მენოპაუზა

მენოპაუზა

  არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მენოპაუზა (ბერძნ.  Men – თვე + pausis – შეწყვეტა,  შესვენება),  კლიმაქსური პერიოდის ფაზაა,  რომელიც დგება ბოლო მენსტრუაციის შემდეგ და განპირობებულია სასქესო ორგანოების პროგრესირებადი ინვოლუციითა და სასქესო ჰორმონების სეკრეციის შემცირებით; ეს არის გადასვლა აქტიური სასქესო ფუნქციიდან სიბერეში.

ქალების მესამედში მენსტრუაცია წყდება უეცრად.  იშვიათია მენსტრუალური ფუნქციის შეცვლა,  რომელიც ხასიათდება არარეგულარული,  უხვი და მენსტრუაციისმაგვარი სისხლდენებით.  ამასთან დაკავშირებით, მენოპაუზის დადგომის დრო შეიძლება დადგინდეს მას შემდეგ, რაც მენსტრუაციის შეწყვეტიდან ერთი წელის გავა.

მენოპაუზა დგება საშუალოდ 50 წლის ასაკში. მისი ადრეული დადგომა (40 – 45 წელი) აღინიშნება არახელსაყრელი შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების დროს,  ხშირი მშობიარობისა და აბორტების შემდეგ,  მშობიარობის დროს მასიური სისხლდენისას, ასევე  ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს.

მენსტრუალური ფუნქციის გვიანი შეწყვეტა (55 წლის შემდეგ) აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისა და ჰიპერტონული დაავადებების დროს.  გარდამავალი ასაკის ქალებში მენსტრუაციის უეცარ შეწყვეტას იწვევს მძიმე ფსიქიკური ტრავმები,  ხანგრძლივი ემოციური დაძაბულობა.

მენოპაუზის დროს ორგანიზმი ადაპტირდება ასაკობრივი ცვლილებების მიმართ.  შესაძლოა ნივთიერებათა ცვლილებების მიმართ.  ამ პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებოა პირადი და სასქესო ორგანოების ჰიგიენის წესების დაცვა,  შრომისა  და დასვენების სწორი რეჟიმი,  ვარჯიში,  რაციონალური კვება.

მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ ლიბიდო ქვეითდება,  ასევე შეიძლება გაძლიერდეს,  რაც არ უნდა იყოს მიღებული როგორც პათოლოგიური მოვლენა.

მენოპაუზის დროს მტკივნეული შეგრძნებების, ან სქესობრივი სიახლოვის დროს სისხლდენების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-გინეკოლოგს.

______________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები

..