დეპერსონალიზაცია

დეპერსონალიზაცია ( დეპერსონალიზაციის სინდრომი)

საკუთარი სხეულის ასევე საკუთარი ფსიქიკური პროცესების შეცვლილი აღქმა. საკუთარი სხეულის და მისი ნაწილების დამახინჯებულ აღქმას ეწოდება სომატური დეპერსონალიზაცია. როგორც წესი, სომატური დეპერსონალიზაციის დროს პაციენტი არ აღნიშნავს ცხეულის ნაწილების ან შინაგანი ორგანოების რაიმე კონკრეტულ ცვლილებას.  ცვლილების შეგრძნებას გააჩნია ზოგადი ხასიათი ანდა თან ახლავს მტანჯველი განცდები იმ შეგრძნებების შედარებისას რომელიც იყო და არის ეხლა.ხანდახან პაციენტი შესაძლებელია უჩიოდეს არამხოლოდ შეგრძნებების ცვლილებაზე არამედ სხეულის ზოგიერთი  ნაწილის ან შინაგანი ორგანოს  სრულ არარსებობაზე. ასეთ შემთხვევებში პაციენტი შესაძლებელია ამტკიცებდეს, რომ ვერ გრძნობს საკუთარ კუჭს ანუ  ვერ გრძნობს  შიმშილის ან დანაყრების შეგრძნებას. ფილტვების არ არსებობის შეგრძნების შემთხვევაში პაციენტი ვერ გრძნობს ფილტვების ჰაერით ავსებაის შეგრძნებას. მსგავსმა სინდრომმა შეიძლება ატაროს ხანგრძლივი ხასიათი, რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე, იშვიათად გვხვდება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ფსიქიკური დეპერსონალიზაციის სინდრომი სუბიექტურად განიცდება პაციენტის მიერ როგორც საკუთარი აზროვნების, მეხსიერების, აღქმის  პროცესების არასაკმარისი სიზუსტე. ობიექტურად კი შეიძლება აღინიშნებოდეს დისსონანსი ჩივილებსა და რეალურ გამოვლინებებს შორის. პაციენტი შეიძლება ტიროდეს და ამავდროულად  ამტკიცებდეს, რომ მას არ შეუძლია ტირილი, აზროვნება, გახსენება მეხსიერების, ემოციების და აზრების არ არსებობის გამო. ფსიქიკური დეპერსონალიზაციის სინდრომი იშვიათად აღინიშნება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო მოზარდებში, როგორც წესი, თანხლებულია ფსიქიკური დაავადებებისა და აღინიშნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეპერსონალიზაცია – თვითშეგნების დარღვევა საკუთარი პიროვნების გაუცხოების გრძნობით, რომელსაც აცნობიერებს და მტკივნეულად განიცდის ავადმყოფი. დეპერსონალიზაციის გამოვლინებები მრავალგვარია: გრძნობა იმისა, რომ ყველანაირი მოქმედება, ქცევა, საუბარი სრულდება ავტომატურად, საკუთარი ნების გარეშე (ზოგჯერ ეს დარღვევა აღწევს პიროვნების გაორების ხარისხს), ხოლო ფიზიკური და სულიერი არსებობა ხორციელდება არარეალურად, თითქოს სიზმარში. შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების დროს.

.