ემბრიოტომიები

ემბრიოტომიები

ემბრიოტომია, კრანიოტომია, დეკაპიტაცია, სპონდილოტომია, ევისცერაცია, კლაიდოტომია >>> 

ემბრიოტომია წარმოაგდენს ნაყოფის დამშლელ ოპერაციას, ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაციული ჩარევის გარეშე მოსალოდნელია  მძიმე გართულებები, ძირითადად მკვდარი ნაყოფის, ან სიმახინჯეების დროს.

 სამეანო პრაქტიკაში  გამოიყენება შემდეგი სახის ნაყოფის დამშლელი ოპერაციები: კრანიოტომია, დეკაპიტაცია, სპონდილოტომია, ევისცერაცია, კლაიდოტომია.

კრანიოტომია – თავის პერფორაცია, ტარდება როგორც თავით წინა,  ისე უკანა მდებარეობისას.

ოპერაცია ნაჩვენებია:

–          საშვილოსნოს ან მენჯის გასკდომის საშიშროების და საკეისრო კვეთის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში (დიდი ზომის ნაყოფი, ჰიდროცეფალია, მოხრილი მდგომარეობა, ვიწრო მენჯი, საშვილოსნოს ყელის ნაწიბუროვანი ცვლილებებისა და რიგიდობის დროს)

–          როდესაც ორსულის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და საჭიროებს სასწრაფოდ მშობიარობას ყელის არასრული გახსნის დროს (პლაცენტის წინა მდებარეობასთან დაკავშირებული  სისხლდენა, მშობიარობის პირველი პერიოდის ბოლოს პლაცენტის აშრევებისას)

–          დადასტურებული მკვდარი ნაყოფის დროს, სამშობიარო გზების ტრავმირების პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენებას წარმოადგენს:

–          ზემოთ აღნიშნული პირობების არარსებობა

–          მენჯის მე-4 ხარისხის შევიწროება;

–          ცოცხალი ნაყოფი (თუმცა გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, დასაშვებია აღნიშნული ოპერაციის ჩატარება ცოცხალ ნაყოფზე)

დეკაპიტაცია – სხეულისა და თავის განცალკევებას ეწოდება სპეციალური დანის მეშვეობის. დეკაპიტაცია ტარდება ტყუპების  კოლიზიის დროს, როდესაც მრავალნაყოფიანობის დროს ხდება ნაყოფების გადაჯაჭვა. ამ შემთხვევაში ხდება ერთი ნაყოფის დეკაპიტაცია, მეორის გადასარჩენად, თუმცა ოპერაცია საკმაოდ რთულია და არსებობს ტრავმების დიდი საფრთხე როგორც დედის, ისე  მეორე ნაყოფის მხრივ.

სპონდილოტომიასპონდილოტომია ხერხემლის გადაკვეთას ეწოდება. ოპერაცია ტარდება ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობისას

კლაიდოტომია – არის ლავიწის ძვლის გადაკვეთა მხრის სარტყლის ზომების შემცირების მიზნით. ხშირად კლაიდოტომია ტარდება კრანიოტომიის შემდეგ. ოპერაცია  საშიშია მისი ტრავმული გართულებების გამო. ცოცხალ ნაყოფზე აღნიშნული ოპერაცია უკიდურესად იშვიათად ტარდება.

ევისცერაცია  – ევისცერაცია მუცლისა და გულმკერდის ღრუს შიგნით მდებარე ორგანოების მოცილებას მოიაზრებს. ოპერაცია ტარდება ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობისას, განვითარების ანომალიების დროს, ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება (ჰეპატოსპლენომეგალია), ნაწლავის მარყუჟები. ამ პათოლოგიების განვითარებას იწვევს ნაყოფის ჰემატოლოგიური დაავადებება, ჰირშპრუნგის დაავადება, დიაფრაგმის თიაქარი, რომელიც შინაგანი ორგანოების ცდომას იწვევს.

ნებისმიერი ნაყოფის დამშლელი ოპერაციის გართულებები შეიძლება იყოს:  საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, საშოს დაზიანება ქირურგიული ინსტრუმენტის ასხლეტვის ან არასწორი ტრაქციის შედეგად. ნაყოფის დამშლელი ოპერაციის შემდეგ აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს ხელით გამოკვლევა, სამშობიარო გზების დათვალიერება. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი, ასევე საშვილოსნოს კუმშვის ხელშემწყობი, ლაქტაციის დამთრგუნავი, სედაციური  საშუალებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა