ბუასილის (ჰემოროის) განვითარება

როგორ ავიცილოთ თავიდან ბუასილის განვითარება…

კითხვა:

რატომ წარმოიქმნება ბუასილი  (ჰემოროი) და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება?

პასუხი:

ბუასილი  (ჰემოროი) განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მემკვიდრეობითობაა. ამიტომაც თუ თქვენი მშობლები იტანჯებოდნენ ჰემოროით, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ბუასილი  (ჰემოროი) თქვენც გამოგივლინდებათ. ხშირად ბუასილი  (ჰემოროი) შერწყმულია ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოებასთან და ბრტყელტეფიანობასთან. ეს განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტით. სწორედ შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს ვენების საყრდენს. გარდა ამისა დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს კვებითი მიდრეკილებები (ცხარე კერძების ბოროტად გამოყენება), ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი, ხანგრძლივად  ერთსა და იმავე მდგო­მარეობაში ყოფნა (გამყიდველის, პარიკმახერის, მენეჯერის პროფესია), ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, პირები, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, არცთუ იშვიათად ბუასილი  (ჰემოროი) პირველად თავს იჩენს ორსულობის პერიოდში. შესაბამისად ბუასილი  (ჰემოროი) განვითარებას  თავიდან აგვაცილებს  რისკფაქტორების გამორიცხვა. (არჩილ შენგელია)

 ______________________________________

პროქტოლოგიის დისტანციური საკონსულტაციო ბლოგის კითხვა–პასუხები 
 გაფრთხილება!

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

…..