ოლიგომენორეა

ოლიგომენორეა წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც ვლინდება სისხლდენის მიმდინარეობის შემცირებით ორი ან ნაკლები დღით. ის ჰიპომენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთი სახეა, რომელიც თვიურების შესუსტებას წარმოადგენს. ის ასევე მოიცავს ჰიპომენორეას და ოფსომენორეას-მენსტრუაციათაშორისი მონაკვეთის გახანგრძლივებას 35 დღით.
ჰიპომენსტრუალური სინდრომის აღნიშნული ფორმები ძალიან ხშირად ენაცვლება ერთმანეთს და მენსტრუაციის სრული შეწყვეტის – ამენორეის წინამდგომარეობაა. წარმოქმნის დროისა და მიზეზის მიხედვით აღინიშნება პათოლოგიის ორი სახეობა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პირველადი ოლიგომენორეა იწყება მენსტრუალური ციკლის დამოუკიდებლად, ანუ მენარქეს დადგომისას, ხოლო მეორადი იწყება ნორმალურად მიმდინარე მენსტრუაციის შემდეგ. ხანმოკლე მენსტრუაციებს ხშირად თან ახლავს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ჭარბ წონას.
როგორც წესი, ზიანდება სახის, მკერდის და ზურგის კანი. გარდა ამისა, ადგილი აქვს ჰირსუტიზმს და ჭარბთმიანობას, რომლის დროსაც აღინიშნება სახის, მკერდის, მუცლისა და კიდურების მკვეთრი გათმიანება.
არც თუ ისე იშვიათად ქალის აღნაგობა გვაგონებს კაცისას-კარგად განვითარებული მუსკულატურა და ჩონჩხის დამახასიათებელი აღნაგობა. სექსუალურ სფეროში  აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>

ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პირველადი ჰიპომენსტრუალური სინდრომი

პირველადი ჰიპომენსტრუალური სინდრომის მიზეზია ქალის რეპროდუქციული სისტემის განვითარების მანკები, რაც დაკავშირებულია სასქესო უჯრედების დიფერენცირების პროცესის დარღვევასთან, მათ შორის საშვილოსნოს ინფანტილიზმის დროსაც.
მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობის მეორადი შემცირების მიზეზია ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებები, გარემოს არასასურველი პირობების ზემოქმედება, სტრესი და სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ საკვერცხეების სეკრეტორული ფუნქციის შესუსტებას.
სასქესო ჰორმონების ნაკლებობა თავის მხრივ იწვევს საშვილოსნოს სისხლმომარაგების გაუარესებას, ასევე ენდომეტრიუმის განშრევებისა და ზრდის პროცესების დარღვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში საკვერცხეების უკმარისობის მიზეზია მემკვიდრული წინასწარგანწყობა, რომელიც ვლინდება ქალის გენეტიკური აპარატის თავისებურებებებით.

მიზეზები

ოლიგომენორეა არც თუ ისე იშვიათად ვითარდება საშვილოსნოს ჰიპოპლაზიის, საკვერცხეების ჰიპოფუნქციის, ქრონიკული ენდომეტრიტის, ენდომეტრიოზის ფონზე, ასევე ენდომეტრიუმის მთლიანობის სერიოზული დარღვევის გამო ოპერაციული ჩარევების, ქირურგიული აბორტების, ზედმეტად ინტენსიური გამოფხეკვების შედეგად. მისი მიზეზი შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგიები.
გარდა ამისა, თვიურების შემცირება აღინიშნება სქესობრივი ასაკის პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის დარეგულირება, ასევე მენოპაუზის პერიოდში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა.
ოლიგომენორეის დიაგნოსტიკა მოიცავს საერთო სამედიცინო გამოკვლევას  მისი განვითარების მიზეზის დასადგენად. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის ანალიზი ჰორმონების დონის დასადგენად.

მკურნალობა

მიღებული შედეგების მიხედვით ინიშნება მკურნალობა. ის შეიძლება მოიცავდეს საერთო გამაძლიერებელ თერაპიას, რომელიც გულისხმობს კვების ნორმალიზებას, ვიტამინების  და იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღებას, ფიზიოპროცედურებს, ნემსებით თერაპიას.
მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიმართავენ სპეციალურ ვარჯიშებს და გინეკოლოგიურ მასაჟს. საჭიროების მიხედვით,  ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ოვულაციას.  


ოლიგომენორეალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩸 ოლიგომენორეა წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც ვლინდება სისხლდენის მიმდინარეობის შემცირებით ორი ან ნაკლები დღით.
📌 პირველადი ოლიგომენორეა იწყება მენსტრუალური ციკლის დამოუკიდებლად, ანუ მენარქეს დადგომისას, ხოლო მეორადი იწყება ნორმალურად მიმდინარე მენსტრუაციის შემდეგ.
🟡 ხანმოკლე მენსტრუაციებს ხშირად თან ახლავს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ჭარბ წონას. როგორც წესი, ზიანდება სახის, მკერდის და ზურგის კანი.
👩‍🦰 გარდა ამისა, ადგილი აქვს ჰირსუტიზმს და ჭარბთმიანობას, რომლის დროსაც აღინიშნება სახის, მკერდის, მუცლისა და კიდურების მკვეთრი გათმიანება.
💪 არც თუ ისე იშვიათად ქალის აღნაგობა გვაგონებს კაცისას-კარგად განვითარებული მუსკულატურა და ჩონჩხის დამახასიათებელი აღნაგობა.
📎 სექსუალურ სფეროში აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება.
👉 გაიგეთ მეტი ოლიგომენორეის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3FpRpBQ
#ოლიგომენორეა #რაარისოლიგომენორეა #ოლიგომენორეისნიშნები #ოლიგომენორეისსიმპტომები #ოლიგომენორეისმკურნალობა #მენსტრუალურიციკლი #მენსტრუალურიციკლისდარღვევა #სტრესი #კვებისდარღვევა #გადაჭარბებულივარჯიში #პოლიკისტოზურისაკვერცხეებისსინდრომი #ჩასახვისსაწინააღმდეგოაბები #ოლიგომენორეისმიზეზები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.