საშვილოსნოს ჰიპერტონუსი

ჰიპერტონუსი შეიძლება ვუწოდოთ საშვილოსნოს შეკუმშვას, რომელიც გამოვლინდება მშობიარობის ნავარაუდები თარიღზე ადრე. არცთუისე ხშირად, ამგვარი შეკუმშვები ჩნდება ორსულობის ადრეულ პერიოდში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი – არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ეს მხოლოდ ქალის ორგანიზმში არაკეთილსასრურველი პროცესის ნიშანია, რომელიც არ შეიძლება დააიგნოროთ, რადგან ის წარმოადგენს ორსულობის თვითნებური შეწყვეტის რეალურ საშიშროებას.

გართულებები

ორსულობის პირველ ტრიმესტრში საშვილოსნოს მომატებული ტონუსი იწვევს ნაყოფის კვერცხის სიკვდილს, განუვითარებენ ორსულობას, ორსულობის თვითნებურ შეწყვეტას. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში საშვილოსნოს ჰიპერტონუსი იწვევს გვიან თვითნებურ აბორტს და ადრეულ მშობიარობას, ისთმურ – ცერვიკული უკმარისობის განვითარებას.


♥ შეგიძლიათ შეაჩიოთ და გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”:


საშვილოსნოში გავითარებადი ნაყოფისთვის ჰიპერტონუსი საშიშია პლაცენტის სისხლმომარაგების დარღვევით და შესაბამისად ჰიპოქსიით (ჟანგბადოვანი შიმშილი) და ზრდისა და განვითარების შეწყვეტით. გარდა ამისა, პლაცენტა არ იკუმშება საშვილოსნოს შეკუმშვისას, რაც იწვევს მის განშრევებას და ორსულობის თვითნებურ შეწყვეტას ნებისმიერ პერიოდში, განუვითარებელი ბავშვის გაჩენას.

საშვილოსნოს ჰიპერტონუსის მიზეზები

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დარღვევებით, ყველაზე ხშირად საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებით (მცირდება ესტროგენების და/ან პროგესტერონის გამომუშავება), გაძლიერებულია საკვერცხეებში ან თირკმელზედა ჯირკვალში მამაკაცის სასქესო ჰორმონების სეკრეცია (ჰიპერანდროგენია).
არც თუ ისე ხშირად ამგვარი ჰორმონალური დარღვევები მიეკუთვნება ენდოკრინული დაავადებების გამქრალ ფორმებს,  რომლებიც მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
არაორსულობისას ასეთი მდგომარეობა არ არის საშიში,  მაგრამ ორსულობა რომელიც აწვება სხვა ორგანოებს და სისტემებს მათ შორის ენდოკრინულს,  ზოგჯერ იწვევს მამაკაცის და ქალის სასქესო ჰორმონების ოპტიმალური შეფარდების დარღვევას.
საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შეიძლება განვითარდეს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების ფონზე, ან იყოს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის, ასევე საშვილოსნოს განვითარების ანომალიებისა და მანკების, სიმსივნური პროცესების (მიომა) შედეგი.
გარდა ამისა, დადგენილია რომ ქალის დეპრესიული და აგზნებული მდგომარეობა ორსულობამდე და ორსულობის დროს შინაგანი დაძაბულობა, თვითუკმაყოფილება – ეს ყველაფერი იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

საშვილოსნოს ტონუსის მომატებისას მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმის და დაძაბულობის შეგრძნება აღინიშნება. ასევე წელის ტკივილები, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები მენსტრუალურის მსგავსი.

მკურნალობა

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაწყნარდეთ და მოდუნდეთ. ტონუსი შეიძლება დაქვეითდეს თუ დაიწევს ემოციური დაძაბულობა.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჰოსპიტალიზაციას ითხოვს, უნდა დაეზღვიოთ და დათანხმდეთ. საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირება სასარგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ სრული სიმშვიდის შენარჩუნება იქ უფრო ადვილია. მკურნალობის სტანდარტული პერიოდია 10-14 დღე.  


საშვილოსნოს ჰიპერტონუსილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოს ჰიპერტონუსი შეიძლება ვუწოდოთ საშვილოსნოს შეკუმშვას, რომელიც გამოვლინდება მშობიარობის ნავარაუდები თარიღზე ადრე.
❗️ საშვილოსნოს ჰიპერტონუსი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ეს მხოლოდ ქალის ორგანიზმში არაკეთილსასრურველი პროცესის ნიშანია, რომელიც არ შეიძლება დააიგნოროთ, რადგან ის წარმოადგენს ორსულობის თვითნებური შეწყვეტის რეალურ საშიშროებას.
📌 ორსულობის პირველ ტრიმესტრში საშვილოსნოს მომატებული ტონუსი იწვევს:
📎 ნაყოყოფის კვერცხის სიკვდილს;
📎 განუვითარებელ ორსულობას;
📎 ორსულობის თვითნებურ შეწყვეტას.
📌 ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში საშვილოსნოს ჰიპერტონუსი იწვევს:
📎 გვიან თვითნებურ აბორტს;
📎 ადრეულ მშობიარობას;
📎 ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის განვითარებას.
🩸 საშვილოსნოში გავითარებადი ნაყოფისთვის ჰიპერტონუსი საშიშია პლაცენტის სისხლმომარაგების დარღვევით და შესაბამისად ჰიპოქსიით და ზრდისა და განვითარების შეწყვეტით.
🆘 გარდა ამისა, პლაცენტა არ იკუმშება საშვილოსნოს შეკუმშვისას, რაც იწვევს მის განშრევებას და ორსულობის თვითნებურ შეწყვეტას ნებისმიერ პერიოდში, განუვითარებელი ბავშვის გაჩენას.
👉 გაიგეთ მეტი საშვილოსნოს ჰიპერტონუსის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3GttmlK
#საშვილოსნოსჰიპერტონუსი #რაარისსაშვილოსნოჰიპერტონუსი #საშვილოსნოსჰიპერტონუსისნიშნები #საშვილოსნოსჰიპერტონუსისსიმპტომები #საშვილოსნოსჰიპერტონუსისმკურნალობა #ორსულობა #გართულებებიორსულობისას #ლისტერიოზი #ტოქსოპლაზმოზი #გარეორსულობა #მასტიტი #პლაცენტისწინამდეგარეობა #პლაცენტისნაადრევიაცლა #პრეეკლამპსია #ნაადრევიმშობიარობა #საშარდეგზებისინფექციები #აბორტი #განუვითარებელინაყოფი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.