მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი

მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი  უკიდურესად იშვიათად გვხვდება და როგორც წესი ცალმხრივია. ამასთან ინფექციური პროცესი ვცრელდება საშვილოსნოს მილების გზით საკვერცხეებზე. მილების ორმხრივი დახშობის შედეგად ვითარდება ჰიდრო- და პიოსალპინქსი. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ტუბოოვარიალური აბსცესი.

რა ახდენს მშობიარობის შემდგომი ადნექსიტის პროვოცირებას

მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი ვითარდება ჭრილობის ინფექციების, ენდომეტრიტის, მელოგინის თრომბოემბოლიური  გართულებების დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს.
ყველაზე ხშირად  ბაქტერიული გამოკვლევის დროს ვლინდება აგრესიული ასოციაციური ფლორა ანაერობული გამომწვევბის სიჭარბით. თანამედროვე პირობებში არცთუ იშვიათად გვხვდება ქლამიდიური და გენიტალური მიკოპლაზმური ინფექციები.

მშობიარობის შემდგომი ადნექსიტის სიმპტომები

ძირითადად მშობიარობის შემდგომი ადნექსიტის  დროს პაციენტები უჩივიან ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. აღინიშნება ფებრილური ცხელება, ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, ზოგჯერ ანთებითი პროცესი ვრცლედება პერიტონეუმის მენჯის ნაწილზე და ვითარდება პელვიოპერიტონიტი.

ბიმანუალური გამოკვლევისას ისაზღვრება:

  • მტკივნეულობა საშვილოსნოს ყელის მიდამოს მოძრაობისას
  • საშვილოსნოს დანამატების მიდამოს პალპაციისას მომატებული მგრძნობელობა
  • საშოს თაღის ზომიერი ჩამოწევა და მკვეთრი მტკივნეულობა
  • საშვილოსნოს მომატებული ზომა (სუბინვოლუცია)
  • საშვილოსნოს  ყელის ჩამოყალიბებისაკენ ტენდენციის არარსებობა
  • ლოქიების ჩირქოვანი ან ლპობადი ხასიათი

დიაგნოსტიკა

მშობიარობის შემდგომი ადნექსიტის  დიაგნოსტიკა პირველ რიგში დაფუძნებულია  პაციენტის ჩივილებზე, დაავადების კლინიკურ სურათზე და ობიექტური გამოკლვევის შედეგებზე. ექოსკოპიური გამოკვლევისას ვლინდება საშვილოსნოს მილების გაფართოება, გამობერვა დაქვეითებული ექოგენობით და თავისუფალი სითხის არსებობა სწორ ნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავებაში.  დიაგნოსტიკის დამატებით მეთოდს წარმოადგენს ლაპარაკოპიული გამოკვლევა.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება მწვავე აპენდიციტთან. იშვიათად მწვავე  ქოლეცისტიტთან, საკვერცხის წარმონაქმნის ფეხზე შემოგრეხასთან ან საკვერცხის მარჯვენა ვენის თრომბოფლებიტთან. გადასვლა >> გინეკოლოგია, მენობა


მშობიარობის შემდგომი ადენიქსიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი უკიდურესად იშვიათად გვხვდება და როგორც წესი ცალმხრივია.
📍 ამასთან ინფექციური პროცესი ვცრელდება საშვილოსნოს მილების გზით საკვერცხეებზე.
💢 მილების ორმხრივი დახშობის შედეგად ვითარდება ჰიდრო- და პიოსალპინქსი. მძიმე შემთხვევაში ყალიბდება ტუბოოვარიალური აბსცესი.
🔎 მშობიარობის შემდგომი ადნექსიტი ვითარდება:
✔️ ჭრილობის ინფექციების;
✔️ ენდომეტრიტის;
✔️ მელოგინის თრომბოემბოლიური გართულებების დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს.
🦠 ყველაზე ხშირად ბაქტერიული გამოკვლევის დროს ვლინდება აგრესიული ასოციაციური ფლორა ანაერობული გამომწვევბის სიჭარბით.
🖇 თანამედროვე პირობებში არცთუ იშვიათად გვხვდება ქლამიდიური და გენიტალური მიკოპლაზმური ინფექციები.
👉 შეიტყვეთ უფრო მეტი ადნექსიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://rb.gy/auuzm8 
#ადნექსიტი #რაარისადნექსიტი #ადნექსიტისგამომწვევი #ადნექსიტისმიზეზები #ადნექსიტისნიშნები #ადნექსიტისსიმპტომები #ადნექსიტისმკურნალობა #ადნექსიტისდიაგნოსტიკა #გინეკოლოგია #გინეკოლოგიურიდაავადებები #ფალოპისმილებისანთება #საშვილოსნოსანთება #საკვერცხეებისანთება #ჰიდროსალპინქსი #პიოსალპინქსი #ენდომეტრიტი #თრომბოემბოლია #ქლამიდიურიმიკოპლაზმოზი #გენიტალურიმიკოპლაზმოზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.