მულტიფოლიკულური საკვერცხეები

მულტიფოლიკულური საკვერცხეები წარმოადგენს ისეთ ნიშანს, რომელიც დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით. მულტიფოლიკულური საკვერცხეები გულისხმობს საკვერცხეებში რამდენიმე (8-დან და მეტი) ფოლიკულის არსებობას. ნორმაში მენსტრუაციის დასწყისში საკვერცხეებშუ ხდება 4-დან 7-მდე ფოლიკულის მომწიფება. მაგრამ მწიფდება, როგორც წესი, მხოლოდ ერთი. მულტიფოლიკულური საკვერცხეების დროს ხდება ერთდროულად 7-ზე მეტი ფოლიკულის მომწიფება.

მულტიფოლიკულური საკვერცხეები განიხილება როგორც ნორმის ვარიანტი. ორგანოებში ასეთი სტრუქტურული ცვლილები აღინიშნება სასქესო მომწიფებისას, ციკლის მეხუთე-მეშვიდე დღეს და ქალებში, რომლებიც გამოიყენებენ ჩანასახის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებს.

ზოგჯერ რთულია ულტრაბგერითი გამოკვლევით მულტიფოლიკულური საკვერცხეების გარჩევა მრავალკისტოზური საკვერცხეებისგან. ამიტომ ფოლიკულების დიდი რაოდენობის დადგენის შემდეგ აუცილებელია გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევები და ჰორმონების ანალიზი.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ჰორმონალური ანალიზი საჭიროა იმ მიზეზით, რომ ფოლიკულების დიდი რაოდენობის წარმოქმნა შეიძლება განპირობებული იყოს მალუთეინიზირებელი ჰორმონის  შემცირებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს წონის მკვეთრ მერყეობასთან.

მულტიფოლიკულური საკვერცხეები წარმოქმნილი მალუთეინიზირებელი ჰორმონის დეფიციტის გამო, როგორც წესი, ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ამენორეა, ანუ ექვს თვეზე მეტი ხნით ციკლის შეწყვეტა, და ოლიგომენორეა, როდესაც მენსტრუაცია იშვიათია. ასეთ შემთხვევაში მულტიფოლიკულური საკვერცხეები განიხილება, როგორც პოლიკისტოზის განვითარების პირველის სტადია.

შემთხვევათა უმრავლესობაში მულტიფოლიკულური საკვერცხეების არსებობა არ მოითხოვს რაიმე თერაპიულ ქმედებებს.

თუ გინეკოლოგიური გამოკვლევის პროცესში და ჰორმონალური ანალიზის შედეგებით საკვერცხეების პოლიკისტოზო გამოირიცხება, მაშინ შემდგომ მულტიფოლიკულური საკვერცხეების მქონე ქალი ექვემდებარება რეგულარულ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს.

მულტიფოლიკულურ საკვერცხეებს ესაჭიროება მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს ხდება მენსტრუალური ციკლის ან ოვულაციის დარღვევა. მულტიფოლიკულური საკვერცხეების თერაპიის ძირითადი მიზანია-ნორმალური ჰორმონალური ფონის აღდგენაა.

როგორც წესი, მულტიფოლიკულური საკვერცხეები არ არის ოვულაციის დარღვევის წინაპირობა და ჩასახვას არ უშლის ხელს.

მულტიფოლიკულური საკვერცხეები აღინიშნება ქალთა უმრავლესობაში. განვითარებისას ფოლიკულები არ მწიფდება ბოლომდე. ეს განსაკუთრებული ნიშანი შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი გახდეს, ან გამოიწვიოს მენსტრუაციის უდროო დაწყება. თუ მულტიფოლიკულური საკვერცხეები  პათოლოგიური მოვლენაა, მაშინ ამ ფონზე შეიძლება არ მოხდეს ბავშვის ჩასახვა. მაგრამ, უფრო ხშირად ასეთი სინდრომი არ ეწინააღმდეგება ორსულობას, არ მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე და ნაყოფის განვითარებაზე ჩანასახოვან პერიოდში. იმის დადგენა თუ რა ხასიათს ატარებს საკვერცხეებში მულტიფოლიკულური წარმონაქმნები, შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ გინეკოლოგს.

მულტიფოლიკულური საკვერცხეების თერაპიის გადაწყვეტისას გინეკოლოგები ნიშნავენ ჰორმონალური პრეპარატებით თერაპიის სპეციფიკურ კურსს., რადგან სინდრომის მოხსნისთვის აუცილებელი პირობაა ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენა. გარდა ამისა, გინეკოლოგმა უნდა დაადგინოს  საკვერცხეებში წარმონაქმნები რა ხასიათისაა-კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი. საკვერცხეებში ფოლიკულების დიდი რაოდენობით წარმოქმნა დაკავშირებულია ქალის ასაკთან. მაგალითად, ასეთი მოვლენა ხშირად აღინიშნება ახალგაზრდა გოგონებში სასქესო მომწიფების დროს, როდესაც სასქესო ორგანოების ფორმირება სრულდება.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.