უეცარი ეგზანთემა

უეცარი  ეგზანთემა

 უეცარი ეგზანთემა  – ადრეული ასაკის ბავშვთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რაც ჩვეულებრივ საწყის ეტაპზე ვლინდება მაღალი ცხელებით ლოკალური  სიმპტომების გარეშე  და მოსდევს  წითურას მსგავსი გამონაყარი (ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი).
უეცარი ეგზანთემა განსაკუთრებით გავრცელებულია 6-24 თვის ასაკის ბავშვებში, საშუალო ასაკს წარმოადგენს 9 თვე. ნაკლები სიხშირით შეიძლება დაავადდნენ უფროსი  ასაკის ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები. უეცარი ეგზანთემა სხვა სახელწოდებებითაცაა ცნობილი: ბავშვთა როზეოლა, ფსევდოწითურა, მეექვსე დაავადება, სამდღიანი ცხელება, (roseola infantum, exanthema subitum, pseudorubella), თუმცა ოფიციალური დასახელება უეცარი  ეგზანთემაა, რაც  მისი უეცარი გამოვლინების გამო  ეწოდა. 


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

 უეცარი ეგზანთემის გადაცემა

 უეცარი ეგზანთემის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით ან კონტაქტის მეშვეობით. დაავადების პიკი – გაზაფხული და შემოდგომაა. მისი გამომწვევი მიზეზი ადამიანის ჰერპესვირუსია – HHV-6 და HHV-7. შეძენილი HHV-6 ინფექცია გვხვდება უმეტესად 6-18 თვის ასაკის ბავშვებში. თითქმის ყველა ბავშვის ინფიცირება ხდება სამი წლის ასკაამდე და იმუნიტეტი ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აშშ-ში თითქმის ყველა მოზრდილი ადამიანი სეროპოზიტიურია HHV-6-ის მიმართ. HHV-6-ის გადაცემის მექანიზმი არ არის საკმარისად შესწავლილი. პირველადი ინფიცირების შემდეგ HHV-6        პერსისტირებს სისხლში, სასუნთქი გზების სეკრეტში, შარდში და სხვა ფიზიოლოგიურ სეკრეტებში.

ინფიცირების წყარო

სავარაუდოდ ინფიცირების წყაროს წარმოადგენს ბავშვებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი მოზრდილი HHV-6-ის მტარებლები, ასევე შესაძლებელია არსებობდეს გადაცემის სხვა გზები.
ახალშობილები შედარებით დაცულნი არიან მანამ, სანამ დედის ანტისხეულები არის სისხლში.
პირველადი ინფექცია განსხვავდება ვირუსემიით, რომელიც ახდენს ანტისხეულების პროდუქციის სტიმულაციას.
სპეციფიკური IgM ტიპის ანტისხეულები ჩნდება კლინიკური სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, შემდგომი 1-2 თვე უკვე მიმდინარეობს IgM-ს დონის დაქვეითება.
სპეციფიური IgM შეიძლება იყოს ასევე რეაქტიული ინფექციის დროს და ასევე ზოგიერთი ავტორის მონაცემებით მცირე რაოდენობით გვხვდება ჯანმრთელ პირებშიც.
მე-2-3 კვირას მატულობს სპეციფიური IgG, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება, თუმცა დასაწყის სტადიასთან შედარებით მცირე რაოდენობით.
ანტისხეულების  დონე შეიძლება იცვლებოდეს პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ, ლატენტური ვირუსის შესაძლო რეაქტივაციის შედეგად.
ანტისხეულების დონის მნიშვნელოვანი მომატება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით შეინიშნება მსგავსი დნმ-ის მქონე სხვა ვირუსებით ინფიცირების  შემთხვევაში, მაგალითად, CMV – ციტომეგალოვირუსი.
ზოგიერთი მკვლევარის  დაკვირვებით ბავშვებში პირველადი ინფიცირებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება ოთხჯერ მოიმატოს HHV-6-ის მიმართ IgG-ის დონემ, სხვა აგენტებით დაინფიცირების შედეგად, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ასევე ლატენტური ვირუსის რეაქტივაცია.
HHV-6-ის რეაქტივაცია იმუნოკომპრომენტირებულ პირებში ადასტურებს უჯრედული იმუნიტეტი  მნიშვნელობას.
პირველადი ინფექციის შემდეგ ვირუსი პერსისტირებს ლატენტურ მდგომარეობაში ან ყალიბდება ქრონიკული ინფექცია ვირუსის მუდმივი პროდუქციით.
ქრონიკული ინფექციის კონტროლში მონაწილე იმუნური პასუხის კომპონენტები უცნობია. ლატენტური ინფექციის დროს HHV-6-ის დნმ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე პერიფერიული სიხლის უჯრედებში, თუმცა ვირუსის  ძირითადი ადგილმდებარეობა უცნობია.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ  HHV-6 ლატენტურად აინფიცირებს მონოციტებსა და სხვადასხვა ქსოვილის მაკროფაგებს, ასევე ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს, რის შედეგადაც მიმდინარეობს მისი რეაქტივაცია.

სიმპტომები:

უეცარი ეგზანთემის ინკუბაციური პერიოდი 9-10 დღეს შეადგენს.
დაავადების ნიშნები ვარირებს ასაკისდა მიხედვით.
მცირე ასაკის ბავშვებში ადგილი აქვს უეცრად ტემპერატურის მომატებას, აღინიშნება გაღიზიანებადობა, კისრისა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება,  სურდო, ქუთუთოების შეშუპება, დიარეა, ზოგჯერ აღინიშნება წვრილი მაკულო-პაპულოზური გამონაყარი სასაზე და ენაზე, ჰიპერემია.
ტემპერატურის მომატებიდან 12-24 საათის განმავლობაში ვითარდება გამონაყარი. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა იყოს სურდო და/ან დიარეა, იშვიათია გამონაყარი.
ტემპერატურა საშუალოდ აღწევს  39.70 С, შეიძლება მოიმატოს 39.4-41.20 C -მდეც. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ბავშვი აქტიურია.
ტემპერატურა კრიზისულად ეცემა  მეოთხე დღეს. ეგზანთემა ვლინდება ტემპერატურის დაქვეითებისას, ზოგჯერ გამონაყარი მანამდეც შეიმჩნევა, ან პირიქით ჩნდება, როდესაც ტემპერატურა ნორმის ფარგლებს მიაღწევს.
რაც შეეხება გამონაყარის ტიპს, აღინიშნება: როზეოლური, მაკულოზური ან მაკულო-პაპულოზური ხასიათის მოვარდისფრო შეფერილობის 2-3 მმ დიამეტრის  ელემენტები, რომლებიც ზეწოლისას ფერმკრთალდებიან, იშვიათად ერწყმიან ერთმანეთს, არ ახლავს ქავილი.
გამონაყარი ვითარდება სხეულზე, კისრის, სახის  და ქვემო კიდურებზე შემდგომი გავრცელებით, ზოგიერთ შემთხვევებში ძირითადად აღინიშნება სხეულზე, კისერზე და სახეზე. გამონაყარი ნარჩუნდება რამდენიმე საათიდან 1-3 დღემდე.
ქრება უკვალოდ, ზოგჯერ აღინიშნება ერითემის სახით. ახალშობილებში პირველადი HHV-6  ინფექცია ასევე უეცარი ეგზანთემით ვლინდება.
კლინიკური გამოვლინებები მსგავსია უფროსი ასაკის ბავშვების, თუმცა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ყველაზე ხშირი ფორმა არის ცხელება ლოკალური სიმპტომების გარეშე, ტემპერატურის მომატებაც ხდება შედარებით დაბალ ზღვრამდე.
ლიტერატურული მონაცემებით, პირველადი ინფიცირებისას ყველაზე ხშირია  უსიმპტომო  მიმდინარეობა, როდესაც მხოლოდ პერიფერიული სისხლის უჯრედებში ხდება  ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა.
HHV-6 ინფექციას უკავშირებენ მთელ რიგ გამოვლინებებს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ HHV-6 შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობების მიზეზი, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, გაფანტული სკლეროზი, პოლიორგანული უკმარისობა, ვარდისფერი ლიქენი, ჰეპატიტი, ვირუსული ჰემოფაგოციტოზი, იდოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, წამლების მიმართ მომატებული მგრძნობელობის სინდრომი, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ.
თუმცა ეს მონაცემები სადაოა და მოითხოვს ღრმა კვლევებს.

გართულებები

გართულებები უეცარი ეგზანთემის  დროს იშვიათად გვხვდება, იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც იმუნური სისტემის დაქვეითება აღინიშნება ბავშვებში. ჯანსაღი იმუნური სისტემის  მქონე პირებში, ყალიბდება სამუდამო იმუნიტეტი. პედიატრიული დაავადებები