სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან განსაკუთრებით საგანგაშო სიმპტომია კიბოს დიაგნოსტიკაში. სისხლის შეფერილობა (ალისფერი, მუქი, შავი) და სისხლდენის ხასიათი (წვეთების, განავლის ზედაპირზე ზოლების სახით  ან მასთან შერეული სისხლი, მასიური სისხლდენა) გვეხმარება  სისხლდენის წყაროს დადგენაში.

სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

ალისფერი სისხლი, შერეული არაა განავალთან შიდა ბუასილი
ალისფერი სისხლი ტუალეტის ქაღალდზე შიდა ჰემოროი
სწორი ნაწლავის ნახეთქი
ანალური არხის კიბო
სისხლი და ლორწო თეთრეულზე შიდა ჰემოროი(III; IVსტ.)
სწორი ნაწლავის გამოვარდნა
პოლიპის გამოვარდნა
სისხლი თეთრეულზე, ლორწოს გარეშე ანალური არხის კიბო
პერიანალური ჰემატომის გასკდომა
სისხლი და ლორწო განავალთან შერეული მსხვილი ნაწლავის კიბო
პროქტიტი
კოლიტი
მსხვილი პოლიპი
სისხლი ლორწოს გარეშე პოლიპები
მცირე ზომის სიმსივნე
მელენა სისხლდენა კუჭიდან
მასიური სისხლდენა დივერტიკულოზი
ანგიოდისპლაზია
ლორწო ხაოიანი პოლიპი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
სისხლი მენსტრუაციის დროს ენდომეტრიოზი

..

მელენა

შავი კუპრისფერი განავალი (მელენა) აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის დროს, თუ სისხლდენის წყარო თეძოს ნაწლავის ქვევითაა, მელენა იშვიათად ახასიათებს. ჰემოროისათვის დამახასიათებელია ალისფერი სისხლის გამოყოფა.
სწორი ნაწლავის სიმსივნეების, კოლიტისა  და პროქტიტის დროს სისხლი ლორწოსთან ერთად გამოიყოფა, მასიური სისხლდენა სწორი ნაწლავიდან იშვიათად გვხვდება, ძირითადად ახასაითებს დივერტიკულოზს, მსხვილი ნაწლავის ანგიოდისპლაზიას და იშვიათად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა უბნების დაზიანებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სწორი ნაწლავიდან ნებისმიერი სახის სისხლდენის დროს მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები სიმპტომი: ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა, ცრუ ჭინთვები, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება.
ბოლო სამი სიმპტომი მიუთითებს სწორ ნაწლავში არსებულ დაზიანებაზე.

შეკრულობა და სისხლდენა

შეკრულობისა და სისხლდენის შერწყმა დამახასიათებელია სწორი ნაწლავის ან კოლინჯის მარცხენა ნახევრის კიბოსათვის. კოლინჯის მარჯვენა ნახევრის კიბოს შემთხვევაში სისხლდენა ჩვეულებრივ ფარულია და  ვლინდება ანემიით.

დიაგნოსტიკა

სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს  გარდა ზოგადი მდგომარეობის შეფასებისა გამოკვლევა მოიცავს პერიანალური მიდამოს დათვალიერებას, რექტალურ კვლევასა და კოლონოსკოპიას.
კოლონოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დადგენილია დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს სისხლდენის მიზეზი.


სისხლდენა სწორი ნაწლავიდან – ბ-ნ არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან განსაკუთრებით საგანგაშო სიმპტომია კიბოს დიაგნოსტიკაში
📍 სისხლის შეფერილობა (ალისფერი, მუქი, შავი) და სისხლდენის ხასიათი (წვეთების, განავლის ზედაპირზე ზოლების სახით ან მასთან შერეული სისხლი, მასიური სისხლდენა) გვეხმარება სისხლდენის წყაროს დადგენაში

⚫️ შავი კუპრისფერი განავალი (მელენა) აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის დროს
🟤 თუ სისხლდენის წყარო თეძოს ნაწლავის ქვევითაა, მელენა იშვიათად ახასიათებს
🔴 ჰემოროისათვის დამახასიათებელია ალისფერი სისხლის გამოყოფა
🔎 სწორი ნაწლავიდან ნებისმიერი სახის სისხლდენის დროს მნიშვნელოვანია ყველა თანმხლები სიმპტომი:
✔️ ტკივილი;
✔️ დიარეა;
✔️ შეკრულობა;
✔️ მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა;
✔️ ცრუ ჭინთვები;
✔️ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება
💥 ბოლო სამი სიმპტომი მიუთითებს სწორ ნაწლავში არსებულ დაზიანებაზე
👉 გაიგეთ, რა ტიპის სისხლდენაა დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადებისთვის ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3JDos5G
#სისხლდენასწორინაწლავიდან #რექტალურისისხლდენა #რექტალურისსიხლდენისმიზეზები #რექტალურისისხლდენისტიპები #სისხლიანიგანავალი #პოლიპი #მსხვილინაწლავისკიბო #ნაწლავისკიბო #კოლიტი #დივერკულიტი #გარებუასილი #შიდაბუასილი #პროქტიტი #ანალურინაპრალი #დიარეა #ჰემოროი #შეკრულობა #ცრუჭინთვები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

 

.