ორსულობა და კბილები

ორსულობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას, რადგან ორსულობის დროს ხდება კალციუმის  დაკარგვა, რაც იწვევს კბილების სტრუქტურის დარღვევასა  და პაროდონტოზის განვითარება.

ნაყოფის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით კალციუმი, დედის მიერ არასკმარისი მიღების ან  კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების არსებობის გამო ადგილი აქვს დედის ორგანიზმიდან კალციუმის „გამორეცხვას“. კალციუმის ნაკლებობა იწვევს კბილების სტრუქტურის დარღვევას, ხდება აგრესიული ფლორის გამრავლება, რაც ზიანს აყენებს კბილების ემალს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა მიმართოს ორსულმა სტომატოლოგს, სულ მცირე სამჯერ მაინც ორსულობის პერიოდში, 6-8, 16-18 და 26-28 კვირაზე.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების რეგულარულ გახეხვას, დილა-საღამოს, ჯაგრისი უნდა იყოს ნორმალური ან რბილი, უხეში ჯაგრისი დროებით უნდა გადადოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ღრძილები  სისხლმდენია. გამოყენებულ უნდა იქნეს სამკურნალო – პროფილაქტიკური კბილის პასტა, რომელიც შეიცავს კალციუმს და ასევე ამცირებს ანთებით პროცესს. სასარგებლოა ასევე სავლებების გამოყენება, დადებით ეფექტს იძლევა ენის გაწმენდა სპეციალური ჯაგრისით.

კბილების სიჯანსაღეს ხელს უწყობს მასაჟი, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კბილების ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. ამისათვის ღრძილებზე  ანთების საწინააღმდეგო პასტის წასმის შემდეგ თითების მსუბუქი მოძრაობით უნდა ჩავტაროთ მასაჟი. კარგი ეფექტი აქვს ელექტრულ კბილის ჯაგრისს.

♥ პირის ღრუს ირიგატორი ,,ამაზონზე” >>>>


ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ორსულის კვებას, საკვებ რაციონში უნდა ჩავრთოთ კალციუმით მდიდარი საკვები, რაც შეეხება კალციუმის პრეპარატებს, მათი დანიშვნა და დოზების შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვაცილებს სტომატოლოგიურ პრობლემებს, როგორც დედის მხრივ,  ასევე მომავალი ბავშვის მხრივ კბილების ჩამოყალიბების პროცესში.

რაც შეეხება გეგმიურ  სტომატოლოგიურ პროცედურებს, როგორიცაა პროთეზირება, იმპლანტაცია, უნდა ჩატარდეს ორსულობამდე სამი თვით ადრე ან 6 თვის შემდეგ, რადგან შესაძლო ანთებითი პროცესი არ დაემთხვეს არც ორსულობის და არც ძუძუთი კვების პერიოდს.

_________________________________________

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>>> 1.  მეანობა 2.  რა სჭირდება ორსულს?

..