სისხლდენა საშვილოსნოდან

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სისხლდენა საშვილოსნოდან შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში. ამის ხშირი მიზეზია საშვილოსნოს დაავადებები (სიმსივნეები, ანთება, ენდომეტრიოზი), საკვერცხეების სიმსივნეები და ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა. საშვილოსნოდან სისხლდენა შეიძლება იყოს სისხლისა და მისი შემადიდებელი სისტემის დარღვევის გამოვლენა. არც თუ ისე იშვიათად საშვილოსნოდან სისხლდენა ართულებს ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.

საშვილოსნოდან სისხლდენა 12 წლის ასაკამდე ბავშვებში (სქესობრივი მომწიფების ასაკამდე)

ახალშობილ გოგონებში ცხოვრების პირველ კვირაში (ჩვეულებრივ მე-5-6 დღეს)  შეიძლება გამოვლინდეს სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენი. ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოწევასთან დედის სასქესო ჰორმონების მოქმედების შეწყვეტის შედეგად, რომლებიც ცირკულირებდნენ ნაყოფის ორგანიზმში. სისხლიანი გამონადენები სასქესო გზებიდან წყდება დამოუკიდებლად 24-48 საათის შემდეგ.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


შემდეგ წლებში სასქესო მომწიფებამდე  საშვილოსნოდან სისხლდენები იშვიათია და საკვერცხეების სიმსივნის განსაკუთრებული სახეობის სიმპტომია, რომელიც აპროდუცირებს ქალის სასქესო ჰორმონებს. შემთხვევათა უმეტესობაში ეს სიმსივნეები კეთილთვისებიანია. ქალის სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხეების სიმსივნით, პერიოდულად ხდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შესქელება, რაც ვლინდება სასქესო გზებიდან აციკლური არაუხვი მენსტრუალურის მსგავსი გამონადენებით. გოგონას ასაკისთვის არადამახასიათებელი სასქესო მომწიფების ნიშნებთან ერთდ აღინიშნება სარძევე ჯირკვლების გადიდება და გარეგანი სასქესო ორგანოების გათმიანება.

სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენის აღმოჩენისას 12 წლამდე გოგონაში  აუცილებელია ბავშვთა გინეკოლოგთან მიმართვა. თუ გამოკვლევისას ზუსტდება საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზი, ოპერაციას (საკვერცხის ამოკვეთას)  ატარებენ გადაუდებლად, რადგან სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი. გამოკვლევა საშუალებას იძლევა ასევე დადგინდეს ბავშვთა სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენების სხვა მიზეზებიც: უცხო სხეულები და  საშოს ავთვისებიანი სიმსივნე. საშვილოსნოდან სისხლდენები სასქესო მომწიფების, მშობიარობისა და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.

საშვილოსნოდან სისხლდენები ორსულობასთან და მშობიარობასთან დაუკავშირებლად

სასქესო მომწიფების დროს (12-18 წელი)~საშვილოსნოდან სისხლდენა ჩვეულებრივ საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევის შედეგია. საშვილოსნოდან სისხლდენის იშვიათი მიზეზია სისხლის დაავადებები, საკვერცხეების ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები, საშვილოსნოს სიმსივნეები (მიომა-კეთილთვისებიანი სიმსივნე, წარმოიქმნება საშვილოსნოს კუნთოვანი გარსისგან; კიბო). 18-45 წლის ასაკში და განსაკუთრებით  მენსტრუაციის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში (45-დან 50-55წლამდე), ხშირია საშვილოსნოდან სისხლდენები, საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებით; საშვილოსნოს ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების გამო;  ქრონიკული ენდომეტრიტით გამოწვეული (საშვილოსნოს ლორწოვანი და კუნთოვანი გარსების ანთება); საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს კუნთოვან გარსში ლორწოვანის-ენდომეტრიუმის მსგავი ქსოვილის წარმოქმნა).  ასევე  შეიძლება აღინიშნებოდეს საშვილოსნოდან სისხლდენები რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეებით, სისხლის დაავადებებით, ჩანასახის საწინაამდეგო საშუალებების არასწორი მიღებით, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივით საშვილოსნოს კედლის დაზიანებით.

საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევის შედეგად საშვილოსნოდან დაწყებულ სისხლდენას ეწოდება დისფუნქციური. შემთხვევათა უმეტესობაში აციკლურია-იწყება მენსტრუაციის შეკავებისას 11/2-6 თვით. არც თუ ისე შვიათად, ეს ეს სისხლდენები უხვია და კოლტებიანია, ხანგრძლივია (7-10 დე და მეტი), ხან ძლიერდება და ხან სუსტდება. ხშირად ამ დროს ვითარდება სისხლნაკლებობა (ანემია), რაც მეტად არასასურველია სასქესო მომწიფების პერიოდში. საშვილოსნოდან სისხლდენები ხშირად საშვილოსნოს სიმსივნის  ძირითადი და პირველი სიმპტომია. საშვილოსნოს მიომის დროს ისინი დაკავშირებულია მენსტრუაციასთან: მენსტრუაცია იწყება დროულად და გადადის სისხლდენაში (ხშირად უხვი და კოლტებიანია), რომელიც შეიძლება მომენტებში შესუსტდეს, გაგრძელდეს შემდეგ მენსტრუაციამდე. არც თუ ისე იშვიათად სისხლდენას თან ახლავს სპაზმური ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. ავადმყოფთა უმეტესობაში აღინიშნება სისხლნაკლებობა. საშვილოსნოს სხეულის კიბოს დროს საშვილოსნოდან სისხლდენა შეიძლება იყოს ციკლური (მენსტრუაციის დროს) ან მენსტრუაციათა შორის პერიოდში. შესაძლებელია სპაზმური ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, უხვი წყლიანი  გამონადენი. საშვილოსნოს ყელის კიბო გამოვლინდება მენსტრუაციათაშორის პერიოდში სისხლიანი გამონადენებით, ასევე სასქესო გზებიდან სისხლის მცირე რაოდენობის გამოყოფით მძიმეს აწევისას, დეფეკაციისას.

