ლაგოდეხი

ლაგოდეხის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

ლაგოდეხი – ადმინისტრაციული მდებარეობა – რაიონული ცენტრი კახეთში. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. ლაგოდეხის-ხევის ველი, კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდობის ძირი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 460 მ. რელიეფი – ვაკე. კლიმატი – დაბალი მთის, ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო
იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,90C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 24,10C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1076 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2300 საათი
ლაგოდეხი – ფლორა – ფოთლოვანი ტყეები, ბაღ-ვენახები
ლაგოდეხი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, თავისუფალი გოგირდწყალბადის 16 მგ/დმ3 შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,44 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები ლაგოდეხში: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.>> საქართველოს კურორტები

.

.