დეპრესია

დეპრესია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დეპრესიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები  ,ამაზონზე”
ომეგა-3

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დეპრესია (დეპრესიული სინდრომი) – ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება  ფიზიკური (ზოგადი ტონუსის დაქვეთება, მოძრაობების შენელება, საკვების მონელების შენელება) და ფსიქიკური (დათრგუნული გუნებ-განწყობა, შენელებული ფსიქიკური პროცესები) დარღვევებით.
ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოვლინდეს – დათრგუნული გუნებაგანწყობით – სევდიანობით, ინტერესების დაკარგვითა და ღრმა მწუხარებით; მძიმე შემთხვევებში – საკუთარი სიკვდილის სურვილით;
ფსიქიკური პროცესების შენელება ვლინდება აზროვნების შენელებით, აზროვნების „გაყინვისა“  და გონებრივი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის განცდით; მოძრაობათა შენელება – უმნიშვნელო, რთულად შესამჩნევი უხალისობითა და ერთ პოზაში საათობით გაშეშებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცალკეული დარღვევების გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ რბილ, ან უხალისო დეპრესიას და აჟიტირებულ დეპრესიას, რომლის დროსაც სევდას თან ახლავს „მოძრაობითი ქარიშხალი“, სასოწარკვეთილი აფეთქებებით.
გარემო ფაქტორებით განპირობებული ფსიქოფიზიკური ტონუსის პერიოდული შემცირებისაგან განსხვავებით, რაც დამახასიათებელია როგორც ჯანმრთელი, ასევე ადაბმყოფი ადამიანებისათვის, დეპრესია წარმოადგენს მდგრად მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც გრძელდება გამომწვევი მიზეზიბის აღმოფხვრის შემდეგადაც. ასეთ მიზეზებს შესაძლებელია წარმოადგენდეს  ქრონიკული გადაძაბვა, ფსიქიკის ტრავმული სიტუაციის გახანგრძლივება (ეგრედ წოდებული გამოფიტვის დეპრესია), ასევე გადატანილი სტრესი (რეაქტიული დეპრესია).

ასაკოვანი ადამიანების დეპრესია

დეპრესიაასაკოვან ადამიანებში დეპრესია შესაძლოა განვითარდეს  ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ (მაგალითად, გრიპის). ექიმის კონტროლის გარეშე  მედიკამენტების მიღებამ, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც გააჩნიათ  დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს  ხანგრძლივი დეპრესიული მდგომარეობა.
დაავადება ადვილად ვითარდება უმნიშვნელო მიზეზის შემდეგაც ფსიქიკურად დასუსტებულ ან არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანებში (ნევროზების, ფსიქოპათიების, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული ან  სისხლძარღვოვანი დარღვევებისას, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიკებში, კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი პირებში და სხვა).
ეს პათოლოგია წარმოადგენს სენილური ფსიქოზისა და შიზოფრენიის ხშირ გამოვლინებას,  ასევე  მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის ერთ-ერთ ფაზას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სუსტი ხარისხის დეპრესიაც, რომელიც, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ რომ, „თავისით გაივლის“, ადამიანს ართმევს სიხარულს, ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, იწვევს ცხოვრებისეული პოზიციების დაკარგვას. გარემოს აღქმისა და შეფასების განსაკუთრებული ხასიათი (ეგრედ წოდებული დეპრესიული აზროვნება) ავადმყოფს ძლიერ მგრძნობიარეს ხდის.
ყველაფერი მოჩანს „მუქ ფერებში“, უმნიშვნელო მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს თვითკონფლიქტი, ურთიერთობების გაწყვეტა  ახლობლებთან და სუიციდიც კი. დეპრესიის სიღრმის ზრდასთან ერთად თვითმკვლელობის ალბათობა მცირდება (ავადმყოფის მოძრაობითი დამუხრუჭების გამო), თუმცა სევდის განცდა კვლავ მძიმეა.

პრესენილური ფსიქოზი

პრესენილური ფსიქოზის დროს დეპრესია ან შიზოფრენია  ახლობლებისათვის საშიშია ეგრედ წოდებული ალტრუისტული მკვლელობის ჩადენის საშიშროების გამო, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ არამხოლოდ მის, არამედ მისი ახლობლების სიცოცხლესაც აზრი არ აქვს.

მკურნალობა

იმ ავადმყოფებს, ვისაც გამოხატული აქვთ დეპრესია, როგორც წესი, მკურნალობენ სტაციონარში.
ამბულატორიული მკურნალობის დროს აუცილებელია  შესრულდეს ექიმის დანიშნულება წამლების მიღებისა და კვების რეჟიმის სრული დაცვით.
ასეთ შემთხვევებში დანიშნული  მრავალი პრეპარატის  (ანტიდეპრესანტები) მიღება შეუთავსებელია ზოგიერთ საკვებ პროდუქტთან ერთად (ყველი, ყავა, ნაღები).
წამლების მიღების პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის დალევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის – კოლაფსის განვითარება.
ზოგიერთი ანტიდეპრესანტის მიღებისას შესაძლებელია აღქმისა და საპასუხო რეაქციების პროცესების შენელება, ამიტომ ავადმყოფებისათვის იკრძალება სატრანსპორტო საშუალებების მართვა. ფსიქიკური დაავადებები


დეპრესიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 დეპრესია (დეპრესიული სინდრომი) – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ფიზიკური (ზოგადი ტონუსის დაქვეთება, მოძრაობების შენელება, საკვების მონელების შენელება) და ფსიქიკური (დათრგუნული გუნება-განწყობა, შენელებული ფსიქიკური პროცესები) დარღვევებით
🔎 ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოვლინდეს:
➡️ დათრგუნული გუნებაგანწყობით;
➡️ სევდიანობით;
➡️ ინტერესების დაკარგვითა;
➡️ ღრმა მწუხარებით;
➡️ მძიმე შემთხვევებში – საკუთარი სიკვდილის სურვილით;
🧠 ფსიქიკური პროცესების შენელება ვლინდება აზროვნების შენელებით, აზროვნების „გაყინვისა“ და გონებრივი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის განცდით;
🦵 მოძრაობათა შენელება – უმნიშვნელო, რთულად შესამჩნევი უხალისობითა და ერთ პოზაში საათობით გაშეშებით
🏥 იმ ავადმყოფებს, ვისაც გამოხატული აქვთ დეპრესია, როგორც წესი, მკურნალობენ სტაციონარში
💊 ამბულატორიული მკურნალობის დროს აუცილებელია შესრულდეს ექიმის დანიშნულება წამლების მიღებისა და კვების რეჟიმის სრული დაცვით
👉 გაიგეთ მეტი დეპრესიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3vicvNq
#დეპრესია #დეპრესიისნიშნები #დეპრესიისსიმპტომები #დეპრესიისგამომწვევიმიზეზები #რასნიშნავსდეპრესია #მძიმედეპრესია #როგორდავამარცხოთდეპრესია #დეპრესიისმკურნალობა #ღრმადეპრესია #მუდმივისევდა #უძილობა #ზედმეტიძილი #ინტერესისდაკარგვა #თვითმკვლელობაზეფიქრი #ენერგიისდაკარგვა #კონცენტრაციისდაკარგვა #მადისცვლილებები #წონისცვლილებები #ძილისპრობლემები #დანაშაულისგრძნობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

სხვა პოსტები დეპრესიის შესახებ:

დეპრესია –  მშობიარობისშემდგომი ; ანაკლიტური; აჟიტირებული; ინვოლუციური; დეპრესიები, მანიები; ციკლოტომიური; შნეიდერის ; ადინამიკური; ასთენიური; კლიმაქტერულიდეპრესია შებოჭვითი, დამუხრუჭებითი


არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეპრესია – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დათრგუნული, ან მოწყენილი განწყობით, ფსიქიკური აქტივობის დაქვეითებით, ინტელექტუალური ინდიფერეტულობითა და მოძრაობითი დარღვევებით.

სოც. ქსელები: 1 ,