ქრონიკული ენდომეტრიტის, საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის  დროს სისხლდენა საშვილოსნოდან ემთხვევა მენსტრუაციას. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციისას ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო გზებიდან მცირეოდენი სისხლიანი  გამონადენი მის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე. საკვერცხეების სიმსივნისას, რომელიც წარმოქმნის სასქესო ჰორმონებს, საშვილოსნოდან სისხლდენები  აციკლურია, დისფუნქციურის მსგავსია. სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევისას მესტრუაცია გადადის სისხლდენაში საშვილოსნოდან, ასევე აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, კანის დაზიანებისას ხანგრძლივი სისხლდენები.

იმასთან დაკავშირებით, რომ საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება განვითარდეს ცხოვრებისათვის საშიში მდგომარეობა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო და საშვილოსნოს სისხლდენის შესაწყვეტად ღონისძიებების (ოპერაციული ჩარევა, წამლისმიერი თერაპია) ჩატარების საჭიროების გამო, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება და ავადმყოფის სწრაფი ჰოსპიტალიზირება. დიდი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის შეჩერების მცდელობამ სახლის პირობებში. სასქესო გზებიდან არაუხვი სისხლიანი გამონადენის დროს, მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებლად შეიძლება შეწყდეს აუცილებელია გინეკოლოგთან მიმართვა. ეს მისი მიზეზის დადგენისა და დროული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. განსაკუთ მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის და სხეულის ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა, რადგან მათი დაწყებითი სტადიები განკურნებადია.

ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული საშვილოსნოს სისხლდენები

საშვილოსნოდან სისხლდენის ხშირი მიზეზია აბორტი და გარე ორსულობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენი აღინიშნება მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილებთან ერთად, დამახასიათებელია მენსტრუაციის შეკავება(გარე ორსულობის დროს 10-12 დღე,ზოგჯერ ნაკლებიც) და ორსულობის სუბიექტური ნიშნები. საშვილოსნოს სისხლდენა ასევე შეიძლება იყოს ორსულობის გართულების ისეთი გამოვლენა როგორიცაა პლაცენტის წინამდებარეობა და სხვა. სისხლდენები, რომელიც დაკავშირებულია ორსულობასთან, შესაძლებელია იყოს სქესობრივი  მომწიფების პერიოდში და მენსტრუაციის შეწყვეტის წინაპერიოდში.

მშობიარობის დროს საშვილოსნოს სისხლდენა ხშირად დაკავშირებულია ნორმალურად მდებარე (საშვილოსნოს ფუძის ან გვერდითი კედლების მიდამოში) ან წინმდებარე პლაცენტის (საშვილოსნოს შიდა პირის ნაწილობრივ ან მთლიანად დამხურავი) ადრეულ აშრევებასთან.  ეს სისხლდენები იწყება მშობიარობის პროცესთან ერთად (საშვილოსნოს ყელის გახსნის პერიოდში) არც თუ ისე იშვიათად პლაცენტის წინამდებარეობისას ის მასიურია და წარმოადგენს საშიშროებას ქალისთვის და ნაყოფისთვის. მნიშვნელოვანი სისხლდენის დროს მათი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ საკეისრო კვეთის გზით. თუ სისხლდენა მშობიარეში იწყება საავადმყოფოში მიყვანამდე, აუცილებელია მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. პლაცენტის წინმდებარეობა შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის ბოლოს, ულტრაბგერითი გამოკვლევით კონსულტაციისას. პლაცენტის წინმდებარეობისას ან მისი დაბალი მდებარეობისას ქალი უნდა იყოს ჰოსპიტალიზირებული აუცილებლად მშობიარობის დაწყებამდე.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს სისხლდენები შეიძლება განპირობებული იყოს საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითებით, სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით. თუ საშვილოსნოს სისხლდენა იწყება სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, ან მშობიარობის შემდეგ პირველ საათებში და ეს ყველაფერი ხდება სტაციონარის მიღმა, აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება და ქალის ჰოსპიტალიზაცია.

სისხლდენა საშვილოსნოდან მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ (50-55 და მეტი ასაკის ქალებში) შემთხვევათა უმრავლესობაში დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის ან სხეულის კიბოსთან. საშვილოსნოდან სისხლდენების მიზეზი ამ ასაკში შეიძლება იყოს პოლიპები და საშვილოსნოს ატროფიულად შეცვლილი ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, საკვერცხეების ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები.

მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენის აღმოჩენისას აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი, ეს შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს საშვილოსნოს კიბოს დაწყებითი სტადიები რომელიც განკურნებადია. სისხლდენის შემაკავებელი პრეპარატების მიღება და თვითმკურნალობის სხვა მეთოდები მიუტევებელი შეცდომაა.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.