მინი-აბორტი

მინი-აბორტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

 უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
 ქალის კონტრაცეპტივები
 მამაკაცის კონტრაცეპტივები
 პრეზერვატივები 
 ლუბრიკანტები 
 სპერმიციდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბარია მინი აბორტზე, ქალები ამას აღიქვამენ აბორტის სახეობად, რომლესაც ახლავს თან მინიმალური გართულებები.
სინამდვილეში კი ტერმინი „მინი“ ამ შემთხვევაში მიუთითებს მხოლოდ ორსულობის ადრეულ ვადაზე, სანაყოფე კვერცხის ზომაზე.

მინი-აბორტის ჩატარების ვადები

როგორც წესი მინი აბორტი ტარდება, როდესაც ორსულობის ვადა არ აღემატება 5-6 კვირას. ამაზე უფრო გვიან ვადებზე მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, რადგანაც ემბრიონი დღითიდღე უფრო და უფრო მყარად ემაგრება საშვილოსნოს კედელს და მისი მოცილებაც ძნელდება, შესაბამისად საშვილოსნოს დაზიანებაც უფრო მეტადაა გამოხატული და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესიც გაძნელებულია.

ვაკუუმ-ასპირაცია

მინი აბორტის სხვა უპირატესობებს ექიმები მიაკუთვნებენ ასევე ოპერაციის ჩატარების ხანგრძლივობას, ვაკუუმ-ასპირაცია აბორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით  მხოლოდ 5-10 წუთს მოითხოვს.
მინი აბორტი საკმაოდ უმტკივნეულო პროცედურაა, რადგანაც ტარდება ზოგადი ნარკოზით ან ადგილობრივი გაუტკივარებით, გარდა ამისა საქაჩი წარმოაგდენს პლასტმასის მილს, რომელიც ნაკლებად ახდენს საშვილოსნოს ტრავმირებას, შესაბამისად აღდგენის პერიოდიც შედარებით ხანმოკლეა.

მინი-აბორტის ჩატარებამდე

ორსულობის დადგენის შემდეგ მინი აბორტის ჩატარებამდე აუცილებელია ზოგადი დათვალიერება და ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ არ არის საშვილოსნოსგარე ორსულობა. მხოლოდ ამის შემდეგ თუ პროცედურა უკუნაჩვენები არაა პაციენტისათვის, ტარდება ვაკუუმ ასპირაცია.

უკუჩვენებები

უკუჩვენებებს მიეკუთვნება მცირე მენჯის გინეკოლოგიური, ინფექციური და ანთებითი დაავადებები. მინი აბორტი აუცილებლად ტარდება ექოსოკოპიის კონტროლის ქვეშ, რათა ექიმმა შეძლოს სანაყოფე კვერცხის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

პროცედურის მიმდინარეობა

მინი აბორტი საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ხდება სპეციალური მარწუხების საშუალებით საშვილოსნოს ყელის ფიქსირება და გაფართოება, შემდეგ საშვილოსნოს ღრუში შეყავთ ვაკუუმ ასპირატორის მილი, რომელშიც იქმნება უარყოფითი წნევა და ხდება ემბრიონის გამოწოვა საშვილოსნოდან.

პროცედურის შემდგომი პერიოდი

მინი ბორტის შემდეგ პაციენტი იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ 3-4 საათის განმავლობაში. შემდგომი ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინტიმურ ჰიგიენას, ქალმა თავი უნდა აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას, ღია აუზში ცურვას, ცხელი აბაზანის მიღებას.
მინი აბორტის შემდგომ სისხლიანი გამონადენი წყდება რამდენიმე საათში, ამიტომ სისხლდენის გახანგრძლივების ან მუცლის მიდამოში ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მიერ გასინჯვა, ხომ არ მოხდა ემბრიონის ნაწილის ჩარჩენა  საშვილოსნოში, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს გამოფხეკა, რადგან არ მოხდეს მისი გახრწნა.
თუ არ აღინიშნება რაიმე სახის გართულება საკონტროლო გასინჯვის მიზნით გინეკოლოგს  ორ თვეში ერთხელ უნდა მიმართოს.
გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


მინი-აბორტი FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧐 ხშირ შემთხვევაში, როდესაც საუბარია მინი აბორტზე, ქალები ამას აღიქვამენ აბორტის სახეობად, რომლესაც ახლავს თან მინიმალური გართულებები
👉 სინამდვილეში კი ტერმინი „მინი“ ამ შემთხვევაში მიუთითებს მხოლოდ ორსულობის ადრეულ ვადაზე, სანაყოფე კვერცხის ზომაზე

📅 როგორც წესი მინი აბორტი ტარდება, როდესაც ორსულობის ვადა არ აღემატება 5-6 კვირას
⭕️ ამაზე უფრო გვიან ვადებზე მოსალოდნელია სერიოზული გართულებები, რადგანაც ემბრიონი დღითიდღე უფრო და უფრო მყარად ემაგრება საშვილოსნოს კედელს და მისი მოცილებაც ძნელდება,
🔴 შესაბამისად საშვილოსნოს დაზიანებაც უფრო მეტადაა გამოხატული და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესიც გაძნელებულია
🌐 შეიტყვეთ მეტი მინი-აბორტზე სტატიიდან – https://bit.ly/3cgiHPk
#აბორტი #მინიაბორტი #მინიაბორტისუკუჩვენებები #რაარისმინიაბორტი #აბორტიადრეულეტაპზე #აბორტისგართულებები #მინიაბორტისშემდგომიპერიოდი #აბორტისშემდგომისსიხლდენა #აბორტისშემდგომირეაბილიტაცია #გინეკოლოგია #ვიზიტიგინეკოლოგთან #მინიაბორტისპროცედურა #ჰიგიენააბორტისშემდეგ #აბორტიმეხუთეკვირაზე #აბორტიმეექვსეკვირაზე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება~
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.