დეტუმესცენცია

დეტუმესცენცია

დეტუმესცენცია (ლათ. detumesco – შესიების დაცხრობა) ერექციის შეწყვეტაა ეაკულაციისა და ორგაზმის შემდეგ. მამაკაცებში ორგაზმიდან უკვე რამდენიმე წამის შემდეგ ერექცია მნიშვნელოვნად მცირდება, სასქესო ასო ხდება რბილი, მამაკაცი კი კარგავს სქესობრივი აქტის გაგრძელების უნარს. >>>>

ზოგჯერ განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცების შემთხვევაში, ეროტიულ მდგომარეობაში ყოფნისას დეტუმესცენცია შეიძლება დადგეს მოგვიანებით, რაც განმეორებითი სქესობრიივი აქტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ქალებში ეს პროცესი უფრო ხანგრძლივია მამაკაცებთან შედარებით, ჩვეულებრივ 10-20 წუთი, ხოლო თუ ორგაზმი არ დადგა, 30-60 წუთი და მეტიც. დეტუმესცენცია შეიძლება სქესობრივი აქტის ნებისმიერ ფაზაში დაიწყოს რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორის არებობისას.

გადასვლები
საიტი „სექსოლოგია“ პორტალზე www. medgeo. Net
ინტიმური საქონლის მაღაზია

საავტორო უფლებები :
 მასალა წარმოადგენს „არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..