ცისტოცელე

ცისტოცელე (cystocele; ბერძნ. kystis შარდის ბუშტი + kelē გაბერვა, სიმსივნე) – შარდის ბუშტის სამკუთხედისა და შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ ჩამოწევაა ქალებში საშოს წინა კედლის ჩამოწევის შედეგად. ხშირად აღინიშნება 40 წელზე მეტი ასაკის ქალებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცისტოცელის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის დამაკავშირებელი აპარატის გაჭიმვასთან და მენჯის ძირის კუნთოვანი შრეების ჰიპოტროფიასთან, რის შედეგადაც ხშირად ხდება საშოს წინა კედლის ამობურცვა. ყველაზე ხშირად ცისტოცელეს განვითარების მიზეზია მშობიარობის ტრავმა შორისის გაწყვეტისას. წინამდებარე ფაქტორია ავადმყოფის პროფესია, რომელიც დაკავშირებულია მუცლის პრესის და გავის ძირის კუნთებზე, მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან.
საშოს წინა კედლის ამობურცვასთან ერთად ხდება შარდის ბუშტის ყელის გადაადგილება და შარდგამომტანი არხის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებენ ცისტოცელეს სიმპტომატიკას, შარდვის გართულება შარდის ნარჩენით, შარდის სტრესული შეუკავებლობა სრულ შეუკავებლობამდე.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიაგნოსტიკა

ცისტოცელეს დიაგნოზი დამყარებულია სასქესო ხვრელის, საშოს წინა კედლის  დათვალიერებაზე, გინეკოლოგიური სარკეების დახმარებით. ამ დროს გამოვლინდება საშოს წინა კედლის ამობურცვა, რომელიც იზრდება მუცლის წინა კედლის დაძაბვისას, ზოგ შემთხვევაში ამობურცვა აღწევს დიდ ზომებს და ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას მდებარეობს სასქესო ხვრელის გარეთ.

დიაფერენციალური დიაგნოზი

დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ურეთრის დივერტიკულუმთან და პარაურეთრალურ კისტასთან, ასევე საშოს წინა კედლის ამოვარდნასთან. ურეთრის დივერტიკულისგან განსხვავებით,  ცისტოცელე განლაგდება უფრო ცენტრალურად საშოს წინა კედელთან შეფარდებით და ხშირად მოიცავს შარდის ბუშტის ყელს. ხანდაზმული ასაკის ქალებში ცისტოცელეს ღრუში პოულობენ შარდის კენჭებს. ცისტოგრამაზე ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტული ჩრდილი პროეცირდება სიმფიზის ძვლის ფონზე ან მის ქვევით.

მკურნალობა

ცისტოცელეს მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ ან უროლოგიურ სტაციონარში, ის მიმართულია შარდის ბუშტის კედლისა და საშოს ანატომიური შეფარდების აღდგენისკენ და შარდვის ქირურგიული კორექციისკენ. ძირითადი ოპერაციული მეთოდია კოლპოგრაფია,  რომლის მიზანია შარდის ბუშტის ძირისა და მისი ყელის გამაგრება.  

ცისტოცელელალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

♀️ ცისტოცელე – შარდის ბუშტის სამკუთხედისა და შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ ჩამოწევაა ქალებში საშოს წინა კედლის ჩამოწევის შედეგად
🖇 ცისტოცელის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის დამაკავშირებელი აპარატის გაჭიმვასთან და მენჯის ძირის კუნთოვანი შრეების ჰიპოტროფიასთან, რის შედეგადაც ხშირად ხდება საშოს წინა კედლის ამობურცვა
🤰 ყველაზე ხშირად ცისტოცელეს განვითარების მიზეზია მშობიარობის ტრავმა შორისის გაწყვეტისას
🩻 ცისტოცელეს დიაგნოზი დამყარებულია სასქესო ხვრელის, საშოს წინა კედლის დათვალიერებაზე, გინეკოლოგიური სარკეების დახმარებით
💉 ცისტოცელეს მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ ან უროლოგიურ სტაციონარში, ის მიმართულია შარდის ბუშტის კედლისა და საშოს ანატომიური შეფარდების აღდგენისკენ და შარდვის ქირურგიული კორექციისკენ
👉 გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3PkKpZy  
#ცისტოცელე #შარდისბუშტისდაწევა #ცისტოცელექალებში #ცისტოცელესგამომწვევიმიზეზები #ცისტოცელესსიმპტომები #ცისტოცელესნიშნები #ცისტოცელესდიაგნოსტიკა #ცისტოცელესმკურნალობა #ცისტოცელესოპერაცია #ცისტოცელესქირურგიულიმკურნალობა #ზეწოლისშეგრძნება #შარდისბუშტისინფექცია #შარდისბუშტისგანმეორებითიინფექციები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.