მშობიარობის შემდგომი ყაბზობა

მშობიარობის შემდგომი ყაბზობა
დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


ყაბზობა მშობიარობის შედგომი პერიოდის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მიზეზები მრავალია, მათ შორის ჰორმონული ფონის ცვლილებები და მუცლის პრესისა და შორისის კუნთების გადაჭიმვა. ასევ ნაწლავებზე ზემოქმედებას ახდენს საშვილოსნოს გადიდება.  ორსულობის პერიოდში ნაწლავების უბრუნდება პირვანდელ მდებარეობას, რაც ასევე განაპირობებს ყაბზობას.
არცთუ იშვიათად საკეისრო კვეთის შემდეგ ქალები ერიდებიან ჭინთვებს არსებული ნაკერების გამო. ნეგატიურ გავლენას ახდენს მეძუძური დედის არასწორად შედგენილი კვების რაციონი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ყაბზობა ორი სახისაა: პარალიზური და სპასტიური. პარალიზური ყაბზობის ქვეითდება ნაწლავის კედლის ტონუსი. ყაბზობის აღნიშნული ფორმა ვითარდება საკეისრო კვეთის შემდეგ და წარმოადგენს ნაწლავების რეაქციას მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევისას.
სპასტიური ყაბზობის დროს პირიქით შეინიშნება ნაწლავების მომატებული ტონუსი, ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს. პარალიზური ხასიათის ყაბზობას თან ახლავს ნაწლავის გადავსების შეგრძნება და გაბმული, ყრუ ტკივილი მუცელში, ამასთან მომატებულია აირების წარმოქმნა, აღინიშნება მადის დაქვეითება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, მოთენთილობა. ნაწლავების დაცლისას დასაწყისში ფორმირდება მკვრივი განავლოვანი მასები, რაც იწვევს მტკივნეულ შეგრძნებებს, შემდეგ იძენს თხევად ხასიათს.
სპასტიური ყაბზობის დროს ტკივილი ვლინდება მუცლის მარცხენა ნაწილში და მოსალოდნელია  ასევე მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, დაღლილობა, გაღიზიანებადობა. ნაწლავების დაცლა ხდება დღეში რამდენჯერმე მცირე პორციებად, არასრულად, მკვრივი განავლოვანი მასებით.

მკურნალობა

ყაბზობის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მშობიარობის შემდეგ უნდა შედგეს სპეციალური რაციონი ლაქტაციისა და ბავშვის ალერგიული რეაქციების მიხედვით. რაციონი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ხილს ადა ბოსტნეულს, ბურღულეულს, რძემჟავა პროდუქტებს.  ყაბზობის დროს სასარგებლოა ხურტკმელი, ერთ სუფრის კოვზ კენკრას უნდა დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ¼ ჭიქა დღეში. პარალიზური ყაბზობის დროს ეფექტურია ერთი ჭიქა წყალი უზმოზე.

მოერიდეთ

ყაბზობის დროს არაა რეკომენდებული მაგარი ჩაი, მანანის ფაფა, ხორბლის ქატო, ლორწოვანი სუპები და თეთრი ბრინჯი. ასევე თავი უნდა მოვარიდოთ კომშს, მოცხარს, მოცვს, მარწყვს, ნიგოზს და პარკოსნებს. ყაბზობის პრობლემის  გაღრმავება შეიძლება გამოიწვიოს მაგარი სორტის ყველმა.

სასაქმებელი საშუალებები

რაც შეეხება სასაქმებელი საშუალებებს, მათმა ხშირმა  გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეჩვევა და პრობლემის კიდევ უფრო გაუარესება. ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ ნაწლავების ტონუსის მომატებას დაუშვებელია სპასტიური ყაბზობის დროს. ნებისმიერი პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც მისი რძეში გადასვლა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისათვის.


მშობიარობის შემდგომი ყაბზობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ყაბზობა მშობიარობის შედგომი პერიოდის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.
📌 მიზეზები მრავალია:
✔️ ჰორმონული ფონის ცვლილებები;
✔️ მუცლის პრესისა და შორისის კუნთების გადაჭიმვა;
✔️ საშვილოსნოს გადიდება
📎 არცთუ იშვიათად საკეისრო კვეთის შემდეგ ქალები ერიდებიან ჭინთვებს არსებული ნაკერების გამო
🍽 ნეგატიურ გავლენას ახდენს მეძუძური დედის არასწორად შედგენილი კვების რაციონი.
🔎 ყაბზობა ორი სახისაა:
➡️ პარალიზური – ქვეითდება ნაწლავის კედლის ტონუსი
➡️ სპასტიური – შეინიშნება ნაწლავების მომატებული ტონუსი, ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს.
👉 გაიგეთ მეტი მშობიარობის შემდგომი ყაბზობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3WfuLBX
#ყაბზობა #შეკრულობა #მშობიარობისშემდგომიყაბზობა #მშობიარობისშემდგომიშეკრულობა #ყაბზობისნიშნები #ყაბზობისსიმპტომები #ყაბზობისმკურნალობა #პარალიზურიყაბზობა #სპასტიურიყაბზობა #ყაბზობისმიზეზები #სისხლიანიგანავალი #წონისკლება #ჰორმონალურიცვლილებები #ცხელება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.