ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ენდომეტრიუმის სტრომისა  და ჯირკვლების მორფოლოგიური ცვლილებებია, რომელიც განპირობებულია აბსოლუტური ან შეფარდებითი ჰიპერესტროგენიით. ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის განვითარების საშიშროება მკვეთრად კორელირებს ჰიპერპლაზირებული  ენდომეტრიუმის უჯრედებში ატიპიის არსებობასთან და მის გამოხატულებასთან.

გამოვლენის ხარისხის მიხედვით, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  • ჯირკვლოვანი
  • ჯირკვლოვან-კისტოზური
  • ატიპიური, რომელშიც გამოყოფენ დიფუზურ და კეროვან ფორმებს
  • ენდომეტრიუმის პოლიპები

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პირველი ორი ფორმა გამოირჩევა  ჯირკვლების კისტოზურად გაფართოებით და სტრომისა და ჯირკვლების შეფარდებით.

ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია ჰისტოლოგიურად ხასიათდება ჯირკვლებით ზომაში გადიდებით,  ბირთვების ზომაში გადიდებითა და  პოლიმორფიზმით,  მიტოზების არსებობით,  სტრომული ელემენტების შემცირებით.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის მიზეზები

ენდომეტრიუმი სასქესო ჰორმონების ყველაზე მგრძნობიარე ქსოვილია, რადგან მასში არის ესტროგენების,  პროგესტერონისა და ზრდის სპეციფიური ფაქტორების რეცეპტორები.

ზრდის ეპიდერმული და მატრანსფორმირებელი ფაქტორები განიხილება,  როგორც საკვერცხეების სიმსივნის პროლიფერაციული აქტივობის,  სარძევე ჯირკვლის კიბოსა და სხვა ლოკალიზაციის მქონე სიმსივნეების მარკერები. ესტროგენები (ესტრადიოლი) ზრდის ფაქტორის მედიატორია და მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მის სინთეზზე.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ფორმირდება ჰიპერესტროგენიისა (ჰორმონ ესტროგენის მომატებული დონე ) და პროგესტერონის დეფიციტის პირობებში; ცნობილია, რომ ამგვარი ჰორმონალური პირობები იქმნება ანოვულაციის დროს,  რაც დამახასიათებელია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის,  ნეიროცვლითი-ენდოკრინული  სინდრომისთვის,  საკვერცხეების ჰორმონაქტიური სიმსივნეებისთვის.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარების რისკის ჯგუფშია დიაბეტით,  სიმსუქნითა და ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანები.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკა

ანოვულაციის და მისი კლინიკური გამოვლინებების დროული მკურნალობა.

პროფილაქტიკურ ზომებს მიეკუთვნება ჰორმონული  კონტრაცეფციის,  ენდომეტრიუმის პროლიფერაციის შემაკავებელი პროცესების გამოყენება.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დიაგნოსტიკა

კლინიკური სურათი განპირობებულია პათოლოგიით,  რომლის ფონზეც ვითარდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.  დიაგნოზი დგინდება ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე,  რომელიც მიიღება ჰისტეროსკოპიის კონტროლით გამოფხეკისას.  ენდომეტრიუმის ბიოფსიამ, კიურეტით ან ასპირაციული ბიოფსიისთვისათვის განკუთვნილი  სპეციალური ინსტრუმენტით,  შეიძლება მოგვცეს ცრუ უარყოფითი პასუხი კეროვანი ატიპიის არსებობისას.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.  ის უნდა განიხილებოდეს როგორც სკრინინგი,  რადგან ულტრაბგერითი გამოკვლევა არეგისტრირებს მხოლოდ ენდომეტრიუმის სისქეს.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია – ეს ცვლილებების მრავალასახეობაა, რომელიც ეხება ენდომეტრიუმის სტრომულ და ჯირკვლოვან ელემენტებს.

არსებობს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ჰისტოლოგიური სურათების მრავალსახეობა,  როგორც სხვადასხვა ნიმუშებში,  რომელიც აღებულია ერთ პაციენტში,  ასევე სხვადასხვა პაციენტის ნიმუშებში და მხოლოდ მორფოლოგიური ნიშნების მცირე რაოდენობა შეიძლება ემსახურებოდეს შესაძლებელი მალიგნიზაციის მუდმივ კრიტერიუმებს.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას შეიძლება თან სდევდეს სხვადასხვა ჩივილები, როგორიცაა საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენა, ასევე შეიძლება ენდოგენური ან ეგზოგენური ჰორმონებით გამოწვეული ჰიპერესტროგენული მდგომარეობებიც. ამ მდგომარეობების ძირითადი კლინიკური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,  რომ შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც  ენდომეტრიუმის კარცინომის განვითარების პროგნოზული ფაქტორები.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ავთვისებიან ფორმაში გადასვლის ალბათობა  ბოლო ნახევარი ასწლეულის განმავლობაში მიმდინარე კვლევის საგანია  და მაინც ბოლომდე დაუდგენელია. ავთვისებიანობის დადგენის სირთულე იმაშია, რომ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია აღინიშნება იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩივილები და ხშირად მიმართავენ მკურნალობას ანუ პაციენტების დიდი რაოდენობა, რომელიც არ იტარებს მკურნალობას, რჩება გამოუკვლეველი. მეორე პრობლემა ატიპიურ ჰიპერპლაზიასა და ენდომეტრიუმის მაღალდიფერენცირებულ კიბოს შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკის სირთულეშია.

  1. კისტოზური ჰიპერპლაზია – მალიგნიზაციის დაბალი მაჩვენებლით. ამ მდგომარეობის ჰისტოლოგიური დახასიათება მოიცავს ჯირკვლების  არარეგულარულ განლაგებას ან სფერულ გაფართოებას, ნაწილობრივ შევსებული სეკრეტითა და ამოფენილი მაღალი კუბური ან ცილინდრული მიტოზების მქონე ეპითელიუმით.
  2. ადენომატოზური ჰიპერპლაზია – კიბოს ყველაზე ხშირი წინაპირობა. ხასიათდება ჯირკვლებით, რომლებიც ჩაიზრდება ირგვლივმდებარე სტრომაში, რომელიც ხშირად იკუმშება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პატარა, დახურული ჯირკვლების წარმოქმნით.
  3. ანაპლაზია – ასევე ხშირად აღინიშნება კიბოს განვითარებამდე. ხასიათდება უჯრედული დიფერენცირების დაკარგვით,  სხვადასხვა ზომების, ფორმის, ციტოპლაზმის შეღებვით, ჯირკვლების უჯრედოვანი ამონაფენის პოლარობის დაკარგვით.
  4. კარცინომა insitu  – ობლიგატურად გადაიზრდება კიბოში. ყოველ 6 პაციენტში განვითარდა ენდომეტრიუმის კიბო 1-11 წლის განმავლობაში. კარცინომა insitu ხასიათდება ციტოპლაზმის არმქონე მსხვილი ეოზინოფილური უჯრედებით ამოფენილი ჯირკვლების არსებობით. ბირთვებს აქვთ სხვადასხვა ზომები და დარღვეული მემბრანები, მკრთალი გრანულარული ქრომატინით. ჯირკვლები შეჯგუფებულია, ჯირკვლების ამონაფენი გაორმაგებულია. მიტოზური აქტივობა არ არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

1975 წელს მოწოდებული იყო გაადვილებული კლასიფიკაცია, ის გულისხმობს სამი ჯგუფის არსებობას:

  • კისტოზური ჰიპერპლაზია, რომელიც ხასიათდება ნორმალური ეპითელიუმით ამოფენილი გაფართოებული ჯირკვლებით;
  • ადენომატოზური ჰიპერპლაზია, ხასიათდება ჯირკვლების რაოდენობის მომატებით;
  • ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია ხასიათდება ეპითელიოციტების არარეგულარული ზომებითა და ზრდით, რაც ქმნის ჯირკვლების ატიპიურ გადანაწილებას; ზოგჯერ რთულია კარცინომისგან განსხვავება.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.