საშვილოსნოს განვითარების ანომალიები

საშვილოსნოს განვითარების დარღვევები ხშირად თანდაყოლილი პათოლოგიაა     (პრაქტიკულად ყოველი მეხუთე შემთხვევა). მან შეიძლება განაპირობონ თვითნებური აბორტი, ადრეული მშობიარობა, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, მშობიარობის შემდგომი სისხლდენები, ასევე შეიძლება იყოს უშვილობის ან გარე ორსულობის მიზეზი. უფრო გავრცელებულია საშვილოსნოსა და საშოს კომბინირებული ანომალიები. შესაძლებელია საშვილოსნოს განუვითარებლობა, ორი საშვილოსნოს და ორი საშოს არსებობა, ორრქიანი საშვილოსნოს, საშვილოსნოს გაორების რომლის დროსაც მეორე საშვილოსნო არის დანამატი და ა.შ.

როგორი ნიშნებით ხასიათდება სასქესო ორგანოების განვითარების პათოლოგია?

სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიების ნაწილი თუ ისინი დიაგნოსტირებულია ბავშობაში, გამოვლინდება სასქესო მომწიფების პერიოდში, მენსტრუალური ფუნქციის დარღვევით, უფრო ხშირად მენსტრუაციის არ არსებობით (ამენორეა) მეორადი სასქესო ნიშნების ნორმალურ განვითარებასთან ერთად. კიდევ ერთი ნიშანი – სასქესო მომწიფების პერიოდში ციკლური ტკივილები მუცელში, ტკივილი ძლიერდება თვიდან თვემდე, გოგონა შეიძლება უჩიოდეს როგორც ტკივილს, ასევე პრობლემებს შარდვასთან დაკავშირებით. თუ გოგონა უჩივის პერიოდულ ტკივილს მაშინ აუცილებელია მიმართოს ექიმს! ზრდასრულ ქალში პათოლოგიის ნიშნები შეიძლება იყოს თვითნებური აბორტი, ჩასახვის შეუძლებლობა და პრობლემები სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


როგორ გამოვლინდება სასქესო ორგანოების განვითარების პათოლოგია?

შემთხვევათა უმრავლესობაში სასქესო ორგანოების განვითარების პათოლოგიის დიაგნოსტირება სახლის პირობებში შეუძლებელია. განვითარების ანომალიების ნაწილი არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, რადგან არ არღვევს ორგანიზმის მენსტრუალურ და სქესობრივ ფუნქციებს, ასევე არ მოქმედებს სექსუალური ცხოვრების ხარისხზე. ამავდროულად განვითარების ანომალიის სახეობის ცოდნა აუცილებელია ექიმი გინეკოლოგისთვის ქალის ორსულობის და მშობიარობის სწორი წარმართვისთვის.

მენსტრუალური რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში ასევე სქესობრივი ცხოვრების შეუძლებლობის ან სქესობრივი ცხოვრებისას პრობლემების შექმნის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას. გენიტალური ანომალიების მკურნალობა დგინდება არა ასაკით, არამედ იმ მიზნით რომელსაც მოსდევს ოპერაციული ჩარევა. საქალწულე აპკის დასნებოვნებისას და მენსტრუალური სისხლის შეგუბებისას ოპერაცია ტარდება დაუყოვნებლივ რომ მოხდეს მენსტრუალური სისხლის გადინება და გამოირიცხოს ორგანიზმის დაინფიცირება ან შიდა სასქესო ორგანოების ენდომეტრიოზის განვითარება. სასქესო ორგანოების ქირურგიულ კორექციას და პლასტიკას როგორც წესი ატარებენ იმ ქალებში რომლებშიც პრობლემები გამოვლინდა სქესობრივი ცხოვრების დაწეყებასთან ერთად ან სამედიცინო გამოკვლევის პროცესში რომელიც დაკავშირებულია დაორსულების პრობლემასთან.

შესაძლებელია თუ არა სასქესო ორგანოების პათოლოგიების პროფილაქტიკა?

სასქესო ორგანოების პათოლოგიის განვითარების გაფრთხილების შესაძლებლობა საჭიროა ორსულობის დაგეგმვისას და ორსულობის პერიოდში განვითარებადი ნაყოფის დაცვისთვის. აუცილებელი გამოკვლევა, დროული დიაგნოსტიკა და არსებული დაავადებების მკურნალობა – აუცილებელი პირობებია, რომელიც წინ უსწრებს ორსულობის დადგომას. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან, სრულყოფილ კვებას ორსულობის პერიოდში და ნებისმიერი სტრესული სიტუაციების გამორიცხვას.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..