მშობიარობისშემდგომი თირეოდიტი

  • თურმანიძის მალამოები

მშობიარობის შემდომი თირეოდიტი

მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი აუტოიმუნური თირეოდიტის ნაირსახეობაა და ფარისებრი ჯირკვლის ტრანზიტორულ  დისფუნქციას  წარმოადგენს. გავრცელება შეადგენს ყველა ორსულობის  5-9%-ს. მშობიარობის შემდეგ პირველი წლის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების უმეტესობა  დაკავშირებულია სწორედ მშობიარობის შემდგომ თირეოდიტთან

მშობიარობის შემდომი თირეოდიტის პათოგენეზი

ფარისებრი ჯირკვლის უნიკალურ ფუნქციას წარმოაგდენს მზა თიროეიდული ჰორმონების   დიდი რაოდენობით დაგროვება, აღნიშნული ჰორმონების  მარაგი ორგანიზმს საჭიროების შემთხვევაში 2-3 თვის განმავლობაში  უზრუნველყოფს. ჰორმონების  დაგროვება ხდება  ფოლიკულის შიგნით მდებარე  კოლოიდში. მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის დროს ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქცია   დაკავშირებულია ტრანზიტორულ  აუტოიმუნურ აგრესიასთან, რაშიც დიდი როლი ენიჭება იმუნურ რეაქტივაციას, იგივე რიკოშეტის ფენომენს, ორსულობის პერიოდში ხანგრძლივი ფიზიოლოგიური დათრგუნვის შემდეგ შეინიშნება იმუნური სისტემის აქტივობის მკვეთრი მომატება, რაც სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება. დესტრუქციული თირეოდიტის დროს მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების  მასიური დაშლა, რის შედეგადაც თიროიდული ჰორმონების დიდი რაოდენობით  ხვდება სისხლძარღვოვან კალაპოტში და განაპირობებს თირეოტოქსიკოზისათვის დამახასიათებელ სიმპტომატიკასა და ლაბორატორიულ ცვლილებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერთირეოზი ამ შემთხვევაში დაკავშირებულია არა ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ ფუნქციასთან, არამედ ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქციასთან, ამიტომაც სცინტიგრაფიისას აღინიშნება რადიოფარმპრეპარატის შემცირებული განაწილება.

მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის განვითარების მაღალი რისკი (30-50%) აქვთ  ქალებს, რომლებიც არიან თიროიდული პეროქსიდაზასადმი ანტისხეულების ფარული მტარებლები, გარდა ამისა პაციენტებში ნებისმიერი აუტოიმუნური პათოლოგიით, როგორიცაა მაგალითად  შაქრიანი დიაბეტი ტიპი I, მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის განვითარების  რისკი 3-ჯერ მეტია ჩვეულებრივ პოპულაციასთან შედარებით.

მშობიარობის შემდომი თირეოდიტის სიმპტომები

მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის კლასიკური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია მშობირობიდან 8-14 კვირის შემდეგ ტრანზიტორული ი  თირეოტოქსიკოზის განვითარება (თირეოტოქსიკოზის ფაზა), რასაც მოსდევს ჰიპოთირეოიდული ფაზა, 6-8 თვის შემდეგ აღდგენის პერიოდი, ეუთირეოზი. რიგ შემთხვევებში თავიდანვე იწყება ჰიპოთირეოდული ფაზით, რის შემდეგაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალიზდება. უფრო ხშირად მშობიარობის შემდგომი თირეოდიტისათვის არაა დამახასიათებელი გამოხატული კლინიკური სურათი, რის გამოც აღნიშნული პათოლოგიის ფართო გავრცელების მიუხედავად ხშირად რჩება შეუმჩნეველი, რადგანაც ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა სისუსტე, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, მეხსიერების გაუარესება, დეპრესია, თვლიან მშობიარობის შემდგომი პერიოდში  ნორმალურ გამოვლინებას. დაავადების ჰიპერთირეოიდული ფაზა  შეიძლება დიფუზური ტოქსიკური ჩიყვში აგვერიოს, მიუხედავად ამისა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი არ საჭიროებს მკურნალობას, გაივლის თავისით.

მეანობა


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook