შეკრულობის პროფილაქტიკა

შეკრულობის პროფილაქტიკა

შეკრულობის პროფილაქტიკადიდი მნიშვნელობა აქვს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მწვავე შეკრულობის (ყაბზობის) ქრონიკულ პროცესში გადასვლის თავიდან აცილებისაკენ.

მწვავე შეკრულობის მიზეზები

მწვავე შეკრულობა არცთუ იშვიათად ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებების  დროს, რასაც განაპირობებს საკვები ბოჭკოებით ღარიბი, დამზოგავი დიეტა, წოლითი რეჟიმი, ინფექციური აგენტების მიერ გამომუშავებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება ნაწლავზე.

ყაბზობის პროფილაქტიკა

შეკრულობის (ყაბზობის) თავიდან აცილება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებით, რაციონში გახეხილი ბოსტნეულის, ხილის, კომპოტების, ხილის წვენების, მჟავე რძის პროდუქტების ჩართვით.
მწვავე შეკრულობა ხშირად ვლინდება  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების  მქონე პირებში, რომელთაც უწვეთ ხანგრძლივად წოლითი რეჟიმის დაცვა.
წოლითი რეჟიმის ვადების შემცირება არ ეწინააღმდეგება აღნიშნული დაავადებების მკურნალობის შესახებ თანმედროვე წარმოდგენებს, სამაგიეროდ  ამცირებს შეკრულობის (ყაბზობის) განვითარებისა და ქრონიკულ პროცესში გადასვლის რისკს.

შეკრულობა ბავშვებში

ზოგჯერ შეკრულობა (ყაბზობა), რომელიც დაკავშირებულია დეფეკაციის სურვილის დაკარგვასთან ჯერ კიდევ ბავშვობაში იჩენს თავს.
ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია დეფეკაციის სწორი რეფლექსის გამომუშავება, რაც უმჯობესი იქნება, თუ მოხდება დილით, ერთსადაიმავე დროს, ეს თავიდან აგვაცილებს ჩვეულ შეკრულობას (ყაბზობას).
ტუალეტით სარგებლობა ერთსადაიმავე დროს მოზრდილებშიც უშლის ხელს შეკრულობის (ყაბზობის) აღნიშნული ტიპით განვითარებას.
საკვების მიღებას შორის ხანგრძლივი ინტერვალები ნაწლავის შიგთავსის ევაკუაციის რეგულარული რიტმის დარღვევას იწვევს. ცალკეულ ტრაპეზებს შორის შუალედის შემცირება და ამასთან რაციონის საკვები ბოჭკოებით გამდიდრება შეკრულობის (ყაბზობის) პროფილაქტიკის ეფექტურ ხერხს წარმოაგდენს.

სხვა რეკომენდაციები

საკმარისი ფიზიკური დატვირთვა, დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება, სეირნობა, წყლის პროცედურები მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოაგდენენ შეკრულობის (ყაბზობის) პროფილაქტიკაში, განსაკუთრებით მათთვის ვინც გონებრივი სამუშაოთია დაკავებული.
შკრულობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს შეკრულობის (ყაბზობის) გამომწვევი სხვადასხვა დაავადებების დროულ მკურნალობას, ეს განსაკუთრებით ეხება სწორი ნაწლავის დაავადებებს.


შეკრულობა არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ მწვავე შეკრულობა არცთუ იშვიათად ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს, რასაც განაპირობებს:
✔ საკვები ბოჭკოებით ღარიბი დამზოგავი დიეტა;

✔ წოლითი რეჟიმი;
✔ ინფექციური აგენტების მიერ გამომუშავებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება ნაწლავზე
📌 დიდი მნიშვნელობა აქვს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მწვავე შეკრულობის ქრონიკულ პროცესში გადასვლის თავიდან აცილებისაკენ
🍏 ყაბზობის თავიდან აცილება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებით, რაციონში გახეხილი ბოსტნეულის, ხილის, კომპოტების, ხილის წვენების, მჟავე რძის პროდუქტების ჩართვით
👉 გაიგეთ მეტი შეკრულობის პროფილაქტიკის შესახებ არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3vJsrI3
#შეკრულობა #ყაბზობა #შეკრულობისპროფილაქტიკა #ყაბზობისპროფილაქტიკა #შეკრულობისმიზეზები #შეკრულობისმკურნალობა #დამზოგავიდიეტა #წოლითირეჟიმი #ინფექციურიდაავადებები #რაარისშეკრულობა #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #მწვავეშეკრულობა #ქრონიკულიშეკრულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია


ბმები:  შეკრულობაკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი