საშვილოსნოს რეტროფლექსია

საშვილოსნოს რეტროფლექსია – საშვილოსნოს პათოლოგიური მოხრა უკან. ამ დროს ყელსა და სხეულს შორის წარმოიქმნება კუთხე, რომელიც გაშლილია უკანა მიმართულებით. რეტროფლექსია შეიძლება იყოს მოძრავი ან ფიქსირებული. მოძრავი რეტროფლექსია ხშირად არის ქალის ორგანიზმში ანატომიურ-ფიზიოლოგიური დარღვევის შედეგი, კერძოდ საშვილოსნოს ტონუსისა და მისი კავშირების დაქვეითება სასქესო ორგანოების განუვითარებლობისას. ასთენიური აღნაგობა, დაავადებები, რომლის დროსაც აღინიშნება ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, სხეულის მასის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრავი რეტროფლექსია, ასევე გართულებული მშობიარობისას მშობიარობის შემდგომი პერიოდის არასწორი მიმდინარეობა. ძირითადად პათოლოგიის ეს სახეობა არაფრით არ გამოვლინდება და მხოლოდ გინეკოლოგიური გამოკვლევისას არის შესაძლებელი მისი დადგენა. ჩივილის არ არსებობისას მკურნალობა არ ტარდება. რეკომენდებულია ვიტამინოთერაპია, ფიზკულტურა და სხვა.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საშვილოსნოს ფიქსირებული რეტროფლექსია

ვითარდება ენდომეტრიოზის, მცირე მენჯის ღრუში ანთებითი და სიმსივნური პროცესების შედეგად. გამოვლინდება მტკივნეული (შრომისუნარიანობის დაქვეითებამდეც) და უხვი მენსტრუაციებით, გავაში ტკივილებით, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილებით, გამონადენებით, შარდვის დარღვევებით, შეკრულობით. შესაძლებელია სქესობრივი აქტის დროს ტკივილების შეგრძნება.

საშვილოსნოს რეტროფლექსია

მკურნალობა მიმართულია დაავადების ძირითადი მიზეზის აღსაკვეთად:  ანთებითი პროცესების, ენდომეტრიოზის, ოპერაციული მკურნალობის მომთხოვნი დაავადებების არსებობისას (კერძოდ: მცირე მენჯში სიმსივნური პროცესებისას) ტარდება ქირურგიული კორექცია. როგორც ჰიპერანტეფლექსიის დროს კარგ შედეგს იძლევა სპეციალიზირებული სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი და გიმნასტიკა.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.