კუმისი

კუმისის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

კუმისი – ადმინისტრაციული მდებარეობა – გარდაბნის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – ქ. თბილისიდან 20 კმ დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 480 მ. რელიეფი – ბორცვიანი ვაკე
კლიმატი – რბილი, კონტინენტური, მშრალი. ზამთარი რბილი, მცირე – თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 00C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 240C. ნალექების წლიური რაოდენობა – 550 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 68%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი
კუმისი – ფლორა – ველის მცენარეულობა
კუმისი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და კუმისის ტბის სულფიდური ლამის ტალახი, სილიციუმის, ალუმინის, რკინის ჟანგეულების და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით. კუმისის ტბის წყალი წარმოადგენს ქლორიდულ-სულფატურ, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიან მინერალურ წყალს, საერთო მინერალიზაციით 15-25 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები კუისში: სამკურნალო ტალახის აბაზანები და აპლიკაციები, პასიური კლიმატოთერაპია.   >> საქართველოს კურორტები

.

.