დონჟუანობა

  • თურმანიძის მალამოები

დონჟუანობა

დონჟუანობა (სასიყვარულო თავგადასავლების გმირის, დონ-ჟუანის  სახელის მიხედვით) მამაკაცური პრომისკუიტეტია, როდესაც მრავალრიცხოვანი სექსუალური ურთიერთობების მიზანს იმ ერთადერთი ქალის პოვნა წარმოადგენს, რომელთანაც ყოფნა სრულ ფიზიკურ და ფსიქიკურ კმაყოფილებას მიანიჭებს, თუმცა ყოველი ახალი შეხვედრა მორიგი იმედგაცრუებით სრულდება, მათ არ უწერიათ „ნამდვილი ქალის“ პოვნა, რადგან საკუთარი ილუზიების მსხვერპლნი არიან. დონჟუანების საერთო მიზანი „სიყვარულის ძიებაა“, თუმცა საკუთარ შესაძლებლობების  რეალიზაციას სხვადასხვაგვარად ახდენენ. >>>>

ფსიქოლოგების შეფასებით დონჟუანობის მიზეზი  არასრულ ოჯახებში აღზრდაა, სადაც დედა მეუღლის არყოფნის გამო ფსიქიკური და ემოციური ნაკლოვანებებით  ხასიათდება.  სიყვარული, რომელსაც ასეთი ბავშვები იღებენ ბავშვობაში, არასრულფასოვანია და აისახება მის ემოციურ სფეროზე, რის გამოც  მოზრდილ ასაკში ნადვილი სიყვარულის ძიებას იწყებენ, მაგრამ  ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობა  ქალთან წინასწარ განწირულია მის ქვეცნობიერში ჩანერგილი დედის თვითნებობის, ყოვლის შემძლეობის მოგონებებით. დონჟუანი  მსხვერპლია მძიმე ბავშვობის, მშობლების კონფლიქტის, დედის ეგოიზმის.

დონჟუანების უმეტესობა სიძნელეებს აწყდება ოჯახის შექმნისას ან მათი შექმნილი  ოჯახი არამდგრადია, საკუთარი იდეალის პოვნის სურვილი არ აძლევს მათ საშუალებას ღრმად და სრულფასოვნად შეაფასონ თითოეული პარტნიორი, მისი პიროვნება. ფსიქოლოგების აზრით დონჟუანები სპეციალიზირებულ ექიმის დახმარებას საჭიროებენ, თუმცა  კომპლექსებისაგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია.

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook