მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ასევე იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა – მენსტრუაციის შუა პერიოდში სისხლდენაა.  ზოგიერთი ასეთ მოვლენას აღნიშნავს როგორც მოკლე ციკლს,  მაგრამ ეს ასე არ არის.  მოკლე ციკლი რომელსაც ეწოდება პოლიმენორეა გულისხმობს ძლიერ სისხლდენას თვიურების ბოლოდან მე-13 ან მე-15-ე დღეზე.  როგორც წესი, პოლიმენორეა იწყება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ნელი რეგენერაციით განპირობებულ,  საშვილოსნოს შეკუმშვის დარღვევების შემთხვევაში.  მიუხედავად ამისა, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა არ მიეკუთვნება პოლიმენორეას. მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა ხშირი პათოლოგიური მოვლენაა.  შემთხვევათა 80%-ში მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა არ არის უხვი,  ხოლო 20 %-ში უხვია.  ასეთი სისხლდენის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში,  რომ მათ შეუძლიათ გამოვლენა დამოუკიდებლად ან ორსულობის შემდეგ.

როგორც წესი,  მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა არ არის საშიში და წარმოიქმნება შემდეგი მიზეზების გამო:

  • – ორგანიზმის ჰორმონალური ფონის დარღვევა
  • – სტრესული სიტუაციები
  • – ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება
  • – კეთილთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა
  • საშვილოსნოს ღრუს ენდომეტრიუმის დაავადებები
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებები და ა. შ

♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ორალური კონტრაცეპტივების მიღებას ხშირად თან სდევს მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა – ეს ჩვეულებრივია.  თუ ქალი ჩასახვის საწიინაღმდეგო ტაბლეტებს ღებულობს არარეგულარულად,  ღებულობს გვიან ან ძალიან ხშირად,  სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მენსტრუაციათაშორის სისხლდენას.

ჩანასხვის  საწინააღმდეგოდ საშვილოსნოს შიდა სპირალის, როგორც კონტრაცეფციის ერთ-ერთი საშუალების  გამოყენებისას, შეიძლება ასევე დაიწყოს სისხლდენა ციკლის შუა პერიოდში. ასეთი მდგომარეობისას აუცილებელია გინეკოლოგთან მისვლა. მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა  შეიძლება გახდეს ანთებითი ან ინფექციური პროცესის, საშვილოსნოს ყელში, საშოში ან შარდსადენ არხში  სიმსივნის ან ახალი წარმონაქმნის განვითარების  სიმპტომი. ციკლის დასაწყისში ან შუა პერიოდში მცირე სისხლოვანი გამონადენი შეიძლება მიუთითებდეს საშოს ან საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ხშირი სისხლიანი გამონადენი სექსის შემდეგ  მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში განიხილება როგორც ნორმა. ასეთი მოვლენის განვითარებისას აუცილებელია  გინეკოლოგთან გადაუდებელი ვიზიტი.

ხშირად, მენსტრუაციათაშორის სისხლდენას კავშირი აქვს ქალის ორგანიზმის ჰორმონალური ფონის დაზიანებასთან ოვულაციის პროცესში. ამაში დასარწმუნებლად აუცილებელია ბაზალური ტემპერატურის შემოწმება, რადგან მენსტრუაციათაშორისი სისხლდენის დროს ის მატულობს. როგორც წესი, ასეთი პათოლოგიური მოვლენაა ოვულაცია, რომელიც საჭირო დღეებში არ მიმდინარეობს, და საჭიროა მისი კორექცია.

საჭიროა აღინიშნოს რომ, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები არ არიან კავშირში ორსულობასთან და არანაირად არ აღინიშნება მისი ზეგავლენა შემდგომ არაორსულობაზე.

მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადების პირველი სიმპტომი, რასთანაც დაკავშიირებით აუცილებელია გინეკოლგიური გამოკვლევის ჩატარება. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში პაციენტები იგზავნებიან მცირე მენჯის ულტრაბგერით გამოკვლევაზე.

მენსტრუაციათაშორისი სისხლდენის თერაპია აუცილებელია, თუ ეს პათოლოგიური მოვლენები გამოიწვევენ ქალში დისკომფორტს, მაგალითად, იწვევენ ტკივილს. გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია მენსტრუალური ციკლის რეგულარული შეკავებისას, ტკივილებით თანდართული მენსტრუაციისას, ძალიან უხვი ან პირიქით მცირე თვიურების დროს, ან მათი ხანგრძლივობის დარღვევისას. რომელიმე პათოლოგიის დადგენაც კი არ არის ძალიან საშიში, რადგან დაავადების განკურნება პირველ სტადიებზე შედარებით ადვილია.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.