ვაზელინი

 ვაზელინი

ზოგადი ინფორმაცია ვაზელინის შესახებ

ვაზელინი –  (ლათ. Vaselinum, Paraffinum unguinosum, Petrolatum) – მალამოსებრი სითხეა, სუნისა და გემოს გარეშე, არასრული გაწმენდისას ფერით – შავიდან ყვითლამდე, სრული გაწმენდისას – თეთრამდე. შედგება მინერალური ზეთისა და მყარი პარაფინური ნახშირწყლების ნარევისგან. ლღობის ტემპერატურა 27-60 გრადუსი C, სიბლანტე 28-36 კვ.მმ / წმ 50C-ის დროს. ხსნადია ეთერში  და ქოლოროფორმში, უხსნადია წყალსა და სპირტში, ნებისმიერ ზეთთან შეუძლია შერევა ქაფურის გარდა. ღებულობენ ვაკუუმდისტილირებულ ნავთოვანი ფრაქციის პეტროლატუმით, პარაფინითა და ცერეზინით შესქელებისას. არ ქაფდება ტუტოვანი ხსნარებით, არ იჟანგება, იწვება ჰაერზე და უცვლელი რჩება  კონცენტრირებული ხსნარებით ზემოქმედებისას.

ვაზელინის ისტორია

1859 წელს მიღებულ იყო ინგლისელი ქიმიკოსის რობერტ ჩეზბროს მიერ. თავდაპირველად ავტორმა ახალ პროდუქტს შეარქვა ნავთოვანი ჟელე (Petroleum Jelly — англ.). მაგრამ ამ სახელწოდებამ მყიდველების ყურადრება არ დაიმსახურა. მაშინ, რობერტმა გადაწყვიტა  დაერქვა ,,ვაზელინი“, ეს სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან: გერმანულიდან ,,wasser”-წყალი და ბერძნულიდან ,,elaion”-ზეითუნის ზეთი. 1872 წელს მან მიიღო აშშ-ს პატენტი პროდუქტის წარმოებაზე, ხოლო 1878 წელს დააპატენტა ვაზელინი, როგორც სავაჭრო მარკა. ახლანდელ დროში სავაჭრო მარკა ,,vaseline” ეკუთვნის კომპანია Unilever-ს, რომელიც აწარმოებს ამ ბრენდით კანის მოვლის საშუალებებს. საჭიროა აღინიშნოს,  რომ ,,ვაზელინის“ ისტორია -სავაჭრო ნიშნის სავაჭრო კატეგორიის საზოგადოებრივი სახელწოდების ხარისხად   საერთო მოხმარებაში გადასვლის ერთ-ერთი შემთხვევაა, რაც იურიდიული თვალსაზრისით შესაძლებლობას იძლევა    გამოყენებულ იქნას ნებისმიერი მწარმოებლისთვის.

ვაზელინის მიღება

განარჩევენ ვაზელინის ორ სახეობას: ნატურალური და ხელოვნური.

ნატურალური (ბუნებრივი ,,ამერიკული“) ვაზელინი მიიღება ფოთლოვან-პარაფინური ფისების გადამუშავებისას გოგირდოვანი მჟავით შემდგომი გაწმენდით და გამათეთრებელი მიწებით, მაადსორბირებელი ფისოვანი და საღებავი ნივთიერებებით გათეთრებით. ეს მალამოსებრი,  ხოლო თხელ შრეებში გამჭვირვალე, ბლანტი, უფერო მასაა, გემოსა და სუნის გარეშე (იშვიათად ნავთის სუსტი სუნით),   შემკვრივებისგან თავისუფალი,  ძაფებად წელვადი. ყვითელი ვაზელინი ფლუორესცირებს მწვანე ფერად, თეთრი ოპალესცირებს. ხასიათდება  ასეპტიკური და ჰიდროფილური თვისებებით და ლანოლინთან და ცეტილურ ალკოჰოლთან ნარევში წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობის შთანთქმისა და შეკავების უნარი აქვს. ნატურალური ვაზელინი ძალიან რთულად ემულგირდება. ნებისიერ ტემპერატურულ პირობებში შენახვისას არ უნდა განშრევდეს და გამოყოს ზეთი, კვალის სახითაც კი.

ნატურალურ ვაზელინს უფრო ლამაზი და გამჭვირვალე სახე აქვს,  ვიდრე ხელოვნურს. მისი კონსისტენცია არ იცვლება ტემპერატურული მერყეობისას; კანზე ტოვებს წებოვან, ცხიმოვან, რთულად მოსაშორებელ კვალს.

ხელოვნური ვაზელინი – ცერეზინის, პარაფინის სამედიცინო ვაზელინოვან ან პარფიუმერულ ზეთთან სხვადასხვა პროპორციაში პარაფინის ან ცერეზინის ნარევია ლღობის წერტილთან შესაბამისობაში. მას ემატება გასუფთავებული პეტროლატუმი სიბლანტის მოსამატებლად.

ხელოვნური ვაზელინი მიიღება ხეების გადამამუშავებელი წარმოებით ან ამზადებენ კოსმეტიკურ ქარხნებში. მალამოსებრი მუქი, თხელ შრეში გამჭვირვალე, ნეიტრალური, მოკლე ძაფებად წელვადი, თეთრი ან ყვითელი მასაა, სუნისა და გემოს გარეშე. გალღობისას უნდა იძლეოდეს ერთგვაროვან გამჭვირვალე ფლუორესცირებად ზეთოვან სითხეს, სუნის გარეშე.

ვაზელინის გამოყენება

ვაზელინი გამოიყენება ელექტროტექნიკურ წარმოებაში ქაღალდისა და ქსოვილების გასაჟღენთად. პლასტიკურ საპოხ მასალად, რომელიც მდგრადია ძლიერი მჟანგავების მიმართ. მეტალების კოროზიისგან დასაცავად, მედიცინაში როგორც საფაღარათო წამალი. გამოიყენება ოყნის წვეტის გასაპოხად, კოსმეტიკური მალამოების კომპონენტია კოსმეტიკაში. ვაზელინი გამოიყენება როგორც ცხიმოვანი ფუძე ზოგიერთი მალამოების შემადგენლობაში და დამოუკიდებლად (ვაზელინი, ბოროვანი ვაზელინი, მასაჟის მალამო).

გავრცელებული  აზრის საწინააღმდეგოდ, ვაზელინს ძალიან მცირე გამოყენება აქვს ლუბრიკანტის სახით სექს-ინდუსტრიაში, რადგან ის იწვევს ლატექსის  დაზიანებას (მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლატექსი ყოველთვის არ გამოიყენება, მითუმეტეს სექს-ინდუსტრიაში). აქ გამოიყენება სხვა შემადგენლობები წყლის შემცველი კომპონენტების საფუძველზე (მაგალითად- სილიკონები). გამოიყენება  ტატუირებისას წარმოქმნილი ნაწიბურის დასარბილებლად და შესახორცებლად.

ვაზელინი რუსეთში დარეგისტრირებულია, როგორც საკვები დანამატი E905b

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი