ლეიკემია

ლეიკემია სიმსივნის ერთერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც ხდება სისხლის თეთრი უჯრედების მუდმივი ზრდა.

ლეიკემიის ტიპები

არსებობს  ლეიკემიის ოთხი ძირითადი ტიპი, რომელთაგან ორი მწვავეა  (უეცრად აღმოცენებული) და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი).
ქრონიკული ლეიკემია იშვიათად გვხვდება  20 წელზე ქვევით ასაკში, მაგრამ მწვავე ფორმა აღინიშნება როგორც მოზრდილებში,  ისე  ბავშვებში.
ბავშვთა ლეიკემიის 85% შემთხვევას შეადგენს  მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია (მლლ),  ხოლო მეორე ადგილზეა  მწვავე მიელოიდური ლეიკემია (მმლ). მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია გვხვდება  2-5 წლის ასაკში.

 რა იწვევს ლეიკემიას?

ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი არაა ზუსტად დადგენილი, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. შესაძლო მიზეზებს განეკუთვნება ინფექციურ გამომწვევებზე რეაქცია, რადიაციული, ქიმიური ნივთიერებებისა და ელექტრომაგნიტური  ველის (ელექტროგადაცემის ხაზები) ზემოქმედება, ასევე  მემკვიდრეობითი ფაქტორები.
დაავადების რადიაციულ ბუნებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხშირია ასეთ ადგილებში ლეიკემიის შემთხვევები.
აღმოჩენილია შინაურ და გარეულ ცხოველებში ვირუსები, რომლებიც იწვევენ ლეიკემიას. ვარაუდობენ, რომ წინასწარგანწყობილ ბავშვებში სწორედ ვირუსი შეიძლება გახდეს ლეიკემიის განვითარების მიზეზი.
ბავშვთა ავადობა ლეიკემიით გაიზარდა ბოლო 20-30 წელია. ამის მიზეზად გვევლინება  ქიმიური ნივთიერებებისა და რადიაციის ზეგავლენა.

როგორია დაავადების სიმპტომატიკა?

თუ არ მოხდა ლეიკემიის მკურნალობა, მთავრდება ლეტალობით. დროულად დაწ­ყე­ბული მკურნალობა ზრდის რემისიის ან სრული გამოჯანმრთელების შანსებს. ლეიკემიის სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • გადაჭარბებული და მუდმივი დაღლილობა
  • ქოშინი
  • ტკივილი  კიდურების ძვლებსა და სახსრებში
  • მორეციდივე ინფექციები
  • სილურჯეების ხანგრძლივად არსებობა კანზე
  • მუცლის შებერილობა
  • სისხლდენა ღრძილებიდან ან სისხლი განავალში

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვთან აღმოაჩინეთ ნებისმიერი ამ სიმპტომთაგანი ან ცხელება, რომელიც გრძელდება  5-7 დღე.

დიაგნოსტიკა

ლეიკემიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.  სისხლის განმეორებითი ანალიზი საჭიროა იმისათვის, რომ განისაზღვროს წითელი და თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების შემცველობა, ასევე გამოვლინდეს უჯრედული გადახრა. დიაგნოზი დასტურდება ძვლის ტვინის ბიოფსიით. ლეიკემიის ტიპის განსაზღვრა ხდება ლეიკემიური უჯრედების ქრომოსომების განსაზღვრით ან მის მიმართ ანტისხეულების არსებობით.

როგორ ვითარდება ლეიკემია?

ლეიკემიის დროს მკვეთრად იზრდება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ლეიკემიის თითოეული ტიპის დროს  ხდება განსაზღვრული უჯრედების რაოდენობრივი მატება. დიაგნოსტიკა რთულდება იმითაც, რომ  ლეიკემიის ცალკეულ სახეს აქვს თავისი ვარიანტები.
მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის დროს  მატულობს ლიმფური ქსოვილების მიერ გამომუშავებული უჯრედები. ზოგჯერ მათი რიცხვი სისხლში 30-60-ჯერ იზრდება. მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დროს იზრდება ძვლის ტვინის მიელოიდური ქსოვილის მიერ გამომუშავებული გრანულოციტები.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მათი მომატებული რაოდენობისა არ ხდება მათი ფუნქციური მომწიფება, რის გამოც ვერ ასრულებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს, კერძოდ კი ინფექციური პროცესებისაგან დაცვას.
ორივე შემთხვევაში ქვეითდება ასევე სისხლის წითელი უჯრედები და თრომბოციტები. საერთო ჯამში აღინიშნება სიფერმკრთალე, დაღლილობა, ხშირად ვითარდება სილურჯეები და სისხლდენები.

მკურნალობა

მკურნალობა კომბინირებულია და მის  მიზანს წარმოადგენს რემისიის მიღწევა და შენარჩუნება.

ლეიკემიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩸 ლეიკემია – სიმსივნის ერთერთი ნაირსახეობა, რომლის დროსაც ხდება სისხლის თეთრი უჯრედების მუდმივი ზრდა
📌 ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი არაა ზუსტად დადგენილი, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა
🖇 შესაძლო მიზეზებს განეკუთვნება:
📎 ინფექციურ გამომწვევებზე რეაქცია;
📎 რადიაციული, ქიმიური ნივთიერებებისა და ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება;
📎 მემკვიდრეობითი ფაქტორები
🩺 ლეიკემიის სიმპტომებს მიეკუთვნება:
➡️ გადაჭარბებული და მუდმივი დაღლილობა;
➡️ ქოშინი;
➡️ ტკივილი კიდურების ძვლებსა და სახსრებში;
➡️ მორეციდივე ინფექციები;
➡️ სილურჯეების ხანგრძლივად არსებობა კანზე;
➡️ მუცლის შებერილობა;
➡️ სისხლდენა ღრძილებიდან;
➡️ სისხლი განავალში
👉 გაიგეთ მეტი ლეიკემიის შესახებ ლალი დათეში ძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3yiXQDw
#ლეიკემია #ლეიკემიისსიმპტომები #რასიმპტომებიახასიათებსლეიკემიას #ლეიკემიისგამომწვევიმიზეზები #ლეიკემიისნიშნები #სისხლისგათეთრება #ლეიკემიისმკურნალობა #ლეიკემიისგანვითარება #ლეიკოციტებისმომატება #რადიაციულითერაპია #ქემოთერაპია #ღეროვანიუჯრედებისგადანერგვა #მუდმივიდაღლილობა #ქოშინი #კიდურებისტკივილი #სახსრებისტკივილი #მორეციდივეინფექციები #ხანგრლივისილურჯეები #მუცლისშებერილობა #სისხლდენაღრძილებიდან #სისხლდენაცხვირიდან #სისხლიანიგანავალი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პედიატრიული დაავადებები