ორსულობა და ინფექციები

ორსულობა და ინფექციები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 

ორსულობის პერიოდში არასასურველია ნებისმიერი ინფექციური პროცესის არსებობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები როგორც დედის, ისე ნაყოფის და შემდეგ უკვე ახალშობილის მხრივ. უნდა აღინიშნოს ნებისმიერი ინფექცია თავის მხრივ ხელ უწყობს საავადმყოფოსშიდა ინფექციების განვითარებას. პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია ეპიდანამნეზის შეგროვება, რათა გამოვლინდეს კონტაქტი ინფექციურ დაავადებებთან, განსაკუთრებით კი ეს ეხება ტუბერკულოზს, ჰეპატიტს, ნაწლავურ და ბავშვთა ინფექციებს, განსაკუთრებით საშიშ და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.

ინფექციის ნიშნების გამოვლენისას ორსულის მიერ ექიმის გამოძახება უნდა მოხდეს ბინაზე, რადგან ქალთა კონსულტაციის ცენტრში მიმართვით საფრთხის ქვეშ არ მოექცნენ სხვა ორსულები.

ორსულობა და ვირუსული ჰეპატიტი

ვირუსული ჰეპატიტით ავადობის მაჩვენებელი საკამოდ მაღალია, რის გამოც მატულობს ორსულთა ავადობის რისკიც. ამოტომ ხდება ყველა ორსულის გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე. ჰეპატიტით დასნებოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაყოფის საშვილოსნოშიდა ინფიცირება და ღვიძლის  დაზიანება.

ინფექციური ჰეპატიტის ფონზე ორსულობის შეწყვეტა ხშირად იწვევს გართულებებს, მათ შორის სისხლდენას. მწვავე ჰეპატიტით ინფიცირებული ორსულის მშობიარობა უნდა მოხდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში. პროფილაქტიკის მიზნით ტარდება აცრები ახალშობილებში, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში გამოიყენება გამა-გლობულინი, ჰეპატოპროტექტორები და ვიტამინები.

ორსულობა და ტუბერკულოზი

მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ტუბერკულოზით  დაავადებულთან კონტაქტის და ანამნეზში ტუბერკულოზის არსებობის გამოვლენა, რადგან ახალშობილს ტუბერკულოზის წინააღმდეგ არ გააჩნია იმუნიტეტი, ვითარდება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აცრის ჩატარებიდან.

ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

მიეკუთვნება შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, სიფილისი, გონორეა და სხვა. აღნიშნული ინფექციების არსებობის დროს ნაყოფის ინფიცირების მაღალი რისკის გამო ორსულს აქვს უფლება მიიღოს ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. არსებობს პროფესიული დასნებოვნების საფრთხეც, ამიტომ დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები.

ბოლო წლებში საკმაოდ გავრცელებული ინფექციებია ქლამიდიები, გარდნელა, ურეაპლაზმა. აღნიშნულმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაყოფის ინიფიცირება.

ორსულობა და ფარული ინფექციები

ხშირ შემთხვევაში პერინატალური ინფექციები ფარულად მიმდინარეობს და არ გააჩნია რაიმე კლინიკური გამოვლინება, თუმცა მიუხედავად ამისა იწვევს ნაყოფის პათოლოგიას, მუცლის მოშლას, პოლიჰიდრამნიონის განვითარებასა და სხვა გართულებებს, მათ შორის მშობიარობის შემდგომ გართულებებს. ასეთი ინფექციებია ტოქსოპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი (ეს უკანასკნელი იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს), აღნიშნულ ინფექციებზე აუცილებლად უნდა მოხდეს ორსულის გამოკვლევა

ორსულობა და ბავშვთა ინფექციები

ამ მხრივ  განსაკუთრებით საყურადღებოა წითურა, რომელიც განაპირობებს ნაყოფის მრავლობითი მანკების განვითარებას.

ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის,  სანიტარული ნორმების დაცვა,  ორსულის ინფორმირება ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.