ორსულობის შემდგომი პერიოდი

ორსულობის შემდგომი პერიოდი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

საშვილოსნოს ყელი თხელკედლიანი მოშვებული ტომრის შესახედაობისაა. საშვილოსნოს ყელის არხი გაფართოებულია. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო  1000 – 1200 გრ-ს იწონის. ამ პერიოდში საშვილოსნო  მცირე მენჯის კუნთების ძლიერი გაჭიმვისა და მოდუნების გამო მეტად მოძრავია და შარდის ბუშტის ავსების შემთხვევაში იწევს მაღლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს შარდის ბუშტის დროულ დაცლას.

ორსულობის შემდგომი პერიოდი

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ფიზიკური და ემოციური დაძაბულობისა და დაღლილობისა, მელოგინის ორგანიზმში გამოიყოფა მთელი რიგი მატონიზებელი ნივთიერებები, რაც არ აძლევს დაძინების საშუალებას.  მეანმა არც უნდა დაუშვას მელოგინის დაძინება, რადგან ეს გამოიწვევს საშვილოსნოს ჰიპოტონიას. ძილიანობა და ღებინება მიუთითებს ტვინის ჰიპოქსიაზე და შეიძლება იყოს სისხლდენით განპირობებული.
საშვილოსნო – პლაცენტარული სისხლისმიმოქცევის წრის გამოთიშვა, მუცლის შიგნით წნევის დაქვეითება, ჰორმონალური ცვლილებები აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
მელოგინეს უხშირდება პულსი, აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება.
სხეულის ტემპერატურა ძირითადად ნორმალურია, შესაძლოა  ხანმოკლე მომატება (არაუმეტეს 37.50C), რაც დაკავშირებულია გადატანილ ფიზიკურ და ნერვულ დაძაბულობასთან.
მშობიარობის შემდგომი ადრეული პერიოდში არსებობს სისხლდენის მაღალი რისკი, საშვილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვის, ან  პლაცენტარული მიდამოს ჰემოსტაზის პროცესის  დარღვევის გამო.
ძლიერი სისხლდენის დროს  ქვეითდება  არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ფერმკრთალდება კანის საფარველი და როგორც უკვე ითქვა გამოხატულია ძილიანობა.
ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ მელოგინე აუცილებლად უნდა იყოს მეანი მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა მოხდეს დაკვირვება გამოყოფილ სისხლის რაოდენობაზე, მუცელზე, ბოქვენის ზემოთ სასურველია მოთავსდეს ყინული და სიმძიმე, ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევას, პულსს, მელოგინის ზოგად მდგომარეობას, კანის ფერს, საშვილოსნოს მდგომარეობას, უნდა განისაზღვროს მისი კონსისტენცია, საშვილოსნოს ფუძის მდებარეობა ჭიპთან მიმართებაში.
მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში საშვილოსნო  ნორმაში მკვრივი, უმტკივნეულოა, მისი ფუძე მოთავსებულია ჭიპიდან ორი თითით ქვევით. სისხლდენის რისკის არსებობის დროს საშვილოსნოს არასათანადო შეკუმშვისას მელოგინეს უტარებენ გარეგან მასაჟს, საშვილონოს ღრუში კი შეყავთ უტეროტონური საშუალებები (ოქსიტოცინი, მეთილერგომეტრინი).
ახალშობილის ძუძუსთან ადრეული მიყვანა კიდევ ერთ ფაქტორს წარმოაგდენს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პროფილაქტიკისათვის. საერთო სისხლის დანაკარგის შესაფასებლად  მხედველობაში იღებენ მშობიარობის შემდგომ გამოყოფილ სისხლის რაოდენობას. ნორმაში სისხლის დანაკარგი შეადგენს  250 – 300 მლ, ან სხეულის მასის 0.5%-ს.
ასეპტიკურ პირობებში, გარეთა სასქესო ორგანოების, თეძოებისა და ბოქვენის მიდამოს ანტისეპტიური  ხსნარით დამუშავების შემდეგ,  გინეკოლოგი  და მეანი ყურადღებით აკვირდება გარეთა სასქესო ორგანოებს და შორისის მიდამოს, საშვილოსნოს ყელისა და საშოს კედლების  დათვალიერება ხორციელდება სპეციალური  სარკეებისა და მომჭერების  მეშვეობით.
უნდა მოხდეს ყველა არსებული ნახეთქის გაკერვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა  და ინფიცირება, ასევე მომავალში შეიძლება გახდეს საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის, საშვილონოს ყელის  ქრონიკული ანთებითი პროცესის, ეროზიების, ექტროპიონის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობის მიზეზი.
აღნიშნული გართულებები ქმნის ფონს საშვილოსნოს კიბოს განვითარებისათვის, ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საშვილოსნოს მთლიანობის აღდგენა დაზიანებულ უბნებში.
მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ მელოგინე ახალშობილთან ერთად გადაყავთ მშობიარობის შემდგომ განყოფილებაში.
მელოგინეს მეანი აცნობს სწორი ძუძუთი კვების პრინციპს, სწორ რეჟიმსა და პირადი ჰიგიენის დაცვის წესებს.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში მელოგინის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები

მშობიარობის შემდგომი გვიანი პერიოდი იწყება ადრეული პერიოდის დამთავრებისთანავე და გრძელდება 6 კვირა.
ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სასქესო ორგანოების უკუგანვითარება, ინვოლუცია.
ინვოლუცია  ყველა იმ ორგანოში ხდება, რომელმაც განიცადა ცვლილებები ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში.
თუ ქალი ძუძუთი კვებავს ახალშობილს, უკუგანვითარება სარძევე ჯირკვლებში იწყება ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ, ასევე სრულად აღდგება ამასთან  ერთად საკვერცხისა და საშვილოსნოს ციკლები და მათი მარეგულირებელი ცენტრების ფუნქციები.

საშვილოსნოს ცვლილებები

საშვილოსნო  დღითიდღე მცირდება ზომაში, კედლის შეკუმშვის ხარჯზე. მისი ფუძე პირველი ათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად იწევს ქვევით 1-2 სმ-ით. მშობიარობის შემდეგ პირველ დღეს – ჭიპის დონეზეა, მეორე დღეს – 2 თითით ქვევით, მესამე დღეს  – 3 თითით, მეოთხე დღეს – თავსდება ჭიპსა და ბოქვენს შორის შუახაზზე. მე5-6 დღეს – ბოქვენიდან სამი თითით ზევით, მე-10 დღეს – იფარება ბოქვენის ძვლის უკან. საშვილოსნოს შეკუმშვის გამო პირველი დღეების განმავლობაში მსხვილდება მისი კედლები, წინა და უკანა კედელი უახლოვდება ერთმანეთს, საშვილოსნო იღებს სფეროსებრ ფორმას, ერთი კვირის შემდეგ საშვილოსნოს მასა მცირდება 500-600 გრ-მდე, ორი კვირის შემდეგ – 350 გრ-მდე, სამი კვირის შემდეგ – 200 გრ-მდე,  თანდათანობით უბრუნდება საწყის მასას, 60-70 გრ.
კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც ორსულობის დროს იმატებს ზომაში, უბრუნდება პირვანდელ ზომებს, ქრება დამატებითი უჯრედები, მცირდება სისხლძარღვოვანი ქსელი.
ანალოგიურად უტილიზაციას განიცდის ნერვული სტრუქტურებიც.
შარდის ბუშტის ავსებისას საშვილოსნო  ჩვეულებრივ იცვლის მდებარეობას და იწევს მაღლა, ამიტომაც ობიექტური შეფასებისათვის უმჯობესია გასინჯვამდე მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა.
მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შეკუმშვის შედეგად გამოიყოფა სისხლის კოლტები, დეციდუალური გარსის ნარჩენები, თანდათანობით ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის გაწმენდა ფაგოციტოზისა და პროტეოლიზური ფერმენტების წყალობით.

ლოქიები

მშობიარობის შემდგომ გამონადენს ეწოდება ლოქიები. პირველი სამი დღის განამვლობაში ლოქიები სისხლიანია და საკმაო ოდენობისაა, მე-4-7 დღეს იკლებს რაოდენობაც და  ბოლოს სეროზულ ხასიათს იღებს, თუმცა ბოლო დღეებში შესაძლოა აღინიშნებოდეს მუქი ფერის გამონადენი, მაგრამ არ უნდა იყოს ღია, სისხლნარევი. საშვილოსნოს დაზიანებულ უბნებში მიმდინარეობს რეგენერაცის პროცესი, აღდგენა ყველაზე ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს პლაცენტის მიმაგრების ადგილას.
რეგენერაცის პროცესი 5-6 კვირა გრძელდება, სხვა უბნებში მშობიარობიდან მე-11-13 დღეს უკვე დასრულებულია ლორწოვანი გარსის აღდგენა.
რეგენერაცის ფაზას მოსდევს საშვილოსნოს ციკლის დანარჩენი ფაზები, მაგრამ მათი ხანგრძლივობა გაცილებით მეტია.
მშობიარობის შემდგომი პერიოდის ბოლოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სრულად აღდგენილია.
მშობიარობიდან ერთი საათის შემდეგ საშვილოსნოს ყელი მთლიან ხელს ატარებს,  12 საათის შემდეგ არაუმეტეს 2-3 თითისა, მესამე დღეს თითის წვერიც კი ძნელად ეტევა.
საშვილოსნოს ყელის სრული ფორმირება ხდება მე-3 კვირის ბოლოსთვის. საშვილოსნოს ზომების შემცირებასთან ერთად მოკლდება საშვილოსნოს იოგები, მცირდება საშვილოსნოს მილების შეშუპება, იკუმშება საშო  და მცირდება სასქესო ხვრელის ზომა.
პირველი კვირის ბოლოს ხდება მცირე ნახეთქების ეპითელიალიზაცია. თანდათანობით  აღდგება მცირე მენჯის კუნთებიც. საკვერცხეებში მშობიარობის შემდეგ სრულდება ყვითელი სხეულის უკუგანვითარება და კვლავ იწყება ფოლიკულის მომწიფების პროცესი.

მენსტრუაცია  

მენსტრუაცია  დგება მშობიარობიდან 1-2 თვის შემდეგ, თუმცა ძუძუთი კვების დროს აღინიშნება ლაქტაციური ამენორეა. მშობიარობის შემდეგ პირველი თვეების განმავლობაში შეინიშნება ანოვულატორული ციკლები, ბუნებრივი კვების დროს ოვულაცია შესაძლოა არ მოხდეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ამენორეის  ფონზეც დგება ორსულობა, ამიტომაც აუცილებელია შეირჩეს კონტრაცეფციის ქალისათვის მისაღები მეთოდი.
ინვოლუციას განიცდის არამარტო რეპროდუქციული ორგანოები, არამედ ცვლილებები მიმდინარეობს  ჰემოდინამიკის, სისხლმბადი ორგანოები, შარდგამომყოფი სისტემის, სასუნთქი სისტემის, კანის, საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, ნერვული და ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის  მხრივ.
ინვოლუციის  დასრულების მიუხედავად მშობიარობის ნიშნები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება: საშვილოსნო  მომატებულია ზომაში, საშვილოსნოს ყელი კონუსური ფორმის ნაცვლად ცილინდრული ფორმისაა, საშვილოსნოს გარეთა პირი წერტილოვანი ფორმის ნაცვლად ნაპრალისებური ხდება, გარდა ამისა მუცლის კედელზე რჩება სტრიების  კვალი, თუმცა მცირდება ზომაში და უფერულდება. კანის არასაკმარისი ელასტიურობის გამო კანი დაჭიმვის გამო მუცელზე და ზოგჯერ მკერდზე მოშვებული რჩება.

ლაქტაცია

სარძევე ჯირკვლები ლაქტაცისათვის ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ემზადება. აქტიური სეკრეტორული მოქმედება იწყება უკვე მშობიარობის შემდეგ.
პირველ დღეებში ხდება მცირე რაოდენობით ხსენის გამომუშავება. სარძევე ჯირკვლების გაუხეშება და რძის გამოყოფა შეინიშნება მშობიარობის შემდგომ პერიოდის მე-3-4 დღიდან.
რძის გამომუშავება განპირობებულია პროლაქტინის ან ლუთეოტროპული ჰორმონები ის მომატებული სეკრეციით ჰიპოფიზის  წინა წილში (იგივე ჰორმონები უშლის ხელს მენსტურაციის აღდგენას.
რძის რაოდენობა არაა დამოკიდებული  სარძევე ჯირკვლების ზომაზე და არც ჯირკვლოვანი ქსოვილის რაოდენობაზე.
სარძევე ჯირკვლების  სეკრეტორული უჯრედები გამოყოფენ რძეს გამომტან სადინრებში, რომლებიც ერთდებიან უფრო მსხვილ სადინრებად  და საბოლოოდ იხსნებიან დვრილის მიდამოში.
რძის განუწყვეტელ დინებას ხელს უშლის კუნთოვან-შემაერთებელ ქსოვილოვანი სფინქტერი. ზოგ შემთხვევაში მელოგინეს რძე გამოეყოფა კვებათა შორის შუალედებშიც.
გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა; ♦ საქონელი ორსულთათვის >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.