ეკლამპსია

ეკლამფსია, ეკლამპსია – გამოიყება დაწერის ორივე ფორმა.

ეკლამპსია ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი  პერიოდის მძიმე დაავადებაა, წარმოადგენს ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის ფორმას. >>>>

ეკლამპსიისათვის დამახასიათებელია კრუნჩხვითი შეტევები, რომელიც ვითარდება განსაზღვრული თანმიმდევრობით. დასაწყისში ვლინდება სახის კუნთების მცირე ფიბრილარული შეკუმშვები (15-30 წამი), შემდეგ ჩონჩხის კუნთების ტონური კრუნჩხვები  გონების დაკარგვით (15-20 წამი), რასაც ცვლის სხეულის კუნთების, ზემო და ქვემო კიდურების კლონური კრუნჩხვები და საბოოლოოდ ვითარდება ხანმოკლე ან ხანგრძლივი კომა. ცნობიერების აღდგენა ხდება თანდათანობით.

ეკლამპსიის მძიმე, კომატოზური ფორმა შესაძლოა კრუნჩხვების გარეშე წარიმართოს.

არცთუ იშვიათად ეკლამპსია ვლინდება შეტევების მცირე  რაოდენობით და არ ახლავს თან არტერიული წნევის მაღალი ციფრები. შეტევების დროს ან მის შემდეგ ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს ფილტვების შეშუპებით, თავის ტვინში სისხლჩაქცევით,  ასფიქსიით; ნაყოფი ხშირად იღუპება ჰიპოქსიის გამო. პროგნოზი დამოკიდებულია კრუნჩხვითი შეტევების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე ან კომის ხან­გრძლივობაზე.

ბმები: ეკლამფსიაეკლამპსია

___________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა