშვიათად ვითარდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლისას (პოსტაპოპლექსიური დემენცია).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ სისხლძარღვოვანი დემენციის რიგ ფორმებს (კლინიკურ ტიპებს). ყველა კლინიკური ტიპები იშვიათად აღინიშნება სუფთა სახით, როგორც წესი წარმოდგენილია კომბინაციით ამა თუ იმ ტიპის დომინირებით.

ლაკუნარული დემენცია

ლაკუნარული დემენცია წარმოადგენს დემენციის  ყველაზე ხშირ და დამახასიათებელ ტიპს.  მისთვის დამახასიათებელია არათანაბარი ან ნაწილობრივი გამოვარდნები, მათ შორის მნესტიური დაზიანებები;  უხეში ან ნაწილობრივი ორიენტაციის უნარის  შენარჩუნებით;  ქცევითი უნარების, პირადი მიზნების, დამოკიდებულებების და რეაქციების შენარჩუნება (ყველაფრის რასაც წარმოადგენს პიროვნულ  ბირთვს);
დაავადების არსებობის და საკუთარი მარცხის მიმართ კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება; ფსიქიკური პროცესების, მეტყველების, მოტორიკის  გაძნელება და შენელება;
უმწეობის შეგრძნება, ფსიქიკური აქტივობის და ინტელექტუალური საქმიანობის დონის შემცირება; დათრგუნული და მშფოთვარე მდგომარეობის დომინირება; მიდრეკილება ტირილიანობისაკენ.
სისხლძარღვოვანი დემენციის ეს ფორმა აღინიშნება როგორრც წესი 50-65 წლის ასაკში, ძირითადად თავის ტვინის სისხლძარღვევის ათეროსკლეროზის დროს.

ამნეზიური სისხლძარღვოვანი დემენცია

ამნეზიური სისხლძარღვოვანი დემენცია განაპირობებს მეხსიერების დარღვევის განსაკუთრებულ გამოხატულებას – ფიქსაციურ ამნეზიას, ამნეზიურ დიზორიენტაციას და ჩანაცვლებადი (მნემონიური) კონფაბულაციები, ანუ სხვადასხვა ხარისხის და გამოხატულების კორსაკოვის სინდრომი განვითარება.
ამნეზიური დემენცია არაიშვიათად  ვითარდება თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის ან მწვავე ფსიქოზების შემდეგ; ამდაგვარ სიტუაციებში ის გარკვეულწილად შექცევადია.
მისი განვითარებისას მოხუცებულ ასაკში, ყველაზე ხშირად სისხლძარღვოვანი დაზიანების და თავის ტვინის სენილური ატროფიის შეხამებასთან , შესაძლებელია განვითარდეს ეგრედ წოდებული პრესბიოფრენია.

ფსევდოპარალიზური სისხლძარღვოვანი დემენცია

ფსევდოპარალიზური სისხლძარღვოვანი დემენცია  წარმოადგენს დემენციის ტიპს, რომელიც ემსგავსება დემენციის კლასიკურ სურათს პროგრესული დამბლის დროს, მაგრამ გამსხვავდება ფსიქიკური დარღვევის ნაკლები სიმძიმით.
ამ დროს დისმნესტიური დარღვევები, ასევე ფსიქიკური აქტივობის შემცირების ნიშნები და ფსიქიკური პროცესების ტემპის შემცირება შედარებით ნაკლებად არის გამოხატული.
სჭარბობს უდარდელობა და გონებაჩლუნგური ეიფორია,  ბევრი ლაპარაკი და ასოციაციური პროცესების გაადვილება სულელურ ქცევამდე. კრიტიკა და მსჯელობის დონე ძლიერ დაქვეითებული. სისხლძარღვოვანი დემენციის ასეთი ტიპი შესაძლებელია განვითარდეს უფრო ადრეულ ასაკშიც, უფრო ხშირად ავთვისებიანად მიმდინარე ჰიპერტონული დაავადების დროს.

ფსევდოტუმოროზული სისხლძარღვოვანი დემენცია

ფსევდოტუმოროზული სისხლძარღვოვანი დემენცია წარმოადგენს დემენციის შედარებით
უეცარ კლინიკურ ტიპს დატვირთულობით, ადინამიით და მოძრაობითი და ვერბალური აქტივობის  დაქვეითებით, რეალობის ფიქსაციის, აღქმის და გაანალიზების სირთულეებით.
ასეთი ტიპის დემენცია აღინიშნება მძიმე ჰიპერტონული ენცეფალოპათიების დროს.
კლინიკური გამოვლინებების დამთხვევა თავის ტვინის სიმსივნური პროცესების სიმპტომატიკასთან მოითხოვს დაწვრილებით კლინიკურ და ნევროლოგიურ გამოკვლევას.

სენილურისმსგავსი დემენცია

სენილურისმსგავსი დემენცია აღინიშნება მოხუცებულ ასაკში სისხლძარღვოვანი დაავადების მანიფესტაციის დროს, თუ სჭარბობს დიფუზური ათეროსკლეროზული პროცესები ინსულტის გარეშე.
კლინიკური სურათი მოგვაგონებს ტოტალურ დემენციას სენილური ჭკუასუსტობის ფონზე, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შერეული სისხლძარღვოვან-ატროფიული პროცესების დროს.
კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ან უმაღლესი ქერქოვანი ფუნქციების დარღვევით გართულებული  სისხლძარღვოვანი დემენციის ფორმები ვითარდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მრავალჯერადი დარღვევების შემდეგ, რომლის დროსაც აღინიშნება დარბილების მცირე კერები.
კლინიკური სურათი ასეთ შემთხვევებში დამოკიდებულია კერის ლოკალიზაციაზე, რაოდენობაზე და სიდიდეზე.

აფატო-აპრაქტო-აგნოსტიური (ფსევდოალცჰაიმერული) დემენცია

აფატო-აპრაქტო-აგნოსტიური (ფსევდოალცჰაიმერული) დემენცია წარმოადგენს გეკებუშ-გეირა-გეიმანოვიჩის დაავადების სისხლძარღვოვან ვარიანტს. ვითარდება თავის ტვინის ქერქის მრავალკეროვანი ფართე დაზიანებისას.

მწვავე სისხლძარღვოვანი ფსიქოზები

მწვავე სისხლძარღვოვანი ფსიქოზები ძირითადად ვლინდება ეგზოგენური ტიპის რეაქციის სინდრომებით. შეცვლილი ცნობიერების დროს განვითარებული სინდრომები (დელირიოზული, ამენტვური, ბინდის და სხვა) არის არასრული და არასაკმარისად მტკიცედ შემოსაზღვრული; ფსიქიკური დარღვევების ასეთი გარდამავალი ტიპები აღინიშნება როგორც დაბნეული მდგომარეობა.
ხანმოკლე ფსიქოზური მდგომარეობა, განსაკუთრებით ღამის დაბნეული მდგომარეობა, როგორც წესი, მრავალჯერადად მეორდება.
მსგავსი ფსიქოზური ეპიზოდები ვითარდება ძირითადად ცერებრული ათეროსკლეროზის ისეთ შემთხვევებში, რომელიც გართულებულია გულის უკმარისობით, ინფექციით და სხვა სომატური დაავადებებით.
მწვავე ფსიქოზური  მდგომარეობა ხანდახან გვევლინება ინსულტის პროდრომალური გამოვლინებების სახით. მაგრამ ხშირად ის ვითარდება პოსტაპოპლექსიურად. სისხლძარღვოვანი პროცესის პროგრედიენტულობაზე თუ რეგრედიენტულობისაგან დამოკიდებულებით ერთი ფსიქოზური მდგომარეობის ფარგლებში ერთი სინდრომი გადადის მეორე სინდრომში (მაგალითად, დელირი ბინდის მდგომარეობაში ან ამენციაში).
მწვავე და ქვემწვავე ფსიქოზები შესაძლებელია არ შემოიფარგლოს დაბინდული ცნობიერების სიმპტომებით, არის სხვა, შექცევადი გარდამავალი სინდრომები – აფექტური, ბოდვითი ან „ორგანული“ (ამნესტიური, ფსევდოდამბლური, ექსპანსიურ-კონფაბულაციური და სხვა) რეგისტრის.

დემენციალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 დემენცია – სინდრომი, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების უმრავლესობის დარღვევებით
🔗 განარჩევენ:
➡️ ამნეზიურ-სისხლძარღვოვანი დემენცია – ვითარდება თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის ან მწვავე ფსიქოზების შემდეგ და განაპირობებს მეხსიერების დარღვევის განსაკუთრებულ გამოხატულებას – ფიქსაციურ ამნეზიას;
➡️ ფსევდოპარალიზური სისხლძარღვოვანი დემენცია – დისმნესტიური დარღვევები, ასევე ფსიქიკური აქტივობის შემცირების ნიშნები და ფსიქიკური პროცესების ტემპის შემცირება შედარებით ნაკლებად არის გამოხატული. ჭარბობს უდარდელობა და გონებაჩლუნგური ეიფორია, ბევრი ლაპარაკი და ასოციაციური პროცესების გაადვილება სულელურ ქცევამდე;
➡️ ფსევდოტუმოროზული სისხლძარღვოვანი დემენცია – დემენციის შედარებით უეცარი კლინიკური ტიპი, რომელიც ხასიათდება დატვირთულობით, ადინამიით და მოძრაობითი და ვერბალური აქტივობის დაქვეითებით, რეალობის ფიქსაციის, აღქმის და გაანალიზების სირთულეებით;
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი დემენციის სხვადასხვა ტიპის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ya49cB
#დემენცია #დემენციისნიშნები #დემენციისსიმპტომები #რასნიშნავსდემენცია #რაიწვევსდემენციას #დემენციაახალგაზრდებში #ამნეზიურსისხლძარღვოვანიდემენცია #ფსევდოპარალიზურისისხლძარღვოვანიდემენცია #ფსევდოტუმოროზულისისხლძარღვოვანიდემენცია #სენილურისმსგავსიდემენცია #აფატოაპრაქტოაგნოსტიურიდემენცია #ფსევდოალცჰაიმერულიდემენცია #დემენციისმკურნალობა #დემენციისდიაგნოსტიკა #როგორმკურნალობენდემენციას #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები