კურსები

კურსების სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

კურსები – ადმინისტრაციული მდებარეობა – ტყიბულის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – კავკასიონის ქედის მთის წინა კალთები, მდ. წყალწითელას (მდ. რიონის შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 350 მ. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი. კლიმატი – სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 50C. ზაფხული ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 230C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1200 მმ. ჰაერის საშუალო 108 წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1800-1900 საათი
კურსები – ფლორა – შერეული (მუხა, წიფელი, ნაძვი, სოჭი და სხვ.) ტყეები
კურსები – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3; და აზოტიანი, სუსტად სულფიდური, სულფატურ – ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული და ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,5-0,8 გ/დმ3
მკურნალობის სახეობა კურსებში – მინერალური წყლის აბაზანები.   >> საქართველოს კურორტები

.

.