დისმორფოფობია

დისმორფოფობია

დისმორფოფობია (ბერძნ.dys- + morphē ფორმა + phobos შიში) წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანს გონია თითქოს მას გააჩნია სინამდვილეში არ არსებული ფიზიკური ნაკლი ან კვერთად აზვიადებს მას. ამგვარი დაწმუნებუულობა შესაძლებელია ვლინდებოდეს სხეულის რომელიმე ერთი (მონომორფოფობია) ან რამოდენიმე (პოლიდისმორფოფობია) ნაწილის მიმართ.

დისმორფოფობიულ დარღვევებს მიეკუთვნება ასევე ავადმყოფის ურყევი დარწმუნება მის მიერ არასასიამოსვო სუნების გავრცელებაში (მაგალითად, პირის ღრუდან, ოფლის სუნი, სპერმის, განსაკუთზებით ნაწლავური აირების).

დისმორფოფობია ყველაზე ხშირად გვხვდება შიზოფრენიის დროს, განსაკუთრებით მისი წაშლილი ფორმების და სასაზღვრო მდგომარეობების დროს. დისმორფოფობიის ფორმირებაში წამყვანი როლი  ეკუთვნის ასაკობრივ ფაქტორს (ძირითადად ვითარდება მოზარდობის და ყრმობის ასაკში). სასაზღვრო მდგომარეობების დროს დისმორფოფობიის გაჩენას ხელს უწყობს სხვადსხვა ფსიქოგენური ზემოქმედებები, ასე თუ ისე დაკავშირებული საკუთარი თავის გარეგნობასთან.

დისმორფოფობიით დაავადებულები, როგორც წესი, ახასიათებენ თავის დეფექტს ზიზღის გამომხატველი ზედსართავებით, როგორც არის მაგალითად „მახინჯი ცხვირი“, „საზიზღარი კბილები“, „საშინელი ხელის მტევნები“ და სხვა. ისისნი მუდმივად უყურებენ  საკუთარ თავს სარკეში (სარკის სიმპტომი), როგორც წესი, ცდილობენ დამალონ თავისი ადამყოფური მდგომარეობა, შენიღბონ „დეფექტი“ და გამოასწორონ ის ნებისმიერი გზით. მათთვის ყველა მისაწვდომი გზებით აფარებენ „მახინჯ ადგილს“ ( მაგალითად, იგონებენ სამოსის სპეციალურ ფასონს, იდებენ სხვადსხვა ნახვევებს), თავს არიდებენ მრავალხალხიან და კარგად განათებულ ადგილებს და ა.შ. ტიპიური მუდმივი მიდრეკილება არსებული „დეფექტის“ გამოსწორებისადმი; რომლის დროსაც არანაირი რწმუნება და აზრის შეცვლევინება ვერ შველის საქმეს.

სხვადსხვა სპეციალობის ექიმებთან დაჟინებითი მიმართვიანობის გარდა, მაგლიათად ქირურგებთან (კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთების თხოვნით), ენდოკრინოლოგებთან (გაუდიდონ „საშინლად მახინჯი პატარა ცხვირი“), სტომატოლოგებთან (ამოაცალოს ყველა „მახინჯი“ კბილი) და სხვა ავადმყოფები მიმართავენ თვითკორექციის ხშირად არაუსაფრთხო მეთოდებს ( იღებენ ჰორმონალური პრეპარატების დიდ დოზებს, იგონებენ ფიზიკური ვარჯიშების საკურთარ სისტემას ან განსაკუთრებულ დიეტას). ასეთი „კორექციის“ ხშირ სახეობას წარმოადგენს შიმშილი.

ურყევი რწმენა საკუთარ გარეგნობაში რაიმე დეფექტის  (ან რიგი დეფექტების) არსებობაში,  როგორც წესი, თანხლებულია ურთიერთობების იდეებით და დეპრესიით. ურთიერთობების იდეები გამოიხატება მდგრად რწმენაში, რომ ირგვლივ ყველა, როგორც კი ამჩნევენ ფიზიკურ ნაკლს იცინიან, გადაყურებენ ერთმანეთს და ა.შ. დეპრესია შესაძლებელია სხვადსხვა ხარისხით გამოიხატებოდეს: მსუბუქიდან (დაქვეითებული გუნებაგანწყობა) უკიდურესად მძიმემდე, არაიშვიათად თანხლებულია სუიციდალური ტენდენციებით და მცდელობებით. ცუდი სუნების გავრცელებაში დარწმუნებისას ამ სიმპტომების გარდა შესაძლებელია აღინისნებოდეს ასევე ლოკალური სენესტოპათიები, მაგალითად უკანალის მიდამოში.

უმრავლეს შემთხვევებში დისმორფოფობიის საფუძველს წარმოადგენს პარანოიდალური ტიპის  ბოდვა, უფრო იშვიათად ზეღირებული იდეა, რომელიც ვითარდება სინამდვილეში არსებული მცირე ნაკლის გამო, კიდევ უფრო იშვიათად – აკვიატებული ხასიათის იდეა. საკმაოდ ტიპიურია დისმორფოფობიული დარღვევების შეხამება ქცევის ფსიქოპათიურ ფორმებთან.

დიაგნოზი

დიაგნოზის დადგენა სხდება ანამნეზური მონაცემების და კლინიკური სურათის საფუძველზე. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს, რა ხასიათს ატარებს დისმორფოფობია – ბოდვითს, ზეღირებულს თუ აკვიატებულს. დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება სხეულის სქემის დარღვევებთან.

მკურნალობა და პროგნოზი

მკურნალობა და პროგნოზი განისაზღვრება ძირითადი დაავადების ხასიათით. დისმორფოფობიის დროს კატეგორიულად უკუნაჩვენებია კოსმეტიკური ოპერაციაბი ( ისევე როგორც ნებისმიერი ხასიათის „ მაკორეგირებელი“ ოპერაციების ჩატარება).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..